Jump to content
Planeta.Ge

ნატო ტერიტორიების სანაცვლოდ?


ნატო ტერიტორიების სანაცვლოდ?  

35 members have voted

  1. 1. თანახმა ხართ თუ არა საქართველო ნატო-ში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე?

    • კი
      5
    • არა
      11
    • ვერც ნატოში ვერ შევალთ და ვერც ტერიტორიებს ვერ დავიბრუნებთ
      14
    • ნატოშიც შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ
      6


Recommended Posts

ისე, ეს ნატოს უტკა ვის შემოაგდებინეს თავიდან, თუ გახსოვთ? ეგონებათ (და იქნებ არის კიდეც) ქართველბი იდიოტები აბა რა იქნება, ეგეთ დიშოვი რამეს რო ასე მარტივად ჭამენ. და თან რომ უხარიათ. ნატო არა ლამზირა
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ნატოშიც შევალთ და ტერიტორიებსაც დავიბრუნებთ [ 1 ] ** [10.00%]

 

არ ვიცოდი ფსიქიატრიულშიც თუ ჰქონდათ ინტერნეტი...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

მე თანახმა ვარ საქართველო გახდეს ნატოს წევრი და ეს ავტომატურად ნიშნავს ტერიტორიულ მთლიანობის აღდგენასაც

 

ხოდა ჯერ შედი ნატოში და მერე ილაპარაკე ტერიტორიების დაბრუნებაზე... ნატოში შესვლის პერსპექტივა ამ მდგომარეობით გააქს? შენ რა გინდა და რაზე ხარ თანახმა დიდს არაფერს ნისნავს და რეალობიდან შორსაა...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ფაქტები:

 

1. NATO-ს წესდება არ ზღუდავს ახალ წევრებად იმ ქვეყნების მიღებას, რომლებსაც გააჩნიათ სხვა ქვეყნის მიერ ოკუპირებული ტერიტორიები! აქ ზემოთ დემაგოგიური ტუილებით ნახსენები ე.წ. "კონფლიქტები" (ეს საქართველო-რუსეთის ომია), ან ეგრეთწოდებული "ტერიტორიული პრობლემები" საქართველოში არ არსებობს და არც არსებობდა უწინ.

 

2. ცხინვალის რეგიონისა და აფხაზეთის ტერიტორიები ცნობილია, როგორც საქართველოს სახელმწიფოს შემადგენელი ტერიტორიები გაეროს მხრიდან, ასევე მსოფლიოს უმეტესი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სახელმწიფოებისა, გარდა ნაურუ,რუსეთი,ვენესუელა,ნიკარაგუასი

 

3. ნაურუ, რუსეთი, ვენესუელა, ნიკარაგუა, ჰეზბოლლაჰ და სხვა მცირერიცხოვანი პოლიტიკური სუბიექტების მოსაზრებანი და პოლიტიკური ქმედებანი არ შეიძლება ჩაითვალოს მსოფლიოს ცივილირებული სახელმწიფოებისათვის აუცილებელ დირექტივად. უმრავლესი სახელმწიფო და უმრავლესი საერთაშორისო ორგანიზაცია არ ცნობს ტოტალიტარული რეჟიმების მქონე სამიოდე ნახევარგანვითარებული სახელმწიფოს პოლიტიკურ განაცხადს, როგორც საკუტარი საგარეო პოლიტიკისატვის აუცილებლად მისაღებ და შესასრულებელ დოქტრინად.

 

4.საქართველოს ტერიტორიები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საერთაშორისო სახელმწოდებით ოკუპირებულია უცხო სამხედრო ძალით და ბაზებით. ხოლო საქართველო არა ის ქვეყანაა რომელსაც გააჩნია ტერიტორიული პრობლემები-კონფლიქტები რუსეთთან აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სახით, საქართველოს აქვს რუსეთისაგან ოკუპირებბული ტერიტორიები!

 

5.NATO, განსხვავებით რუსული იმპერიალისტური სისტემისა, ნებაყოფლობით აერთიანებს სახელმწიფოებს და მათ გაწევრიანების ზღვარსაც კი აწესებს NATO-ში შემსვლელი სახელმწიფოებსათვის! საქართველო NATO-ში გაწევრიანების დროს საჭიროა საქართველომ მიაღწიოს იმ სტანდარტებს, რამაც უნდა დააკმაყოფილოს NATO.

 

6.საქართველოს განვითარება და მისი სახელმწიფოებრივი არსებობა შესაძლებელია მხოლოდ რუსეთთან მისი სტრატეგიული დისტანცირების შემთხვევაში, რადგან ადრე რუსეთისადმი საქართველოს მიერ დაახლოების პოლიტიკამ და პრორუსული საშინაო-საგარეო პოლიტიკის წარმართვამ ათჯერ მეტი ზიანი მოუტანა საქართველოს, ვიდრე რუსეთისაგან საქართველოს გამიჯვნის პერიოდში.

 

7. საქართველოს სახელმწიფოებრივ არსებობას რუსეთთან დისტანცირების შემთხვევაში გაცილებთ ნაკლები ზიანი ადგება, ვიდრე მასთან რაიმე პირდაპირი დიპლომატიური ურთიერთობის პირობებში, რომლის დროსაც საქართველოს მოუწევდა ეღიარებინა საკუთარ ტერიტორიაზე უცხო სახელმწიფოს დიპლომატიური წარმომადგენლობის არა ერთი, არამედ სამი სრულადმოფუინქციონირე დაწესებულების რეჯიმში არსებობა. საქართველო ვერ შეეგუება მის ტერიტორიაზე სამი და მეტი საელჩოს არსებობას!

 

8.რუსეთი არასოდეს იცავდა საქართველოსთან დადებულ ორმხრივ ხელშეკრულებებს. ამ ისტორიულად ყოველთვის დამტკიცებული ფაქტის გათვალისწინებით, საქართველოს მიერ კვლავ პრორუსულმა კურსმა შეუძლია გაცილებიტ მეტი ზიანი მიაყენის საქართველოს, ვიდრე ამ ურთიერთობების მხოლოდ საერთაშორისო დამკვირვებელთა და მონიტორინგის საშუამავლო სისტემის განხორციელების დროს.

 

8. საქართველოს რუსეთთან დისტანცირება სავსებით რეალურია საერთაშორისო სადამკვირვებლო და საშუამავლო ინტიტუტის გაძლიერებით, ოკუპირებული ზინების გასწვრივ განტავსებული ამჟამინდელი ევროკავშირის დამკვირვებელთა მცირე ჯგუფებიც კი წარმოადგენენ რუსული აგრესიის შეკავების ამჟამდ არსებულ ყველაზე ეფექტურ მექანიზმს.

 

9. NATO-ში გაწევრიანება უნდა ემსახურებოდეს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას.

თუ საქართველოს სახელმწიფოებრივი უსაფრთხოება აღმოჩნდება საფრთხის ქვეშ პრო-NATO-ური პოლიტიკის გამო, საქართველოს ყოველთვის აქვს უფლება დატოვოს ევროატლანტიკური გავლენის არეალი. ამჯამად კი საქართველოს პროევროატლანტიკურმა პოლიტიკამ ტავს აგვარიდა რუსული აგრესიის იმ გაათმაგებული და საშინელებით მარტო გადატანა, რასაც შემტხვევა ქონდა გასული საუკუნის 90-იანი წლების პერიოდში აფხასზეთში მიმდინარე საქართველო-რუსეთის ომის.

 

10. ძალითა და შანტაჟით შექმნილ СНГ,ШОС, ОДКБ,МЕЖГОСУДАРСТВЕННЫЙ ТАМОЖЕННЫЙ СОЮЗ სხვა რუსულ გაერთიანებებში არ არსებობს წევრ სახელმწიფოების უსაფრთხოების რეალური გარანტიები.,

 

11.რუსეთის ფედერაციის მიერ შექმნილი არცერთი გაერთიანება არ იძლევა სახელმწიფოებრივი სტაბილურობის მინიმალურ გარანტიასაც კი , ამიტომაც СНГ,ШОС, ОДКБ,МЕЖГОСУДАРСТВЕННЫЙ ТАМОЖЕННЫЙ СОЮЗ И ПРОЧЬЯ РУССКИЕ НАСИЛСТВЕННЫЕ СОЮЗЫ -ში გაწევრიანებული სახელმწიფოები ვასალურ და მუდმივი პოლიტიკურ-ეკონომიკური საფრთხის ქვეშ არსებობენ. პრორუსული ძალისმიერი გაერთიანებები ემსახურება მარტო რუსულ ევრ-აზიული იმპერიალისტური პოლიტიკის გატარებას, რაც უმეტეს შემთხვევაში, ანგრევს მისი წევრ-სახელმწიფოების პოლიტიკურ-ეკონომიკურ სტაბილურობას.

 

 

 

 

 

 

გისვამთ კითხვებს:

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ქონდეს სახელმწიფობრიობა?

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა?

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ქონდეს ევროატლანტიკური კურსი და დემოკრატიული განვითარების დასავლური მიმართულება?

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერიტორიების დაბრუნების გეგმის ნიმუში

 

ერთ ფაქტს შეგახსენებთ: 2008 წლის აგვისტოში ხელმოწერილ იქნა ე.წ მედვედევ-სარკოზის ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე.

თუმცა, ამის შემდეგ საზავო ხელშეკრულება რუსეეთ-საქართველოს ან ყოფილ ანკლავებსა და საქართველოს შორის არ დადებულა, რაც

იმას ნიშნავს, რომ სამივე სუბიექტთან ჩვენ დღეს პასიურ საომარ ვითარებაში ვომყოფებით.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Gagi 67

 

საიდან ასეთი ტენდენციური და პროპაგანდისტული სტატია???

მაგ კანონები წააკითხე ნატოს... და თუ მაგარი ხარ დააძალე მაგის შესრულება საქართველოსთან მიმართებაში...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვიცით ერთი მოწინააღმდეგე სუბიექტი -რუსეთი და ერთი საპირისპირო მხარე რუსეთი, დანარჩენი არ არსებობს რეალობაში. ისე ამ ვირტუალურ ვითომ სუბიექტებს - კრეტინ ქურდბაცაცა კოკით-ბაგაფშს რევაზოვიჩ შენი თავი მიათვალე?

ხოო აი ეგ კი დაგავიწყდა...

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

გისვამთ კითხვებს:

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ქონდეს სახელმწიფობრიობა?

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისა?

თანახმა ხართ თუ არა საქართველოს ქონდეს ევროატლანტიკური კურსი და დემოკრატიული განვითარების დასავლური მიმართულება?

 

ეგ ყველაფერი სურვილია და არა რეალობა...

 

დღეს დღის წესრიგში დგას შემდეგი კითხვა:

თანახმა ხართ თუ არა საქართველო ნატო-ში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე?

თუ არ ხართ თანახმა მაშ მეორე ვარიანტის და მიხედვით როგორ აპირებთ ამ ტერიტორიების დაბრუნებას?

ოღონდ გთხოვთ პასუხი იყოს ყოველგვარი: ,,თუ შევედით" ,,უნდა შევიდეთ", ,,რომ შევალთ'', ,,როცა შევალთ'', ,,ნატო გამონაკლისებს დაუშვებს", ,,ალბათ", ,,თუ", ,,ოდესმე", და ასე შემდეგ...

 

Gagi 67

ანუ შენ თანახმა ხარ საქართველო ნატო-ში შევიდეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჩვენ არა ვართ ვალდებული რუსული ფე ეს ბეს მიერ დაწერილი უკაზებით ვპასუხბდეთ შეცდომიტ დასმულ ისტორიული დამახინჯებით წარმოდგენილ კითხვებს -

 

თანახმა ხართ თუ არა ამ ”ვეფხვის” შეცდომით და ისტორიული ფაქტების დამახნიჯებით წარმოდეგნილ კითხვებს გასცეთ პასუხი?!

 

თანახმა ხართ თუ არა შეეთრიოთ რუსულ ციხეში - СНГ,ШОС, ОДКБ,МЕЖГОСУДАРСТВЕННЫЙ ТАМОЖЕННЫЙ СОЮЗ И ПРОЧЬЯ РУССКИЕ НАСИЛСТВЕННЫЕ СОЮЗЫ -ში ?

----------------------------------------------------------------------

ოღონდ გთხოვთ პასუხი იყოს ყოველგვარი: ,,თუ შევედით" ,,უნდა შევიდეთ", ,,რომ შევალთ'', ,,როცა შევალთ'', ”СНГ,ШОС, ОДКБ,МЕЖГОСУДАРСТВЕННЫЙ ТАМОЖЕННЫЙ СОЮЗ И ПРОЧЬЯ РУССКИЕ НАСИЛСТВЕННЫЕ СОЮЗЫ დაუშვებს ჩვენს სახელმწიფოებრივ არსებობას, ან საერთოდ ქართველების დესუვერენიზაციის შეჩერებას", ,,ალბათ", ,,თუ", ,,ოდესმე", და ასე შემდეგ , ამეების გარეშე. რუსი არასოდეს იტყვის უარს ჩვენს ქართულ ერის არალეგიტიმიურად გამოცხადებასა და მინგრელიას, სვანეტიას, ადჟარიას, იმერეტიას, დჟავაკხიას, კახეტიას, პანკისიისკის ნეზავისიმი ღოსუდარტვების ჩამოყალიბებაზე უარს.

Edited by Gagi 67
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დროებით პირი ვიბრუნოთ რუსეთისკენ რაც გამთლიანების, განვითარების და სტაბილურობის შანსს მაინც მოგვცემს!

ავოიეეეეეეე :suicide2: აბა ვიბრუნეთ ყველამ ერთად, ერთი, ორი და სააააააამიიიი http://s17.rimg.info/4891242e7895b3f8beedd2ecf16653fe.gif

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ეხლა ეს შენი ფე ეს ბეს მიერ დაკვეთილი კითხვარი რომელიც უმსგავსოდ ტყუილებზეა შედეგნილი გატრუპული აგდია და მე წავედი... თქვენ დაუნახვავამდე, შორეულად ბრძანდებოდეთ.
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ტერიტორიების დაბრუნების გეგმის ნიმუში

საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება დღეს არ არის პრიორიტი პოლიტიკურის სპექტრისათვის და არსებობს სამაგისოდ საჭირო გეგმა.

შემოგთავაზებთ დაკარგული ტერიტორიების დაბრუნების გეგმის ერთ–ერთ ნიმუშს, რომელიც რა თქმა უნდა დამატებას და შესწორებას არ გამორიცხავს.

 

საქართველოს დაკარგული ტერიტორიების დაბრუნება, შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე უნდა განხორციელდეს ეტაპობრივად, მიახლოებით 10 – 15 წლიანი სამოქმედო გეგმით.

 

ამ გეგმის განხორციელებისათვის უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს საერთაშორისო მდგომარეობა, განსაკუთრებით რუსეთის ფაქტორი და აქედან გამომდინარე მიღებულ იქნას ოფიციალური გადაწყვეტილება:

 

ა). საქართველომ ტეერიტორიების დაბრუნების პირველ ეტაპზე უნდა გადადოს რომელიმე სამხედრო სტრუქტურაში გაერთიანების სურვილი (ნატო);

 

ბ). მიღებულ უნდა იქნას ოფიციალური დოკუმენტი სამხედრო ძალის არგამოყენების თაობაზე.

 

გ). რუსეთ საქართველოს ურთიერთობების აღდგენის აუცილებლობის პრიორიტეტი;

 

დ). საერთაშორის მაშტაბით სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის არცნობის გარანტიების მიღება;

 

ე.) საქართველოს მოქალაქეებისათვის ევროპაში მიმოსვლის გამარტივებული რეჟიმის მიღწევა.

 

 

 

აფხაზეთისა და სამაჩაბოლოს საქართველოს იურისდიქციის ქვეშ დაბრუნება უნდა გაიყოს 5 ეტაპად:

 

1. მოსამზადებელი ეტეპი (2 წელი):

 

ა). რუსეთთან ურთიერთობის აღდგენა;

ბ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს დეფაქტო ხელისუფლებასთან ურთიერთობის აღდგენა;

გ). საერთაშორისო ორგანიზაციების შუამდგომლობა;

დ). აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში თავისუფალი მიმოსვლის აღდგენა;

ე. სეპარატისუტლი რეგიონების მოსახლეობისათვის საქართველოს ტერიტორიაზე

მუშაობის უფლება განურჩევლივ მოქალაქეობისა.

 

2. ეკონომიური ზეგავლენა (7 – 8 წელი). რუსეთის ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე, მოსალოდნეია ამ რეგიონებში მუდმივი ეკონომიური კრიზისი, რაც საქართველოს აძლევს დიდ უპირატესობას. ამ ეტაპზე ფინანსების დაბანდება უნდა მოხდეს არა თვით რეგიონში, არამედ მოსაზღვრე რეგიონებში ქართლში და სამეგრელოში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა იქნას გამახვილებულ ზუგდიდსა და გორიში:

 

ა). თავისუფალი ეკონომიური და სავაჭრო ზონები გორისა და ზუგდიდის რაიონში;

ბ). კაპიტალის დაბანდება და ინვესტორბის მოწვევა;

გ). ქარხნების მშენებლობა და სამუშაო ადგილების მაქსიმალურად დიდი

რაოდენობით შექმნა.

დ). სავაჭრო ზონების შექმნა;

ე). რეგიონებიდან შემოსული მუშების შეღავათიანი სამედიცინო დაზღვევა.

 

3. ეკონომიური ესპანსია აფხაზეთისა და სამაჩაბლოს რეგიონებში (4 – 5 წელი), რომელიც ითვალისწინებს ქართველი ბიზნესმენების ეკონომიკურ მხარდჭერას:

ა). უპროცენტო კრედიტების გაცემა;

ბ.) პროდუქციის რეალიზაციის დახმარება.

 

4. მესამე ეტაპის განხორციელების შუა პერიოდიდან, პრპაგანდისტული მუშაობა სეპარტისტულ რეგიონებში (2 წლი მესამე ეტაპიდან + 2 წელი):

 

ა). მედია საშუალებების პრპაგანდის დაფინანსება;

ბ). კულტურული ღონისიებების დაფინანსება;

გ) ინდივიდუალური მუშაობის დაფინანსება.

 

5. ბოლო ეტაპი რეფერენდუმის მოწყობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების თაობაზე.

არსებობს ბევრად უბრალო და ბევრად ეფექტური გზა. სულ ორი ნბიჯი უნდა გადავდგათ, მაგრამ... რათ გვინდა ეს ყველაფერი? 18 წლის ბავშვის დასახმარებლათ თითის განძრევა კი არა, ხმის ამოღებაც გვეშინია(გვეზარება). აბა თუმანის საქმეს ვერ ვართმევთ თავს და მილიონ დოლარის საქმეზე ვმსჯელობთ თავგამოდებით. :ემოციებსნუმომკითხავთსმაილი:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...