Jump to content
Planeta.Ge

ჩვენი პოლიტელიტის გამხელილი ქონება


Recommended Posts

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე ბევრი "ძვირიანი" საჩუქარი, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატმა როლანდ კემულარიამ მიიღო.

 

კერძოდ, როლანდ კემულარიამ, დიშვილისგან, ლაშა დარასელიასგან საჩუქრად მიიღო სანადირო თოფი "ფრენჩი", რომლის ღირებულება 3500 დოლარია. ამასთან, კემულარიას ბიძაშვილმა, კორნელი კემულარიამ 3000 დოლარიანი სანადირო თოფი "მერკერი" აჩუქა; ძმამ, კონტანტინე კემულარიამ - 1500 დოლარიანი პისტოლეტი "პარაბელოინი"; მამიდაშვილმა მერაბ გერგაიამ – პისტოლეტი "ნაგანი", რომელიც 500 დოლარი ღირს, ხოლო დეიდაშვილმა თამაზ ბასილაიამ როლანდ კემულარიას 1000 დოლარიანი პისტოლეტი "ჩეზე75" ”უსახსოვრა”.

 

ამასთან, როლანდ კემულარია 2007 წლის გამოშვება ავტომანქანა ტოიოტა პრადოსთან ერთად, 1957 წელს გამოშვებული გაზ 69-ის მფლობელიც არის.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 67
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს ყველაზე ბევრი "ძვირიანი" საჩუქარი, საკანონმდებლო ორგანოში, დეპუტატმა როლანდ კემულარიამ მიიღო.

 

კერძოდ, როლანდ კემულარიამ, დიშვილისგან, ლაშა დარასელიასგან საჩუქრად მიიღო სანადირო თოფი "ფრენჩი", რომლის ღირებულება 3500 დოლარია. ამასთან, კემულარიას ბიძაშვილმა, კორნელი კემულარიამ 3000 დოლარიანი სანადირო თოფი "მერკერი" აჩუქა; ძმამ, კონტანტინე კემულარიამ - 1500 დოლარიანი პისტოლეტი "პარაბელოინი"; მამიდაშვილმა მერაბ გერგაიამ – პისტოლეტი "ნაგანი", რომელიც 500 დოლარი ღირს, ხოლო დეიდაშვილმა თამაზ ბასილაიამ როლანდ კემულარიას 1000 დოლარიანი პისტოლეტი "ჩეზე75" ”უსახსოვრა”.

 

ამასთან, როლანდ კემულარია 2007 წლის გამოშვება ავტომანქანა ტოიოტა პრადოსთან ერთად, 1957 წელს გამოშვებული გაზ 69-ის მფლობელიც არის.

 

http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1

 

 

2013 წლისთვის ემზადებიან. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მამიდაშვილმა მერაბ გერგაიამ – პისტოლეტი "ნაგანი", რომელიც 500 დოლარი ღირს,

ამან ყველაზე იაფიანი რატომ აჩუქა..??

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზოგი იმისთანაა, გული გაგისკდება, ზოგზე გული დაგეწვება..... მართლა "მჭამელებს" ისე აქვთ დეკლარაციები შევსებული, შეგეცოდებიან
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დეპუტატ დავით ჭავჭანიძის უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ ორი ავტომანქანა შეადგენს

”ინტერპრესნიუსი” თქვენს მობილურში

16 / 05, 2010 17:23

Print

Font size:

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ხონის მაჟორიტარი დეპუტატის, დავით ჭავჭანიძის უძრავ-მოძრავ ქონებას მხოლოდ ორი ავტომანქანა შეადგენს.

ჭავჭანიძეს ქონებრივ დეკლარაციაში უძრავი ქონების გრაფაში არაფერი აქვს მითითებული. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ჭავჭანიძეს უძრავი ქონება არც გასული წლის ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ჰქონდა.

თუმცა, გასული წლის დოკუმენტისგან განსხვავებით, ჭავჭანიძე ერთის ნაცვლად, უკვე ორი მანქანის მფლობელია – 1995 და 1996 წელს გამოშვებული BMW-ების.

დავით ჭავჭანიძეს, რომელიც სამი შვილის მამაა, მხოლოდ ორი საბანკო ბარათი აქვს, ერთი სახელფასო და ერთიც - საკრედიტო.

 

 

ახალგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დევი ოვაშვილმა სარემონტო სამუშაოებისთვის მილიონი ევრო დახარჯა

”ინტერპრესნიუსი” თქვენს მობილურში

16 / 05, 2010 15:55

Print

Font size:

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ახალგორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დევი ოვაშვილმა სარემონტო სამუშაოებისთვის გასული წლის განმავლობაში მილიონი ევრო დახარჯა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" დევი ოვაშვილმა განუმარტა, აღნიშნული თანხა დაიხარჯა როგორც მისი და მისი ნათესავების ბინების გარემონტებაში, ისე ახალგორიდან დევნილი ოჯახების სახლების რემონტში.

დევი ოვაშვილი ხუთი შვილის მამაა და თბილისში ერთ საცხოვრებელ ბინას ფლობს, ასევე, მიწის ნაკვეთი აქვს დაბა ურეკში და მცხეთის რაიონის სოფელ ქსოვრისში. მის მეუღლეს კი თბილისში ერთი საცხოვრებელი ბინა და ორი მიწის ნაკვეთი აქვს.

ოვაშვილების ოჯახის ფასიანი მოძრავი ნივთი 70 ცალი ფერწერული ტილოა. ახალგორის მაჟორიტარი დეპუტატი ასევე ფლობს აქციებს სააქციო საზოგადოებაში "გლდ"; "კედარი"; "სკა კაპიტალი" და "ბსკ".

დეპუტატს, მიუხედავად დევნილებისა და ნათესავების საცხოვრებლების გარემონტებისა, დეპოზიტზე ნახევარ მილიონ ევროზე მეტი კიდევ აქვს, ნაღდი ფული კი დეკლარაციის შევსებისას, მხოლოდ 20 ათასი ლარი ჰქონდა. ამას გარდა, ოვაშვილს მილიონ ნახევარ დოლარზე მეტი სხვადასხვა ფიზიკურ პირებზე გასესხებულიც აქვს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, უმრავლესობის წევრ დეპუტატ დილარ ხაბულიანის ბანკთან ურთიერთობა, მხოლოდ სახელფასო ხაზით შემოიფარგლება.

ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, ხაბულიანს არც ფასიანი ქაღალდები აქვს, არც ანაბარი, არც დეპოზიტი და ბანკში არც სხვა მიმდინარე ანგარიში. ხაბულიანი არც რომელიმე საწარმოს საქმიანობაში მონაწილეობს, გასული წლის მანძილზე არც რაიმე ისეთი ხელშეკრულება დაუდიდა, რომლის საგნის ღირებულება 3000 ლარს აღემატება და არც 1500 ლარზე მეტი შემოსავალი და ან გასავალი ჰქონია. Dდილარ ხაბულიანს არც 500 ლარზე ძვირიანი საჩუქარი მიუღია.

რაც შეეხება ხაბულიანის ოჯახის უძრავ-მოძრავ ქონებას, დეკმარაციის მიხედვით, ხაბულიანის საკუთრებაში საცხოვრებელი ბინა არ აქვს და ის მხოლოდ 300 კვ.მ მიწის ნაკვეთს ფლობს თბილისში, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირზე. Mმოძრავი ნივთი კი, რომლის ღირებულებაც 10 ათას ლარს აღემატება, ასეთი ხაბულიანს მხოლოდ ავტომანქანა, 1978 წლიანი მერსედესი ჰყავს.

დეკლარაციაში, საჯარო მოხელემ მისი და მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული ნაღდი ფულადი თანხაც უნდა მიუთითოს, რომელიც 4 ათას ლარს აღემატება. Aაღნიშნულ გრაფაში ხაბულიანს მითითებული აქვს, რომ მის საკუთრებაში 1000 ლარია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ერძოდ, როლანდ კემულარიამ, დიშვილისგან, ლაშა დარასელიასგან საჩუქრად მიიღო სანადირო თოფი "ფრენჩი", რომლის ღირებულება 3500 დოლარია. ამასთან, კემულარიას ბიძაშვილმა, კორნელი კემულარიამ 3000 დოლარიანი სანადირო თოფი "მერკერი" აჩუქა; ძმამ, კონტანტინე კემულარიამ - 1500 დოლარიანი პისტოლეტი "პარაბელოინი"; მამიდაშვილმა მერაბ გერგაიამ – პისტოლეტი "ნაგანი", რომელიც 500 დოლარი ღირს, ხოლო დეიდაშვილმა თამაზ ბასილაიამ როლანდ კემულარიას 1000 დოლარიანი პისტოლეტი "ჩეზე75" ”უსახსოვრა”.

newstudio

 

აბა, დანძრევიათ რუსებს და ვერ გაუგიათ :music2:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

როლანდ კემულარიამ

 

მე, დედით და მამით, ორივე ბაბუითა და ორივე ბებიით, ოთხივე დიდი ბაბუითა და ოთხივე დიდი ბებიით მეგრელი (ერთი დიდი ბებია ხონელი იყო, მაგრამ მეგრული გვარი ჰქონდა - ქობალია) ვაცხადებ: მეგრელების პარლამენტში ყოფნაზე მარატორიუმი უნდა დაწესდეს ასე, 5 წლით. (თბილისელი მეგრელები არ იგულისხმება!!!)

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჰმ...ნაგანიო... :suicide2:

ქურდია ეგ ჩემისა? გილზებს არ ტოვებს და რამე. წინ უდევს უბეში და ისე დააქ უეჭველი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ქურდია ეგ ჩემისა?

გულში მაინც შავს აწვებიან ეგენი, ღიად არ ამბობენ. ერთი პოლიციის შეფი გათიშული მთვრალი კაჩაობდა ქურდი ვარო.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

mtidan

 

რა ვიცი, ერთი ძმაკაცი მყავს, რიგითი პოლიციელია და ოფიციალური საყვედური მხოლოდ იმის გამო აარტყეს შუფუტინსკის რატო უსმენო. მიზეზად დისციპლინარული გადაცდენა თუ რაღაც ეგეთი ჩაუწერეს არ ვიცი. კაროჩე ერთხელ რო მივიდა სამსახურში მანქანით შუფუტინსკი ქონდა ჩართული და უფროსმა მაგას რა პონტში უსმენ ძველი ბიჭი ხარო? პოლიციელები მაგას არ უსმენენო. მეორე დღეს მივიდა ისევ მაგას უსმენდა და მე რა გითხარი შენ მაგას ნუ უსმენო, გატრიალდა და 5 წუთში გაუშვანშვალა საყვედური.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ქურდების ადგილას ვაკუუმი რომ არ დარჩენილიყო თვითონ შეავსეს. წილები მაგათ ხელში გადავიდა. სამარშუტოებს ლაშა რუსტავსკი უყურებდა ახლა ეგენი და ა.შ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...