GeoStream Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 GeoStream მასეა... სააკაშვილს უნდოდა სასწრაფოდ ჩვენი ნატოში შეყვანა რაც ვითომ საშუალებას მოგვცემდა ტერიტორიული მთლიანობა აღგვედგინა და მერე კი თურმე საქართველო სოციალურადაც და ეკონომიკურადაც ავტომატურად გაბრწყინდებოდა... აბსოლიტურად უკუღმა მსჯელობს! მიშას საქართველო ჯერ სოციალურად, ეკონომიკურად და სამართლებლივად უნდა აეყვავებინა (რაშიც რუსეთი ნამდვილად ვერ უშლიდა ხელს) რომ ყველასათვის, მათ შორის ოსებისთვისაც, აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც საქართველო გამხდარიყო ეკონომიკურად და სამართლებრივად მიმზიდველი ქვეყანა (და არა რუსეთში თუ სხვა უცხოეთში გაქცეულიყვნენ ფულის საკეთებლად), შემდეგ ეს ეკონომიკური სიძლიერე უნდა გაეხადა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საფუძვლად და საშუალებად... და მერე, ამ აღდგენის მერე... ასე ძალიან თუ გვენდომებოდა უნდა შევსულიყავით ნატოში... მერე ლიბერალიზმიც და სხვა ამდაგვარი იდეებიც არც ასე მწვავედ და მტკივნეულად იქნებოდა აღქმული ქართულ საზოგადოებაში და თავისთავად მოვიდოდა ქართულ შეგნებაში... (ომის პირობებში და უკიდურეს პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ გაჭირვებაში მდგომი ქვეყნის აყვავებას ლიბერალიზმით იწყებ შე დალოცვილო?) აი ეს იქნებოდა სწორი... მიშას საგარეო პრობლემები თუ არა საშინაო ეკონომიკურ - სოციალური პრობლემები მაინც უნდა გამოესწორებინა... რუსეთი ნამდვილად ამაში ვერ უშლიდა ხელს... საქართველო უნდა გადაექცია სოციალურად და ეკონომიკურად მიმზიდველ ქვეყანად... რაც მან ნამდვილად ვერ თუ არ შეძლო! ჩემის აზრით ჩვენ ამ ეტაპზე უნდა ავირჩიოთ ნეიტრალიტეტი, ამ ნეიტრალიტეტის დროის განმავლობაში უნდა შევძლოთ საქართველოს ეკონომიკურად, სოციალურად და სამართლებრივად გაძლიერება (რაშიც რუსეთი ნამდვილად ვერ შეგვიშლის ხელს) იმისათვის რომ ჩვენი მნიშვნელობა მსოფლიოს წინაშე გაიზარდოს და თვით რუსეთისთვისაც კი მთლიანი საქართველო უფრო ,,სასურველი'' პარტნიორი გახდეს ვიდრე ცალკეული აფხაზეთი... და შემდეგ ნამდვილად აღარ დაგვჭირდება არსად შეტენვა... თორემ ნატოში შესვლა თვითმიზანი არ არის... ნატო იყო უბრალოდ ვითომ საშუალება რუსეთის მარწუხებისაგან გავნთავისუფლებულიყავით მაგრამ ნატოსკენ ლტოლვამ ჩვენ პრობლემები კი არ მოგვიგვარა არამედ მოგვიტანა, ამ დროს შესვლა კი არ გამოგვივიდა!ჩვენი სიძლიერე დამოკიდებულია ამერიკაზე - დიდი შეცდომაა! ჩვენი სიძლიერე უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ ჩვენს შინაგან პოტენციალზე, შინაგან ფასეულობებზე და ჩვენს შინაგან სიძლიერეზე! რუსეთს საქართველო ძალიან სჭირდება სტრატეგიულად... საქართველო ერთადერთი ქვეყანაა კავკასიაში რომელსაც გააჩნია საზღვრები კავკასიის ნებისმიერ ქვეყანასთან და ხალხებთან... დაწყებული დაღესტანიდან დამთავრებული სოჩამდე... საქართველო არის კავკასიის ცენტრი და საქართველოდან იმართება სიტუაცია მთელს კავკასიაში... ნეიტრალიტეტი ოცნება კი არა რეალობაა და ამის განსახორციელებლად საჭიროა მხოლოდ პოლიტიკური ნება და არა კონკრეტულად ამერიკასთან (ნატოს არ ვუნდივართ) შეტენვა!ძალიან მესიამოვნა, რომ სწორად გამიგეთ და სწორად აგრძელებთ ჩემს აზრს!!იქნებ ამაზე შეგვექმნა ცალკე თემა და ყველას აზრი გაგვეგო.მითუმეტეს, რომ მოქმედების სრულიად დემოკრატიული და უმტკივნელო გზის შემოთავაზება მინდოდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 georgekh13 მე თანახმა ვარ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ეს ავტომატურად ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასაც და ყველანაირი თეორია და ჭორი თითქოს ნატო-ში ინტეგრაცია ნიშნავს ტერიტორიების საბოლოოდ დაკარგვას, არის რუსეთის ბინძური ჭორები და რუსეთი ამით გვაშინებს ეს როგორ?ეს როგორ და ნატო საქართველოს გამო იწყებს რუსეთის წინააღმდეგ ბირთვულ ომს! Nukriko მე თანახმა ვარ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ეს ავტომატურად ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასაცშენი თანხმობა არ ნიშნავს იმას რომ ნატოში გვიღებენ ანდაც უკვე მიგვიღეს... კარგად წაიკითხე ჩემი კითხვა... Gagi 67 ჩვენ არა ვართ ვალდებული რუსული ფე ეს ბეს მიერ დაწერილი უკაზებით ვპასუხბდეთ შეცდომიტ დასმულ ისტორიული დამახინჯებით წარმოდგენილ კითხვებს - არც ვართ ვალდებული და არც ვაკეთებთ... რა ხეირი მაგ სიჯიუტისგან? ვის დახმარებასღა ელოდება საქართველო... უცხოპლანეტელების??? უი ეს რა ვთქვი, უცხო პლანეტაზე ხომ ,,უცხო პლანეტელი'' ცხოვრობს! Saturn ამ თემის ავტორი არის ნოღაიდელისტ-ძიძიგურისტ-კუკავისტიაბა რა... მიშისტი ნაღდად არ ვიქნები.... მიშისტობას სატანისტობა მირჩევნია ამ ეტაპზე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 DATA TUTASXIA ბატონო გაგი ჩამოვხსენით რუსებს ნიღაბი და რა შედეგი მივიღეთ? რა დაგვიჯდა ეს თვალების ახელა ევროპისთვის? შედეგი როდის იქნება? პირდაპირ გეუბნებით თქვენი პოსტები არის ანტისახელმწიფოებრივი და მოღალატური.აბა რომელ ჭკუათმყოფელს მოუვა თავში ომი რუსეთთან.+100 ნატოშიც შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ [ 4 ] ** [19.05%]მდააა... ფსიქიატრიულში 4 პაციენტია კომპიუტერის ცოდნით... ეს კარგია! აი რა იცის მიშას მიერ დარიგებულმა ლეპტოპებმა! :irusha: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 Gagi 67 ეს მყრალი ჰომოსოვეტიკუსი გველაპარაკება NATO-ს ალტერნატივაზე?იმ ნახევარმკვდარი TAT-ივითგაუშვით დეე სიმყრალემ ზოგჯერ ტავი შეგვახსენოსგაგი შენი ფანკლუბი უნდა გავხსნა ფორუმზე :irusha: ისე რომელი ფორუმელი გადაურჩა შენ რისხვას? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
asds Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 Gagi 67 :irusha: ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ბატონო გაგი67იძულებული ვიქნები თქვენი ყველა პოსტი წავშალო, თუ შეურაცხყოფებს არ დაანებებთ თავს, არ გეკადრებათ გეთაყვა ამ წინა საარჩევნოდ უზრდელობა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
machkatela Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 მე ძველი დრო მინდა....სულ ძველი და ჯანდაბას, იყვნენ კომუნისტები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
nuaka Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ტერიტორიების დაბრუნების გეგმის ნიმუშიმოკრძალებით ვიტყვი ერთ აზრს:ტერიტორიების დაბრუნებას უპირველესად სჭირდება ნამუსიანი და პოლიტიკურად მოაზროვნე ხელისუფლება. ხელისუფლებაში -პატიოსანი,სამშობლოსმოყვარე (და არა მტერი) და კვალიფიციური პოლიტიკური კადრები. თუ ასეთი 50 (მინიმუმ30)ადამიანი მოიძებნება საქართველოში, მაშინ ის თავად შეიმუშავებს ტერიტორიების და სხვა რამის (მაგ. სინდისის, სამართლიანობის,კანონიერების და ა.შ) დაბრუნების გეგმასაც.თუ ასეთი ადამიანების ეს რაოდენობა არ მოიპოვება საქრთველოში, რომელსაც შესწევს ძალა ხალხთან სწორი თანამშრომლობით (არა მხოლოდ ლაქლაქით) შექმნას ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ფორმების გამოყენებით, მაშინ, მართლაც არ ვყოფილვართ სახელმწიფოდ საცნობი და ღირსი რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვიწოდებოდეთ.აკი ფორმალურად ვიწოდებით.რადგან რუსეთ ამერიკას ჰკიდია ჩვენი ბედი. ანუ მათზეა დამოკიდებული თუ ასეთი ჭკვიანები ვართ - და ყველა ფორუმზე იფრქვევა ჭკუა-გონების შადრევანი, მაშ რატომ ვართ ასეთ ცუდ დღეში?რატომ ვართ დღემდე სხვებზე დამოკიდებული? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 ვეფხვი, ვერ გავიგე ამ თქვენ პოსტში http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=267359მე რა შუაში ვარ? არც ციტატა არ მეკუთვნის და არც ციტირებული აზრი. ერთდროული თამაშის სეანსების ჩატარება ფორუმელებთან არაა ადვილი საქმე ვეფხვი, ვერ გავიგე ამ თქვენ პოსტში http://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=267359მე რა შუაში ვარ? არც ციტატა არ მეკუთვნის და არც ციტირებული აზრი. ერთდროული თამაშის სეანსების ჩატარება ფორუმელებთან არაა ადვილი საქმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 მე არ ვიცი, ობიექტურად რა შესაძლებლობები აქვს დღეს ჩემს ქვეყანას. მე არ მაქვს ინფორმაცია, რა კულუარული მოლაპარაკება მიმდინარეობს საქართველოს ხელისუფლებასა და გარე ძალებს შორის. ნატო ჩემთვის საშუალებაა და არა მიზანი. ხელისუფლების ადგილას ამ ეტაპზე ოფიციალურად ნეიტრალიტეტიდან ოდნავ ნატოსკენ გადახრილ განცხადებებს გავაკეთებდი. რეალურად კი ვეცდებოდი, კანონი და სამართალი დამემკვიდრებინა ქვეყნის შიგნით. ტერიტორიების დაბრუნების იმედი მაქვს და ვთვლი, რომ თუ იმედი გადავიწურე, მაშინ როგორი დიდი შანსიც არ უნდა არსებობდეს რეალურად, ეს შანსი ხელიდან გამისხლტება. სასოწარკვეთილება და უიმედობა რელიგიურადაც ცოდვად ითვლება. ასე რომ ერიც და ბერიც გვირჩევს, იმედი სულ ვიქონიოთ და გამოსავალი მუდმივად ვეძიოთ. ტერიტორიული საკითხები არასდროს წყდებიან ერთხელ და სამუდამოდ -- დაკარგულისთვისაც და დაბრუნებულის შენარჩუნებისთვისაც სულ უნდა იბრძოლო ( ბრძოლაში ძალადობას და ომს ყველაზე ნაკლებად ვგულისხმობ) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 (edited) nuaka თუ ასეთი 50 (მინიმუმ30)ადამიანი მოიძებნება საქართველოში,მაგას თუ შენ საქართველოში მოძებნი მაგარი ქართველი იქნები ნაღდად... GeoStream ვეფხვი, ვერ გავიგე ამ თქვენ პოსტშიhttp://planeta.ge/index.php?s=&showtop...st&p=267359მე რა შუაში ვარ? არც ციტატა არ მეკუთვნის და არც ციტირებული აზრი.ერთდროული თამაშის სეანსების ჩატარება ფორუმელებთან არაა ადვილი საქმედა მერ ესად ხარ შენ მანდ ნახსენები? Pompiero ამ ეტაპზე ოფიციალურად ნეიტრალიტეტიდან ოდნავ ნატოსკენ გადახრილ განცხადებებს გავაკეთებდი. რეალურად კი ვეცდებოდი, კანონი და სამართალი დამემკვიდრებინა ქვეყნის შიგნით.მაგას არ ვამბობ მეც? ნაცების ფანატები კიდევ აი ... გამწარებით მაინც თავს ურტყამენ ნატოს კარებს რითაც რეგულარურად აღიზიანებენ რუსეთს! არა და ზუსტადაც რომ რუსეთზე არის საქართველოს ბედი დამოკიდებული და არა ამერიკაზე და ნატოზე! ვერ მიხვდნენ ფანატები ამას! Edited May 19, 2010 by ვეფხვი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted May 19, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 (edited) ვეფხვი მაგას არ ვამბობ მეც? ნაცების ფანატები კიდევ აი ... გამწარებით მაინც თავს ურტყამენ ნატოს კარებს რითაც რეგულარურად აღიზიანებენ რუსეთს! არა და ზუსტადაც რომ რუსეთზე არის საქართველოს ბედი დამოკიდებული და არა ამერიკაზე და ნატოზე! ვერ მიხვდნენ ფანატები ამას!მე მგონია, მაინც ცოტა განსხვავებულს ვამბობ: მე არ ვიცი, რეალურად რა ხეირია ნატოსგან. ამიტომაც, ნაცებისგან განსხვავებით, შევეცდებოდი, ჯერ გადავმხტარიყავი, "ჰოპ" კი მერე დამეძახა ნატოს პრინციპული წინააღმდეგი სულაც არ ვარ. უფრო პირიქით რუსეთთან დათმობების სანაცვლოდ ტერიტორიების დაბრუნების კი აბსოლუტურად არ მჯერა. Edited May 19, 2010 by Pompiero Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ვეფხვი Posted May 19, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 19, 2010 Pompiero რუსეთთან დათმობების სანაცვლოდ ტერიტორიების დაბრუნების კი აბსოლუტურად არ მჯერა. ხოდა მაშინ:ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Pompiero Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთარავინ იცის -- კომუნიზმის მშენებლობის დასასრულს თუ მოვესწრებოდით, არც ეგ გვეგონა, მაგრამ ეჰე-ჰ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 20, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 20, 2010 მოკრძალებით ვიტყვი ერთ აზრს:ტერიტორიების დაბრუნებას უპირველესად სჭირდება ნამუსიანი და პოლიტიკურად მოაზროვნე ხელისუფლება. ხელისუფლებაში -პატიოსანი,სამშობლოსმოყვარე (და არა მტერი) და კვალიფიციური პოლიტიკური კადრები. თუ ასეთი 50 (მინიმუმ30)ადამიანი მოიძებნება საქართველოში, მაშინ ის თავად შეიმუშავებს ტერიტორიების და სხვა რამის (მაგ. სინდისის, სამართლიანობის,კანონიერების და ა.შ) დაბრუნების გეგმასაც.თუ ასეთი ადამიანების ეს რაოდენობა არ მოიპოვება საქრთველოში, რომელსაც შესწევს ძალა ხალხთან სწორი თანამშრომლობით (არა მხოლოდ ლაქლაქით) შექმნას ის მექანიზმები, რომელთა მეშვეობითაც ხელისუფლებაში მოვა პოლიტიკური ფორმების გამოყენებით, მაშინ, მართლაც არ ვყოფილვართ სახელმწიფოდ საცნობი და ღირსი რომ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ვიწოდებოდეთ.აკი ფორმალურად ვიწოდებით.რადგან რუსეთ ამერიკას ჰკიდია ჩვენი ბედი. ანუ მათზეა დამოკიდებული თუ ასეთი ჭკვიანები ვართ - და ყველა ფორუმზე იფრქვევა ჭკუა-გონების შადრევანი, მაშ რატომ ვართ ასეთ ცუდ დღეში?რატომ ვართ დღემდე სხვებზე დამოკიდებული?+++++++++++++ ჩემთვის პირადად ამერიკა, ნატო, ევროკავშირი, თუნდაც რუსეთთAნ ურთიერთობის დათბობაარაა მიზანი, არამედ საშუალება რომ წესიერი სახელმწიფო შევქმნათ,ერთ-ერთი საშუალება, თორემ ყველაფრის ხარჯზე ნატოში შესვლა იდიოტიზმია და არც მიგვიღებენ თუკი წესირი სახელმწიფო არ გვექნება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.