Jump to content
Planeta.Ge

იაკობაშვილის კომენტარი სამშვიდობოებთან დაკავშირებით


Recommended Posts

"სამშვიდობოების მანდატში ქართველი პოლიციელების განიარაღება არ შედის"

 

სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა გენერალ ჩაბანის ულტიმატუმს უკანონო უწოდა.

 

"მნიშვნელოვანია ორი რამ: პირველი - გენერალი ჩაბანი პერსონა ნონ-გრატადაა გამოცხადებული, მეორე - რუსი სამშვიდობოების მანდატში ქართველი პოლიციელების განიარაღება არ შედის", - განაცხადა იაკობაშვილმა.

 

სახელმწიფო მინისტრმა ყველა მეგობარი ქვეყნის საელჩოს რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდა.

 

"ჩვენ რამდენიმე ფრონტზე გვქონდა ბრძოლა. ერთ-ერთი დიპლომატიური ომია. რაც უფრო მეტ სისულელეს ჩაიდენენ რუსები, უფრო გაძლიერდება მსოფლიო თანამეგობრობის მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო დონეზე დაფიქსირდეს. ამ დღეებში გადაწყდება თუ რა ფორმით ჩაერევა მსოფლიო თანამეგობრობა კონფლიქტის მოგვარების პროცესში", - განაცხადა იაკობაშვილმა.

 

ცნობისთვის, 11 აგვისტოს რუსმა გენერალმა ჩაბანმა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ულტიმატუმის დოკუმენტი გადასცა, რომელშიც დაუყოვნებლივ ქართული პოლიციის განიარაღებას მოითხოვდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში განიარარების ქმედებების თავად განახორციელებდა.

 

http://itnexclusive.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...