GeoStream Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 თბილისიდან 60 კილომეტრში ოსებმა ჩემზე 2 წლით უმცროსი, 18 წლის გოჩა ბერიანიძე გაიტაცეს. http://presa.ge/index.php?text=news&i=10872 გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან 18 წლის გოჩა ბერიანიძე გაიტაცეს 16:38 14.05.2010 [ინტერპრესნიუსი] გორის რაიონის სოფელ ბერშუეთიდან 18 წლის გოჩა ბერიანიძე გაიტაცეს. როგორც ბერიანიძის ახლობლები აცხადებენ, გოჩა ბერიანიძე ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა მაშინ გაიტაცეს, როდესაც ტყეში შეშას ჭრიდა.მათივე განცხადებით, ბერიანიძე მკურნალობდა, მხარზე ნაოპერაციები ჰქონდა. ბერიანიძე გუშინ გაუჩინარდა. აჰა გამიტაცეს და რას იზამთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 მოვაწყოფთ ამის გამო კი არ ხარ ღირსი რო ვინმემ გიშველოს მარა ჯერ ის მითხარი პოლში და აქაც სერიოზული პასუხი გინდა რო დავაფიქსირო თუ პირველი? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
გიორგი68 Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 (edited) მიშა ჩამოვა და ის(ხელისუფლება) გიშველის [ 1 ] [100.00%] :Dერთი სეკითხვა აკლია პოლს..პადოშა მოვა და შენს მაგივრად ჩაჯდება.. Edited May 16, 2010 by გიორგი68 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
mtidan Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream აჰა გამიტაცეს და რას იზამთ?გვახსოვდეს განმუხურში მიშამ როგორ ივაჟკაცა, ჩამოვა ცხინვალშიც და მწარედ ანანებს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 მოვაწყოფთ ამის გამო კი არ ხარ ღირსი რო ვინმემ გიშველოს მარა ჯერ ის მითხარი პოლში და აქაც სერიოზული პასუხი გინდა რო დავაფიქსირო თუ პირველი? თქვენი პასუხი უკვე გავიგე. არავის არ გადარდებთ ის 18 წლის ბავშვი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream აჰა გამიტაცეს და რას იზამთ?ორს მოვიტაცებთ იქიდან და შემდეგ გადაგცვლით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream თქვენი პასუხი უკვე გავიგე. არავის არ გადარდებთ ის 18 წლის ბავშვი.თემის არსი ვერ გავიგე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream თემის არსი ვერ გავიგე:მწარემწარეღიმილისსმაილი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream :მწარემწარეღიმილისსმაილი:იმის თქმა თუ გინდა, დაუცველები ვართ თქო..ახალი არაფერია... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 რა ვერ გაიგეთ კაცო, ადამიანია გატაცებული. ჩვენ კიდევ ვძერწავთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
McLaren Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream თქვენი პასუხი უკვე გავიგე. არავის არ გადარდებთ ის 18 წლის ბავშვი.ბოსნიის ომის დროს ერთ ერთი ქალაქის ერთ ერთ ხიდზე ყოველ საღამოს მოდიოდნენ სატვირთო მანქანები და საბარგულიდან ცხედრებს ყრიდნენ მდინარეში. ამას იქვე მცხოვრები მოსახლეობა საკუთარი ფანჯრებიდან აკვირდებოდა. ალბათ ადარდებდათ ეს ამბავი, მაგრამ იმის შიშით, ამ საბარგულში ერთ საღამოს თვითონ არ აღმოჩენილიყვნენ, დუმდნენ და ჩუმად ადევნებდნენ ამ ყველაფერს თვალს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 asesino_141 რა ვერ გაიგეთ კაცო, ადამიანია გატაცებული. ჩვენ კიდევ ვძერწავთ.დავაზუსტებ..უნდა ვივიშვიშოთ? აბა სახელმწიფო რისთვისაა, თუ არა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 asesino_141 დავაზუსტებ..უნდა ვივიშვიშოთ? აბა სახელმწიფო რისთვისაა, თუ არა ადამიანების უსაფრთხოების დაცვა?საქმეც მაგაშია, მხოლოდ ვვიშვიშებთ. ის კი არ გვესმის, რომ სახელმწიფო ყველა ჩვენ ვართ. (ჩემ თავზეც ვამბობ, თქვენ კი არა გლანძღავთ ყველას) სახელმწიფო მიშა არაა მხოლოდ, ისიც ნაწილია ჩვენსავით და ზუსტად იგივე წილით ვართ ჩვენ ჩვენი სახელმწიფოს უმოქმედობაში დამნაშავეები, როგორც მიშა და მიშისტები. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 16, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream ორს მოვიტაცებთ იქიდან და შემდეგ გადაგცვლით.პირადოვნულად ალბათ უნდა კმაყოფილი დავრჩენილიყავი ესეთი "თავგანწირვით", მაგრამ...1. იქნებ ოსებმა მე(გოჩა ბერიანიძე) გამიტაცეს ადრე გატაცებული (თქვენს მიერ) ოსის საზღვაურად?2. ჩემს მერე რომ ჩემს (გოჩა ბერიანიძის) თანასოფლელებს, თანატოლებს, ნათესავებს გაიტაცებენ იმ 2 (თქვენ რომ მპირდებით) ოსის სანაზღაუროდ, მე როგორ შევხედო ვინმეს თვალში?3. არის დიდი ეჭვი იმისა, რომ ეს ურთიერთ გატაცებები არის ორივე მხრიდან პოლიციელების ბიზნესი (არც კი ვიცი როგორი ცმაილი დავსვა აქ) იქნებ იმ 1-ს (ჩემი) დაცვა სჯობდეს, 2 ოსის გატაცებას?მართალია ხარჯიანია, არაა შემოსავლიანი, მაგრამ ადამიანურია და სამართლიანი! როდის დაიცავთ ქართველებს საკუთარ სახლებში, საკუთარ სოფლებში? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 16, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 16, 2010 GeoStream კარგი რა ჯეოსთრიმ რა... არ გვადარდებს რა შუაშია? ჩვეულებრივ მოქალაქეს მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არა აქვს ბერკეტი რომ გამოაშვებინოს...მაქსიმუმ მილიონერი რო ვიყოთ რომელიმე, ჯობეზე გაგვეკრა ხელი და ფული მიგვეცა რო გამოეშვათ. ეგეთ საკითხებს ოფიციალური პირები წყვეტენ.აქციების მოწყობაზე გამეღიმა. სად უნდა მოაწყო აქცია, ცხინვალის იზოლიატორთან? თუ პარლამენტის წინ უნდა დადგე და აქედან დაიწყო ტრაფარეტული " მოვუწოდებთ ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დაუყოვნებლიც მიმართონ ყველა ზომას, რათა..." ამის შედეგი არის ყოველთვის ზერო.იმედია ოჯახი მიმართავდა უკვე პოლიციას ან სხვა შესაბამის ორგანოებს და ისინი გადასცემდნენ ჰამერბერგს, შვეიცარიის საკონსულოს და ა.შ. თუ არ გაუკეთებიათ, მიმართონ შსს-ს, ადგილობრივ გამგეობებს და აცნობონ. მე მაქსიმუმი რაც შემიძლია გავაკეთო მივიდე და ვაცნობო ამ ფაქტის შესახებ შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახალხო დამცველს, სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას. რას გვეჩხუბები და რას ითხოვ ჩვენგან კაცო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.