Jump to content
Planeta.Ge

ნატო ტერიტორიების სანაცვლოდ?


ნატო ტერიტორიების სანაცვლოდ?  

35 members have voted

  1. 1. თანახმა ხართ თუ არა საქართველო ნატო-ში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე?

    • კი
      5
    • არა
      11
    • ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ
      14
    • ნატოშიც შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ
      6


Recommended Posts

Saturn

არის :yes: კგბ -ს ეხერხება მასეთ აზროვნებაზე საფუძვლის ჩაყრა მითების შექმნის გზით.

 

რა თქმა უნდა, მაგრამ კატინზე რასაც ამბობდნენ უფრო პროპაგანდა იყო და არა მითი, რადგან არავის სჯეროდა ამისი. მითი არის ის, რისიც ბევრ ადამიანს გულწრფელად სჯერა. მართალია, კაგებე ამაში აქტიურობდა, თუმცა არანაკლებ აქტიურობდნენ სხვებიც. მაგ, ფრანგული პოლიტიკური მითების შექმნაზე ბრწყინვალე ნაშრომები აქვს როლან ბარტს.

 

http://en.wikipedia.org/wiki/Roland_Barthes

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

კატინზე რასაც ამბობდნენ უფრო პროპაგანდა იყო და არა მითი, რადგან არავის სჯეროდა ამისი

კე აბა არავის სჯეროდა. საბჭოთა კავშირის მოსახლეობა არავინ არაა? რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობდა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

კე აბა არავის სჯეროდა. საბჭოთა კავშირის მოსახლეობა არავინ არაა? რამდენი მილიონი კაცი ცხოვრობდა.

მე არ მახსოვს, ეს საკითხი აქტუალური ყოფილიყო სსრკ-ში, მითი კი ყოველთვის აქტუალურია. თუ დრო გექნება, წაიკითხე ავთანდილ წულაძის "პოლიტიკური მითოლოგია" რუსულად (ნეტში უფასოდ არის ბევრგან). პოპულარული ენითაა დაწერილი და რუსეთის ბევრ მითს ააშკარავებს და შენ გაგისწორებს :yes: . თუმცა, თუ უფრო ღრმა ანალიზი გინდა - ბარტის "მითოლოგიები" წაიკითხე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

მითი იმდენად ძლიერია, რომ თუ ადამიანმა ერთხელ დაიჯერა, მერე რა მტკიცებულებაც არ უნდა მოუყვანო, მაინც ვერ შეაცვლევინებ აზრსო. და კიდევ, არის ასეთი ფსიქო-სოციალური ტერმინი "მითოლოგიური აზროვნება"

 

http://www.youtube.com/watch?v=jX7yDGyvHBo

 

"შენი არ იცოდე და სხვისი არ გესმოდეს" ებრაული წყევლა

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

ამ საქმეში. მსჯელობა შეიძლება მხოლოდ ფაქტების მიხედვით. საზღვრის დარღვევა და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა იმ მოტივით, რომ ის რაღაცას აპირებდა, არის დანაშაული.

:givi: :givi: :givi:

 

მოკლედ რა ვართ ეს ნაცმაკაკების მხარდამჭერები რაა...

 

"აპირებდა" - ეს ტერმინი არ არსებობს ეს იმიტომ რომ სააკიანცს და მის მაკაკებს არ აწყობთ ესეთი ტერმინი არა???

 

... და მთავარ კითხვებზე პასუხს რატომ გაურბიხარ და რატომ გაურბიან მიშმაკაკები?

 

1. ... და მაშ რატომ შეიყვანა რუსეთმა ჯარი ცხინვალში? სად არის ლოგიკა?

სად არის მიშმაკაკური ლოგიკის სიძლიერე???

(თუმცა მიშმაკაკებს ლოგიკა რაში სჭირდებათ, ძალა ხომ აღმართს ხნაააამს...)

 

2. რახან ქართული ტერიტორიაა ამიტომ სააკიანცს უფლება ჰქონდა თვითნებურად დაერღვია სამშვიდობოო ხელშეკრულება და შეიარაებული ძალებით შეჭრილიყო სამაჩაბლოში ოსების წინააღმდეგ?

საიდან ასეთი თავხედობა?

ვინ მისცა მაგის უფლება სააკიანცს???

 

ეგ ყველაფერი რომ მართლაც მასე ყოფილიყო რა... ომის მოგებას უპირებდა რუსებს???

საქართველოს რომ რუსებისთვის ომის მოგება არ შეეძლო იმიტომაც იყო ამდენ ხან გაყინული ეგ კონფლიქტი და რა ეხლა სააკაშვილს 2008 წელს რამე ზებუნებრივი და ზეტექნოლოგიური იარაღი ჩაუვარდა ხელში რომ რუსებთან გადაწყვიტა და გაბედა ჭიდაობა???

 

საზღვრის დარღვევა და სუვერენული ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა იმ მოტივით, რომ ის რაღაცას აპირებდა, არის დანაშაული.

... და ამიტომ სააკიანცმა გადაწყვიტა რუსები დაესაჯა და პირველს აეღო ცხინვალი???

მოკლედ ლოგიკაა პიზდეცური რაა... იმიტომაც აქვს კარგად საქმე საქართველოს!

... და ამით სააკიანცმა გადაწყვიტა რუსებისთვის დაესწრო? და ჯარი პირველს შეეყვანა ცხინვალში??? და რა აზრი ჰქონდა ამას? ცხინვალი ხომ ისედაც რუსები აკონტროლებდნენ???

 

...თუ დავითაღმაშენებლობა გაითამაშა მაგ ქვეშაფსიამ მაგან??? :givi: :givi: :givi:

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მოკლედ რა ვართ ეს ნაცმაკაკების მხარდამჭერები რაა...

 

"აპირებდა" - ეს ტერმინი არ არსებობს ეს იმიტომ რომ სააკიანცს და მის მაკაკებს არ აწყობთ ესეთი ტერმინი არა???

მაკაკები შენს ჯიშში მოიკითხე ნაბიჭვარო

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ (13 ხმები [39.39%])

 

 

 

,,სანამ ნატო არ წაგვეშველება

 

ჩვენ არაფერი არ გვეშველება.,,@კოტე ყუბანეიშვილი

 

 

 

:givi: ,,ნატო რომ თავზე მოირგო

 

და გადაურჩე ჭირსაო

 

გაფრინდი შავო ბოინგო

 

გაჰყევ ალაზნის პირსაო.,, @კოტე ყუბანეიშვილი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Saturn

მაკაკები შენს ჯიშში მოიკითხე ნაბიჭვარო

რაო... ლოგიკური პასუხი შემოგელია და ნაცმაკაკობა შენს თავზე აიღე არა???

 

ხოდა ყველლა ნაცმაკაკას დედაის პირში გავალაღლაღე მე დღეში სამჯერ; ჭამის წინ და ჭამის შემდეგ შე ვანოს ცუციკო შენა...

 

ნაცმაკაკა ჩემთვის და მთლიანად საქართველოსთვის ისეთივე მტერია როგორც თურქი, რუსი და მონღოლი... :viking: :viking:

 

:eshmak:

 

გააცვი ეხლა და შენი ხმა არ გავიგო აქ... სად არის აქ ცუციკების საბლატაო!

 

მალე შენს ვანოსაც და შენს სააკიანცსაც უკანალში იხმარენ და შენ კიდევ იუდასავით ბუჩქებში დაიმალები ვითომც აქ არც არაფერი ყოფილაო...

 

ვიცნობ მე შენისთანა მედროვეებს!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ხომ ვამბობდი ამერიკას საქართველო მხოლოდ თავის კოლონიად უნდა მეთქი... რა ნატო, რის ევროკავშირი!

 

 

17:20 14.04.11 - გოგი ხუციშვილი: "აფხაზეთის აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო იცვლება და თბილისს ამის შეჩერება არ ძალუძს"

 

კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების საერთაშორისო კვლევის ცენტრის დირექტორ გოგი ხუციშვილის ინფორმაციით, "აფხაზეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები ფართოვდება, რაც რეგიონის აღიარებისთვის პოლიტიკურ გარემოს ცვლის".

 

როგორც "პირWელს" ხუციშვილმა განუცხადა, "საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან მიმართებაში არსებული ევროპული სტრატეგია - "ჩართულობა აღიარების გარეშე" აფხაზეთში სამრეწველო-ეკონომიკური თუ სოციალური პროექტების განხორციელებას მხოლოდ პოლიტიკური აღიარების გარეშე სრულიად ლეგიტიმურს ხდის".

 

"აფხაზეთის საგარეო ეკონომიკური კავშირები ფართოვდება. ამ მიმართულებით მეტი მოძრაობა შეინიშნება და ებრაული და გერმანული კომპანიების წარმომადგენლების აფხაზეთში ვიზიტები გამონაკლისი არაა. აფხაზეთში საქართველოს მეგობარი ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან კერძო ინვესტორებიც იყვნენ ჩასულები და იქ მიწის შეძენაზე მოლაპარაკებები გამართეს. ეს პროცესები რეალურად მიმდინარეობს. რამდენად შეიძლება, ამან პოლიტიკური შედეგები გამოიწვიოს, მომავალი გვიჩვენებს, მაგრამ როგორც წესი, ეკონომიკური ურთიერთობები პოლიტიკური დამოკიდებულების შეცვლას იწვევს. არ ვამბობ, რომ ამ კავშირებს აფხაზეთის აღიარება მოჰყვება, თუმცა ფაქტია, რომ აღიარებისთვის პოლიტიკური გარემო იცვლება", - განაცხადა ხუციშვილმა.

 

ამასთან, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ "საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნული პროცესების შეჩერება არ ძალუძს და მხოლოდ საპროტესტო ნოტები შეუძლია, დააგზავნოს".

 

"თუ რომელიმე სახელმწიფომ გადაწყვიტა, საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან ურთიერთობები დაამყაროს, ოფიციალური თბილისი ამას წინ ვერ აღუდგება. მაგალითად, თურქეთი რამდენიმე წელია, თავისუფლად ვაჭრობს აფხაზეთთან და საქართველოს ხელისუფლება ამას ჯერ კიდევ შევარდნაძის დროიდან აპროტესტებდა, თუმცა ვერაფერი შევცვალეთ", - დასძინა ხუციშვილმა.

 

შეგახსენებთ, რომ ებრაელები მზად არიან, აფხაზეთს სამხედრო ტექნოლოგიები მიაწოდონ. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ სერგეი ბაღაფშსა და ებრაულ ჰოლდინგ "Global CST"-ს ხელმძღვანელობას შესაბამისი მოლაპარაკებები 13 აპრილს მოსკოვში გაიმართა, რის შემდეგაც ებრაული დელეგაცია აფხაზეთში გაემგზავრა, სადაც 15 აპრილამდე დარჩება.

 

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას აფხაზეთში გერმანელი ბიზნესმენების დელეგაცია იმყოფებოდა და მათ ოკუპირებულ რეგიონში კონკრეტული პროექტების განხორციელების მზადყოფნა გამოთქვეს.

 

გასულ კვირას კი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, მრავალწლიანი მცდელობის შემდეგ, პირველად ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა.

 

აფხაზური მედია ამ ყოველივეს "საერთაშორისო ასპარეზზე გარღვევად" და "ისტორიულ მომენტად" აფასებს.

 

"პირველი"

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მაშ მიშას საგარეო ფრონტზე წარმატებები აქვს არა???

 

12:50 18.04.11 - აფხაზეთში ინვესტიციების დაბანდების მსურველთა რიცხვი, საგანგაშოდ მატულობს

 

[ნინო მამუკაძე]

აფხაზეთში ინვესტიციების დაბანდების მსურველთა რიცხვი, საგანგაშოდ მატულობს. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში, ბიზნესის წარმოების სურვილი გამოთქვეს ესპანელმა, გერმანელმა, იორდანელმა და სულ ახლახანს ებრაელმა ბიზნესმენებმა. თანაც ბიზნეს-სფეროების სპექტრი საკმაოდ მრავლფეროვანია. მაგალითად: ესპანელ ბიზნესმენებს, აფხაზეთში ნაგვის გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაში ინვესტიციის განხორციელება სურთ. კომპანია “სიმერის” ხელმძღვანელ, ხორდი პუხადესის განცხადებით, მისი პროექტი ნაგვის გადამუშავების სრული ციკლის მქონე ქარხნის აშენებას ითვალისწინებს. სერგეი შამბამ, მისი პროექტი, დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობაში ასეთი არაერთი წინადადება შევიდა.

 

გერმანელი ბიზნესმენები, აფხაზეთში, ზამთრის ტურიზმის განვითარების, სავაჭრო ცენტრების მშენებლობისა და ასევე ნაგავგადამამუშავებელი საწარმოს განვითარებას გეგმავენ. ხოლო თურქი ბიზნესმენები, აფხაზეთში სასათბურე მეურნეობის გაშენებას აპირებენ.

 

რაც შეეხება იორდანიას, "აფსნი პრესის" ინფორმაციის თანახმად, აფხაზეთისა და იორდანიის სავაჭრო და სამრეწველო პალატებს შორის გაფორმდა შეთანხმება ‘’საქმიანი საბჭოს’’ შექმნის თაობაზე, რომლიც ადასტურებს ხელმომწერთა მზადყოფნას, ხელი შეუწყონ იორდანიისა და ოკუპირებული აფხაზეთის საქმიანი წრეების თანამშრომლობას;

 

ებრაული ბიზნესის ინტერესებზე კი სულ ცოტა ხნის წინ, "პრესა.ჯი" დაწვრილებით წერდა. ისმის კითხვა, რა შეიძლება მოიმოქმედოს საქართველომ ამ პროცესების შესაჩერებლად?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიხაილ კასიანოვი - რუსეთის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია

15:19 26-04-2011

მიხაილ კასიანოვი - რუსეთის ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია რუსეთის ხელისუფლებამ 2008 წელს მიხეილ სააკაშვილი ომში პროვოკაციით ჩაითრია . როგორც სააგენტო "უნიანი" იუწყება, ამგვარი შეფასება რუსეთის ექსპრემიერმა მიხაილ კასიანოვმა მოსკოვში, კარნეგის ცენტრში გამოსვლისას დააფიქსირა.

"მიგვაჩნია, რომ ეს ომი ფაქტობრივად, პუტინმა გააჩაღა, რამდენადაც ომამდე ექვსი თვის განმავლობაში, რუსეთის ხელისუფლება საქართველოსთან საზღვარზე თავს უყრიდა ჯარებს და იქ თავმოყრილი ჯავშანტექნიკის რაოდენობა კურსკის ბრძოლას აღემატებოდა", - განაცხადა კასიანოვმა.

იგი დარწმუნებულია, რომ კონფლიქტი წინასწარ იყო მომზადებული და სააკაშვილის პროვოცირება მოახდინეს.

"ეს არ ნიშნავს, რომ რუსეთს მანდატის დარღვევით, სრულმასშტაბიანი ომი უნდა დაეწყო", - განაცხადა კასიანოვმა.

მას მიაჩნია, რომ ეს იყო კონფლიქტი არა საქართველოსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს, არამედ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის.

 

 

ბმული

Edited by Saturn
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 2 weeks later...

ესეც შენი სააკიანცის საგარეო პოლიტიკური წარმატებები...

 

აფახეთში მსოფლიო ჩემპიონატი იგეგმება!

 

აფხაზეთში გასამართი დომინოს მსოფლიო ჩემპიონატის თილისმა და ემბლემა შეირჩა

 

აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის სპორტისა და ახალგაზრდობის სახელმწიფო კომიტეტმა და დომინოს ფედერაციამ სოხუმში შემოდგომაზე გასამართი დომინოს რიგით მერვე მსოფლიო ჩემპიონატის ემბლემა და თილისმა შეარჩია.

 

ჩემპიონატის თილისმას "ჩიკი" ჰქვია, ეს არის დომინოს კოჭი, რომელსაც შინდისფერი ჩოხა აცვია და შავ, ტრადიციულ აფხაზურ ქუდზე - "ABHKAZIA" აწერია. რაც შეეხება ჩემპიონატის ემბლემას, კონკურსში გაიმარჯვა ნამუშევარმა, რომელზეც მსოფლიო რუკა და დომინოს კოჭია გამოსახული.

 

ტურნირის ორგანიზატორების განცხადებით, შესაბამის კონკურსებში სულ 70-მა ნამუშევარმა მიიღო მონაწილეობა. გამარჯვებული კონკურსანტები კი ჯილდოდ 500 აშშ დოლარს მიიღებენ. მათივე თქმით, უახლოეს მომავალში დამზადდება დომინოს მსოფლიო ჩემპოიონატის სარეკლმაო რგოლები, რომელსაც პირველად აფხაზეთსა და კოსტა რიკაში იხილავენ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • 1 month later...

ვისგან ვისგან და მამუკა არეშიძისგან ამას ნამდვილად არ მოველოდი...

 

22-06-2011 მამუკა არეშიძე: "აფხაზეთის დამოუკიდებლობა უნდა ვაღიაროთ"

 

სოხუმის დაცემიდან თითქმის 18 წლის შემდეგ, საქართველოში აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების საკითხზე ალაპარაკდნენ. თემაზე, რომელსაც დღემდე ტაბუ ადევს, კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე საუბრობს და საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების ინიციატივით მიმართავს. არეშიძის თქმით, აფხაზეთის სამართლებრივი სტატუსის ამაღლება ერთადერთი რესურსია, რომლსაც აფხაზური ეთნოფონდის შენარჩუნება, გაუცხოებულ ქართველებსა და აფხაზებს შორის ყინულის ლღობა და მათი შერიგება შეუძლია. როგორ მიიღებს ხელისუფლება ინიციატივას, რომლის ავტორსაც ამ იდეის წამოჭრის გამო საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერჯერობით მხოლოდ კიცხავს, ამ ეტაპზე უცნობია...

 

- ბატონო მამუკა, საქართველოში პირველად გაჩნდა ინიციატივა, რომ ჩვენმა ქვეყანამ აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიაროს და ეს იდეა თქვენ გეკუთვნით. რით ასაბუთებთ ამ მიდგომის განხილვის საჭიროებას?

 

- არგუმენტი არის ის, რომ პროცესი ჩიხშია შესული. ჩვენი ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში საკმაოდ სიმპათიური „ახალი სტრატეგია" აქვს შემუშავებული, ვერ ახერხებს მის ამუშავებას და პროცესის შექმნას. დასავლელი პარტნიორები კი, სამწუხაროდ, დღეს ამ მიმართულებით აქტიურები აღარ არიან. მათ სხვა უამრავი პრობლემა აქვთ, მათ შორის ჩრდილოეთ აფრიკასთან, ავღანეთთან დაკავშირებული. ასევე რუსეთთან გადატვირთვის პროცესი. მოკლედ, სიტუაცია ჩიხშია შესული. დღევანდელი მდგომარეობით, აფხაზეთი დაკარგული გვაქვს, მაგრამ გარდა იმისა, რომ დაკარგული გვაქვს, არც სიტუაციის შეცვლის პერსპექტივა არსებობს. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთის მხრიდან აღიარებულია ტერიტორიების ოკუპაცია და რუსეთი ამ თვალსაზრისით, დისკომფორტს გრძნობს, ის მხოლოდ დისკომფორტს გრძნობს და მორჩა.

 

ჩემი გადასახედიდან ერთადერთი შანსი, იმისთვის, რომ სიტუაცია რადიკალურად შეიცვალოს, არის სწორედ ის ინიციატივა, რომელიც მე გავაჟღერე (მით უმეტეს, რომ რუსეთი არ იმყოფება ისეთ ეკონომიკურ კოლაფსში, როგორშიც 80-იან წლებში, როცა დასავლეთის ნებისმიერ შეთავაზებაზე თანახმა იყო. პირიქით, ძალიან მორგებულად გრძნობს თავს სიტუაციაზე და თუ ვინმე დღეს არის აქტიური სამხრეთ კავკასიის, კერძოდ აფხაზეთის და ცხინვალის მიმართულებით, ეს არის სწორედ რუსეთი. ყველა სხვა დაინტერესებული მხარე, ანუ საქართველო და საერთაშორისო თანამეგობრობა, ხელფეხშეკრულია). აქედან გამომდინარე, რადგან ვხედავ ჩიხურ სიტუაციას და მისი გამოსწორების უპერსპექტივობას, მიმაჩნია, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება საინტერესო პროცესის დასაწყისი უნდა იყოს. აუცილებელია პროცესის შექმნა. იმისთვის კი, რომ ეს ასე მოხდეს და აფხაზები მოუსხდნენ მოლაპარაკების მაგიდას, საჭიროა სამართლებრივი სტატუსის მაქსიმალურად მაღლა აწევა. ამ სიტუაციაში, ჯერ ერთი, ახალი სტიმული მიეცემათ დასავლელ პარტნიორებს, უპირველესად გაეროს, მეორე მხრივ კი, ის რუსეთს მძიმე მდგომარეობაში ჩააგდებს (რუსეთი მუდმივად ლაპარაკობს იმაზე, რომ აფხაზებმა დამოუკიდებლობა უნდა მიიღონ და ამისთვის გარკვეულ ნაბიჯებსაც დგამს. თან მეთოდი აქვს ასეთი: პატარა ქვეყნების აღიარებით უნდა მიაღწიოს აფხაზეთის ცნობადობას საერთაშორისო არენაზე და ამ საკითხის გაეროს მაღალ ტრიბუნაზე დაყენებას). ასეთ სიტუაციაში საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მას მანევრის საშუალებას აღარ უტოვებს.

 

- რა პირობებით წარმოგიდგენიათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ ამ ნაბიჯის გადადგმა?

 

- მთავარი პირობა უნდა იყოს რუსეთის ჯარების გაყვანა ოკუპირებული ტერიტორიიდან. თუ ვაღიარებთ აფხაზეთის დამოუკიდებლობას, მასთან გავაფორმებთ შეთანხმებას „თავდაუსხმელობის შესახებ" და ასე ვთქვათ, გარანტორი იქნება საერთაშორისო თანამეგობრობა, რომ საომარი მოქმედება არ განახლდება, რუსეთის ჯარის იქ ყოფნას სამართლიანი საფუძველი აღარ ექნება. სხვა საქმეა ის, რას იტყვიან ამასთან დაკავშირებით აფხაზები და რამდენად მოინდომებენ ტერიტორიაზე რუსეთის ჯარების დარჩენას. ზუსტად ამას ვამბობ, რომ პროცესი უნდა შევქმნათ - შევეცადოთ აფხაზები მაქსიმალურად მოკავშირეებად ვაქციოთ. ვიცი აფხაზური საზოგადოების განწყობები და ეს მიდგომაც ამიტომ გამიჩნდა. ხომ არ ვამბობ, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაშიც იმავე მიდგომების დემონსტრირება შესაძლებელია? იქ ასეთი რამ გამორიცხულია, მაგრამ აფხაზეთში სხვა სიტუაციაა. ისინი ძალიან კარგად ხედავენ, რომ მათი ეთნოფონდის შენარჩუნების ბოლო წლებია. აფხაზების ეთნოფონდის შენარჩუნება სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. დღეს თუ ხვალ, აფხაზების მდგომარეობა აფხაზეთში იქნება ძალიან მძიმე. აფხაზი შეიძლება საერთოდ აღარ დარჩეს აფხაზეთში.

 

რაც შეეხება სხვა პირობებს, ერთ-ერთი უნდა იყოს დევნილების დაბრუნება საერთაშორისო გარანტიებით.

 

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რაზედაც ვლაპარაკობ, ჩემი აზრია და პირობები საქართველოს ხელისუფლებისა და ქართულ საზოგადოების გადასაწყვეტია. მე მინდა, ჩემი ინიციატივით მივაღწიო იმას, რომ ჯერ ერთი, ჭაობიდან გამოვიყვანო სიტუაცია და მეორე, ერი და ბერი, რომელიც ახლა ბალიშზეა მიწოლილი და ჰგონია, რომ სხვა გადაწყვეტს მის მაგივრად აფხაზების პრობლემას, ცოტა გამოფხიზლდეს და ხელისუფლება და საზოგადოება ერთობლივად იყოს კონცენტრირებული ქვეყნის საერთო სატკივარზე.

 

- რატომ ფიქრობთ, რომ პროცესის ჩიხიდან გამოყვანის ყველა სხვა რესურსი ამოწურულია და სწორედ ახლაა თქვენი ინიციატივა დროული?

 

- რაც შეეხება იმას, რამ განაპირობა ამ განცხადების ახლა გაკეთება: საქმე ისაა, რომ შიდა სიტუაციას ვიცნობ. ჩემთვის საერთო სურათი იმისა, თუ როგორ ახდენს რუსეთი აფხაზეთის ტერიტორიის დაკავებას, საბოლოოდ ახლა ჩამოყალიბდა. რუსეთი მოქმედებს მეთოდით, როგორი მეთოდითაც მე-19 საუკუნეში, ჩრდილოეთ კავკასიაში მოქმედებდა და მას ჰქვია „სამხედრო დასახლებები": ჯერ ჯარის შემოყვანა, შემდეგ მცირე გამაგრებული ზონის შექმნა და მერე ამ ჯარისკაცების ოჯახების ჩამოყვანის მეშვეობით სამხედრო დასახლებების შექმნა. აი, ეს პროცესები მიდის ახლა აფხაზეთში. ამას მოჰყვება ტერიტორიის მისაკუთრება და შემდგომში ამ ტერიტორიის თავის სამშობლოდ გამოცხადება. ასე იყო ყუბანის ნაპირების, თერგის ნაპირების შემთხვევაში, როცა რუსეთმა ასეთივე მეთოდებით მოახერხა მათი მითვისება და დღეს უკვე იქაური კაზაკების სამშობლოა. ასევე მოხდება აფხაზეთში.

 

გარდა ამისა, აფხაზეთში მოქმედებს ე.წ. ხელისუფლებასა და რუსეთის სასაზღვრო ძალებს შორის დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც, ნებისმიერ სამხედროს, რომელიც სასაზღვრო ჯარში მსახურობს (ოფიცრებს ვგულისხმობ), უფლება აქვს, ჯარის დამთავრების შემდეგ იქ საცხოვრებელი ბინა ან მიწა მოითხოვოს. ამის გამო, უამრავი რუსი მესაზღვრე ოფიცერი დაიძრა აფხაზეთისკენ. მართალია, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ასეთი ხელშეკრულება არ გაუფორმებია აფხაზეთთან, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, სხვადასხვა მანქანით ხდება მიწების მისაკუთრება და საცხოვრებელი ფართის მიღება. ერთი სიტყვით, ხდება აფხაზეთის ტერიტორიის დაკავება.

 

გასათვალისწინებელია მეორე ფაქტორიც. რუსეთის ეკლესია მოქმედებს ძალიან აქტიურად და ბოლო ერთი წელია აფხაზეთის სხვადასხვა კუთხეში მომლოცველთა თემების შექმნას ახდენს - მომლოცველები ჩადიან აფხაზეთში, იქ რჩებიან და რელიგიურ თემს ქმნიან. ეს ხალხი ჯერჯერობით ბევრი არაა, 300 კაცამდეა, მაგრამ პროცესი გაგრძელდება.

 

მესამე ფაქტორი არის ის, რომ რუსეთი სერიოზულად მუშაობს იმ კანონის შეცვლაზე, რომელიც აფხაზეთში სხვა ქვეყნის მოქალაქეებს მიწის შეძენას უკრძალავს. თუ რუსეთს ეს მცდელობა გაუვიდა, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ იმ თანხების მოცულობა, რითაც რუსები აფხაზებს დაუპირისპირდებიან. აფხაზები ვერ გაუწევენ წინააღმდეგობას და რუსეთი შეიძენს იქ სტრატეგიულ სივრცეს - მთელ შავიზღვისპირეთს. ფულაღებული აფხაზები კი ან აფხაზეთში აღარ დადგებიან, ან გამართლდება ჟირინოვსკის სიტყვები: „ოსები და აფხაზები ჩვენი მონები უნდა იყვნენო".

 

შეიძლება ჩემზე ვიღაცამ იკითხოს, რატომ იკლავს აფხაზების გამო თავს, როცა ქართველები ასეთი გაჭირვებულები არიანო, მაგრამ მინდა მათ გასაგონად ვთქვა: ძალიან კარგად მესმის, ვინ რა მდგომარეობაშია და პირველ რიგში, ზუსტად ქართველების გამო ვღელავ, რადგან აფხაზებისგან გათავისუფლებულ აფხაზეთს ჩვენ არასდროს არავინ დაგვიბრუნებს. ამიტომაც გვჭირდება, აფხაზები შევინარჩუნოთ და მოკავშირეებად გავიხადოთ, რათა მომავალში რაღაცის შეცვლის შანსი გვქონდეს.

 

- ხელისუფლების წარმომადგენლებთან გქონდათ უკვე საუბარი ამ ინიციატივის შესახებ?

 

- არავისთან ლაპარაკი არ მქონია. ჯერ იდეას ვაჟღერებ და ვსაუბრობ მის გარშემო. მე ამ იდეას მხარს ვუჭერ, მიუხედავად იმისა, რომ მისი პრეზენტირების პროცესში უამრავი შეურაცხყოფა გადამხდა.

 

- ანუ ქართული საზოგადოების დამოკიდებულება უარყოფითია?

 

- თუ იმათ ავიღებთ, ვინც დამიკავშირდა, 80 % ამ იდეის დადებითი შემფასებელია (საუბარი მაქვს მოქალაქეებზე, რომლებმაც ან ელექტრონულ ფოსტაზე ან „facebook"-ის საშუალებით მომწერეს). დანარჩენი 20 % კატეგორიული წინააღმდეგია. ფორუმებზე კი მხარდამჭერთა რიცხვი ძალიან დაბალია.

 

- და ბოლოს, მსოფლიო ისტორიას თუ ახსოვს პრეცენდენტი, როცა ცენტრალურ ხელისუფლებას ჯერ უღიარებია თავისი კონფლიქტური რეგიონის დამოუკიდებლობა, შემდეგ კი ტერიტორიული მთლიანობა ისევ აღუდგენია?

 

- მაგალითისთვის გავიხსენებ: ჩინეთის ტერიტორიაზე არსებობდა იაპონელების მიერ შექმნილი სახელმწიფო მანჯოუგო (ოღონდ იქ სხვა სიტუაცია იყო). ის მსოფლიოს 26-მა ქვეყანამ ცნო, მაგრამ ახლა სადაა მანჯოუგო? აღარ არის. ბევრი სხვა მაგალითიც გვინახავს. სხვათა შორის, არის მსოფლიოში ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთობაში გარდამავალი პერიოდი აქვთ. ავიღოთ ჩრდილოეთ ირლანდია და ირლანდია.

 

არ ვლაპარკობ, რომ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება მაინცადამაინც იმ ფორმით უნდა მოხდეს, როგორც ერთი შეხედვით წარმოგვიდგენია. შესაძლოა, ამის სხვადასხვა ფორმა მოიძებნოს.

 

იმ ინფორმაციით, რომელიც მე მაქვს, აფხაზები დიდი ინტერესით ელოდებიან, რა შეფასებას მისცემს ქართული საზოგადოება საქართველოს მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების იდეას.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ნატო არ იღებს ახალ წევრებად იმ ქვეყნებს რომლებსაც გააჩნიათ ტერიტორიული კონფლიქტები-პრობლემები!

ისა დაა გერმანია რომ მიიღეს მაშინ რა ხდებოდა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...