ძუკუ Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 shamili უნდა ვეცადოთ რომ ჩრდილოკავკასიის დროებით ოკუპირებულ რესპუბლიკებში შევიდნენ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები.მაგაზე ნათქვამი ძაღლი შინ არ ვარგოდა და გარეთ გარბოდაო.ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში ვერ შეგვიყვანია ეგენი.აუცილებელია თბილისი გახდეს ჩრდილოკავკაისური ემიგრაციის ცენტრი, იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლება ოფიციალური მოწვევით უნდა ჩამოვიყვანოთ ლონდონიდან თბილისში და ასევე ჩერქეზთა კონგრესი და ნებისმიერი კავკასიური განმანთავისუფლებელი გაერთიანება უნდა მოვიწვიოთ თბილისში და თბილისი უნდა გავხადოთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცენტრი.ხოდა მაგ ჩამოსულებს უკან რუსის ჯარი შემოყვება.მე შენ გეტყვი და ათასი კილომეტრის გავლა მოუწევთ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) newstudio რა საიდან კაცო? აბა შენ რა კავკასუსი, ქართლოსი, ჰაოსი, თარგამოსი და ეგეთი რაღაცეები გჯერა? მე ჩემის მხრიდან იმას ვიტყვი, რომ მაგალითად ქართულ ენას საერთო საერთოდ არაფერი აქვს არც სამხრეთ და არც ჩრდილოკავკასიურ ენებთან. რაც არ უნდა ღრმად ჩასდიო ისტორიას. აზერბაიჯანელები საერთოდ თურქმანები არიან (თურქებიც), შუა აზიიდან ჩამოხეტებული მომთაბარე ველურები, სომხები კი ბატონო, ძველი კავკასიელები არიან, მარა ჩვენთან მეზობლობის გარდა საერთო არაფერი აქვთ არც ენაში და არც სისხლში. ჩრდილოკავკასიელებს უფრო აქვთ (ერთმანეთთან და არა ჩვენთთან) საერთო, ოღონდ იქაც იყოფა ორად - ჩერქეზები, ადიღეელები, ყაბარდოელები მონათესავე ტომებია, დაღესტნელები (ლეკები), ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები ცალკე მონათესავე და არც ამათ აქვთ საერთო დანარჩენებთან. ნუ ქართველების და ბასკების ერთიდაიგივეობაზე ლაპარაკი ხო საერთოდ. რაღაც მიმსგავსებულ სიტყვებს იპოვიან ხოლმე და ააგებენ მერე ამაზე თეორიებს. ეგრე ქართულად და იაპონურად "შინ" ერთი და იგივეს ნიშნავს. ნათესავები ვართ? ქართველები უნიკალური ერი ვართ. არ გვყავს ჩვენ დასავლეთევროპელებივით, ლათინურამერიკელებივით, შუა და სამხრეთაზიელებივით თუ ცენტრალურ აფრიკელებივით მონათესავე ტომები. პატარა სასწაული ვართ აქამდე რო მოვაღწიეთ...და რწმენით მოვაღწიეთ ზუსტადაც. Edited May 15, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) newstudio რა საიდან კაცო? :fridrix: აბა შენ რა კავკასუსი, ქართლოსი, ჰაოსი, თარგამოსი და ეგეთი რაღაცეები გჯერა? :fridrix: :fridrix: მე ჩემის მხრიდან იმას ვიტყვი, რომ მაგალითად ქართულ ენას საერთო საერთოდ არაფერი აქვს არც სამხრეთ და არც ჩრდილოკავკასიურ ენებთან. რაც არ უნდა ღრმად ჩასდიო ისტორიას. აზერბაიჯანელები საერთოდ თურქმანები არიან (თურქებიც), შუა აზიიდან ჩამოხეტებული მომთაბარე ველურები, სომხები კი ბატონო, ძველი კავკასიელები არიან, მარა ჩვენთან მეზობლობის გარდა საერთო არაფერი აქვთ არც ენაში და არც სისხლში. ჩრდილოკავკასიელებს უფრო აქვთ (ერთმანეთთან და არა ჩვენთთან) საერთო, ოღონდ იქაც იყოფა ორად - ჩერქეზები, ადიღეელები, ყაბარდოელები მონათესავე ტომებია, დაღესტნელები (ლეკები), ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები ცალკე მონათესავე და არც ამათ აქვთ საერთო დანარჩენებთან. ნუ ქართველების და ბასკების ერთიდაიგივეობაზე ლაპარაკი ხო საერთოდ. რაღაც მიმსგავსებულ სიტყვებს იპოვიან ხოლმე და ააგებენ მერე ამაზე თეორიებს. ეგრე ქართულად და იაპონურად "შინ" ერთი და იგივეს ნიშნავს. ნათესავები ვართ? ქართველები უნიკალური ერი ვართ. არ გვყავს ჩვენ დასავლეთევროპელებივით, ლათინურამერიკელებივით, შუა და სამხრეთაზიელებივით თუ ცენტრალურ აფრიკელებივით მონათესავე ტომები. პატარა სასწაული ვართ აქამდე რო მოვაღწიეთ...და რწმენით მოვაღწიეთ ზუსტადაც. ვეცდები ვიპოვო იბერო კავკასიური ერთობის მეცნიერული დადასტურება და დავაკოპირო Edited May 15, 2010 by shamili Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
georgekh13 Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 არ შეიძლება, რომ მსოფლიოს ცენტრობას თავი დავანებოთ და ჩვენთვის წყნარად ვიცხოვროთ? პს. ჩეჩნები არ იყვნენ აფხაზეთში რომ იბრძოდნენ და აგერ ორი წლის წინ ბატალიონი ვასტოკი რომ იბრძოდა სამაჩაბლოში იამადაევის მეთაურობით? თუ მეშლება? მაშინ ბოდიში... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 საქართველოს თანამედროვე ტერიტორია და მის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მიწები უძველესი დროიდან იყო დასახლებული მონათესავე ქართველური ტომებით. მათ შორის ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად ათასეული წლების წინათ ჩამოყალიბდა ქართველი ხალხი. თავისი ენით ქართველები იბერიულ-კავკასიურ ხალხებს ეკუთვნიან. თანამედროვე ქართული ენის შექმნაში ძველქართულთან ერთად მონაწილეობდნენ მეგრული (ზანური) და სვანური ენები, რომლებიც ქართველურ ენობრივ ჯგუფს ქმნიან. მონათესავე ტომების ერთ ხალხად გაერთიანებაში უდიდესი როლი შეასრულეს ძველი წელთაღრიცხვის VIII-VII და IV-III საუკუნეებში ჩამოყალიბებულმა ქართულმა სახელმწიფოებმა - კოლხეთმა და იბერიამ. ანგარიში უნდა გავუწიოთ იმ ფაქტსაც, რომ ძველი წელთაღრიცხვის XII-VIII საუკუნეებში დაიაენი-დიაუხის აღმოსავლურ-ქართული სახელმწიფოებრივი წარმონაქმნიც არსებობდა. პოლიტიკურმა კონსოლიდაციამ დააჩქარა ხალხის მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარება და ქართველი ერის ჩამოყალიბების პროცესი. ქართველი ერის ჩამოყალიბებას ბევრად შეუწყო ხელი IV საუკუნეში სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის აღიარებამ, ქართული ქრისტიანული დამწერლობის შემოღებამ და უფრო გვიან (Xს.) ყველა ქართული სამეფო-სამთავროს გაერთიანების გზით ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს შექმნამ. ივ. ჯავახიშვილმა დიდი ენერგია შეალია ქართველური და სხვა კავკასიური (დაღესტნურ–ჩაჩნური, აფხაზურ–ადიღეური) ენების ნათესაობის ენათმეცნიერულ დასაბუთებას.მეორე მხრივ, კავკასიონს გადაღმა მდებარე ვრცელი მხარეების უძველესი ტოპო– და ეთნონიმიკის, ონომასტიკონის ანალიზის საფუძველზე წამოაყენა მტკიცება, რომ ძვ. წ. I ათასწლეულში აქ მცხოვრებ სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე სხვა კითხვა დასვა – არის თუ არა ჩრდ. კავკასია ამ ტომების პირვანდელი სამშობლო? ივ. ჯავახიშვილი ამ საკითხზე პასუხის გასაცემად იშველიებდა იმ გარემოებას, რომ “ჩრდილოკავკასიური” (აფხაზურ–ადიღღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური) სახელები თავს იჩენს ამიერკავკასიაშიც, და ასკვნიდა, რომ უძველეს ხანაში ამ ტომებს სწორედ სამხრეთ კავკასიაში უნდა ეცხოვრათ, კერძოდ, ადიღეველ ტომებს დაკავებული უნდა ჰქონოდათ დასავლეთ ამიეკავკასია, ისტორიული საქართველოს დასავლეთი ნაწილი, ხოლო მის აღმოსავლეთით უნდა ეცხოვრათ ჩაჩნურ–დაღესტნურ ტომებს. ამრიგად, იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ ამ მონათესავე ტომების მოძრაობა მიიმართებოდა სამხრეთიდან ჩრიდილოეთისაკენ. ამრიგად, ქართველებიც სამხრეთიდან უნდა იყვნენ მოსულნი. ამის შემდეგ ივ. ჯავახიშვილი ყურადღებას აქცევდა იმ გარემოებას, რომ უძველესი ხანის მცირე აზიაში და ურარტუში გვხვდება სახელწოდებები იმგვარი სუფიქსებით (-ანდა, -ს/ს/ოს, -ახი, -ეხი, -უხი, -ხა, -აინი, -უნი, და ა. შ.), რომელნიც ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეების ტოპონიმიკაში, მრავლად იჩენენ თავს საქართველოს ტოპონიმიკაშიც. ამიტომაც, ასკვნიდა ივ. ჯავახიშვილი, უნდა ვაღიაროთ, რომ მონათესავე ქართველური და სკვითურ–სარმატული (აფხაზურ-ადიღეური და ჩაჩნურ–დაღესტნური, -გ. მ. ) ტომები თავის გვიანდელ ადგილსამყოფელში შეიძლება მოხვედრილიყვნენ მხოლოდ სამხრეთიდან და თუბალ–თ-ბალები და მოსოხმუშქები არ შეიძლება ინდოევროპელები იყვნენ. მკვლევართა აზრით, ძვ. წ. III ათასწლეულში უკვე არსებობდა”იბერიულ–კავკასიუ��ი” ენების ცალკეული ჯგუფები (საერთო–ქართველური, საერთო–დაღესტნური). უკვე II ათასწლეულის დასაწყისისათვის, ამ მკვლევართა აზრით, უნდა დაწყებულიყო საერთო–ქართველური ფუძეენიდან სვანურის გამოცალკევების პროცესი, ხოლო ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დაშლის დასაწყისი ძვ. წ. VIII საუკუნით უნდა დათარიღდეს. ეს მოსაზრება ემყარება ქართველურ ენათა მასალის ანალიზს ე. წ. გლოტოქრონოლოგიური მეთოდით. რა თქმა უნდა, ამ მეთოდით მიღწეული აბსოლუტური მაჩვენებლები შეიძლება სადავო იყოს; უფრო მეტი დამაჯერებლობა ექნება ამ საკითხის გადაწყვეტას უძველესი ნასესხები ლექსიკის, ტოპო- და ეთნონიმიკის მონაცემების საფუძველზე. ის მცირეოდენი, რაც გაკეთებულია ამ მხრივ, თითქოს ადასტურებს ქართველურ ენათა დიფერენციაციის ზემომოტანილ დათარიღებას. კერძოდ, ირკვევა, რომ ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებისათვის ქართულ–ზანური ერთობა უკვე დაშლილი უნდა ყოფილიყო, მაშასადამე, სვანურის გამოყოფა საერთო–ქართველურიდან კიდევ უფრო შორეულ ხანაშია სავარაუდებელი. ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე, როგორც ჩანს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს უკვე უნდა ჰქონოდა საკუთარი სახე. ამ დროს უნდა არსებულიყო ქართველურ ენათა ფუძეენა, რომლის წიაღში მხოლოდ დიალექტური სახის განსხვავებანი თუ იყო ჩასახული. ამ უძველეს ქართველურ ჯგუფზე შეიძლება წარმოდგენა შევიქმნათ იმ ლექსიკური მასალის საფუძველზე, რომლის არსებობაც უკვე საერთო–ქართველურის, ე. ი. ფუძეენის დონეზე (ძვ. წ. III-II ათასწლეულთა მიჯნაზე?) ივარაუდება. უძველესი ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელის განსაზღვრისათვის დიდი მნიშვნელობა ექნება ფუძეენაში არსებული მცენარეულის ან ცხოველთა და სხვ. მისთ. სახელების გათვალისწინებას. ამით ჩვენ გავეცნობით იმ ბუნებრივ გარემოს, რომელშიც ცხოვრობდა ქართველური ფუძეენის მატარებელი კოლექტივი და, მაშასადამე, საშუალება მოგვეცემა ვიმსჯელოთ იმაზე, თუ სად შეიძლება ყოფილიყო ამგვარი გარემო, ე. ი. სად უნდა ვივარაუდოთ ქართველი ტომების წინაპარი ამ უძველესი ეთნიკური ჯგუფის ადგილსამყოფელი. ქართველურ ენებში დაცული კანონზომიერი დერივატების მიხედვით საერთო–ქართველურ დონეზე ივარაუდება მცენარეულის სახელები: ანწლ-, ბრყენ-, (პანტა), გვიმრა, ვაშლ -, ვერხვ-, მარწყ-, მსხალ-, სხმარტლ-, (ზღმარტლი), სოკო, ქრცხამლ- (რცხილა), ძაცხვ- (ცაცხვი)- ძეწვნ-,(ტირიფი), წიფლ-, (წიფელი), წყავ-, (Laurocerasus officinalis‚ лавровишня) და სხვ. საერთო-ქართველურში ყოფილა სახელწოდებები: არჩვის, დათვის, კვერნის, თხის, ვაცის, ორბის (არწივი), მელიის და სხვ. ასეთი ფლორა და ფაუნა კარგად ეგუება კავკასიის მიწა-წყალს, უფრო მეტად მის მთიან ზოლს. ამიტომაც ქართველური ჯგუფის ადგილსამყოფელი ამ დროისათვის მაინც თამამად შეიძლება კავკასიისავე მიწა–წყალზე ვივარაუდოთ. საერთო–ქართველურის ეპოქიდან მოდის მესაქონლეობასათან დაკავშირებული მრავალი ტერმინი (დჴა-თხა), ვაც-, მატყლ-, ფურ-, ჴამლ –(ტყავი), ჴან- (ხარი), ძაღლ -, ყვერ -, (ს) ძე (რძე), ყველ -და სხვ.), ისევე როგორც მეფრინველეობასა და მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ტერმინი. ასეთივე ტერმინოლოგიური მონაცემებით მომდევნო, ქართულ–ზანურ, ერთობის არსებობის ხანაში (ძვ. წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარი და I ათასწლეულის საწყისი საუკუნეები) შეიმჩნევა მიწათმოქმედების სწრაფი დაწინაურება, მევენახეობის განვითარება, მესაქონლეობაში წვრილფეხა საქონლის ხვედრითი წონის მკვეთრი ზრდა, მეცხენეობის განვითარება და სხვ. სვანურისათვის უცხოა და ქართულ–ზანურის საერთო კუთვნილებას შეადგენს ისეთი ტერმინები, როგორიცაა: ბაგა, ბეღელ -, თიბ-, თეს-, სკა, ყანა, ცელ-, ვენაჴ, ღვინო, სელ-, საწნეხელ-, ფოცხ-, ღერღ- (ღერღილი), ცეხვ- და სხვ. ამავე ეპოქის კუთვნილება ჩანს ცხენის სახელი, მთელი რიგი ლითონების – სპილენძის, რკინის, ვერცხლის – სახელწოდებები, რომელთაც, ამასთანავე სამხრეთის ენებში ეძებნებათ პარალელები. ქართულ-ზანური ერთობის დროის ტერმინებია (სვანურში არ გვაქვს) აგრეთვე ცხვარ-, ცხოველ-, და სხვ. ამავე ეპოქის ტერმინოლოგიაში ადგილს იკავებს გამაგრებული პუნქტების აღმნიშვნელი სახელები (შდრ. ქართულ–ზანური ტერმინები: ციხე – ჯიხა, ქართა – ქორთუ) და ა. შ. ყველაფერი ეს თვალნათლივ მიგვითითებს უკანასკნელი დროის საენათმეცნიერო ლიტერატურაში ქართველურ ენათა დიფერენციაციის ეტაპების შესახებ გავრცელებული, თავდაპირველად გ. დეეტერსის მიერ წამოყენებული მოსაზრების სისწორეზე ქართველურ ენათა ფუძეენიდან თავდაპირველად სვანურის გამოცალკევების და, ამის შემდეგ, კიდევ ერთხანს, ქართული და მეგრულ–ჭანური (ზანური) ენობრივი ერთობის არსებობის შესახებ. ამასთანავე, რადგანაც სვანურთან შედარებით ამ უკანასკნელის (ქართულ-ზანური ერთობის) ლექსიკური ინოვაციები (სიახლენი) ისტორიული რეალიებით სწორედ ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანებიდან შეიძლება დათარიღდეს, უნდა ვიფიქროთ, რომ უკვე ძვ. წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ეთნიკური ჯგუფი ენობრივ და, ამასთან დაკავშირებით, ფაქტიურ განცალკევებას განიცდის ქართულ–ზანური ჯგუფისაგან. რადგანაც ამ უკანასკნელს სამხრეთის ხეთურ–ხურიტულ მოსახლეობასთან კონტაქტები უჩანს (იხ. ზემოთ), უნდა ვიფიქროთ, რომ სვანური ტომები უკვე ამ დროს ქართველურ ტომთა გავრცელების ჩრდილოეთ არეალში იყვნენ დასახლებული, ხოლო ქართულ–ზანური ტომები – სამხრეთით. ამასთანავე, ენობრივი მონაცემებით ძვ. წ. II ათსწლეულსა და I ათასწლეულის პირველ ნახევარში სვანური ტომები უფრო ფართო ტერიტორიაზე ჩანან გავრცელებული, ვიდრე უფრო გვიან, დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის რაიონებშიც. ძველისძველ ხანაში დასავლეთ საქართველოს მიწა–წყალზე სვანური მოსახლეობის ფართოდ გავრცელებას მოწმობს, კერძოდ, ამ მხარის ტოპონიმიკის შესწავლა. ცალკეული სვანური სახელწოდებების არსებობა დასავლეთ საქართველოს არა მარტო მთიან, არამედ ბარის ზოლში ადრევე იყო ცნობილი. ახალი გამოკვლევებით ირკვევა, რომ დასავლეთ საქართველოში (სვანეთთან ერთად ლეჩხუმისა და ბარის რიგ სხვა რაიონებში) ფართოდ გავრცელებული – იშ (-შ)-სუფიქსიანი ტოპონიმიკაც არა ზანური, როგორც აქამდე მიაჩნდათ, არამედ საკუთრივ სვანური წარმოშობისა უნდა იყოს. აკად. ს. ჯანაშიას “ლანჩხუთი” სვანური წარმოებისად მიაჩნდა. სვანური ენის საფუძველზე შეიძლება აიხსნას დასავლეთ საქართველოს სანაპიროზე არსებული უძველესი ცენტრების – სოხუმის (ანტიკური წყაროების “დიოსკურია”, ძვ. ქართული “ცხუმი” – შდრ. სვანური “ცხუმ” – რცხილა) და ფოთის (ანტიკური წყაროების “ფაზისი”) სახელებიდა ა. შ. ამრიგად, ქართველი ტომები უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ საქართველოს ტერიტორიაზე, ამასთანავე, საფიქრებელია, რომ ისინი ნაწილობრივ დღევანდელი საქართველოს ფარგლებს გარეთაც მოსახლეობდნენ, კერძოდ, მცირე აზიის ჩრდილო–აღმოსავლეთ რაიონებში, სამხრეთ–აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. ამას მოწმობს, ჯერ ერთი, კულტურის მხრივ ამ რაიონების მჭიდრო კავშირი, ხშირ შემთხვევაში სრული ერთობაც კი დასავლეთ საქართველოსთან, რაც კარგად ჩანს არქეოლოგიური მასალის შუქზე (იხ. ზემოთ), აგრეთვე მთელი რიგი ენობრივი ფაქტები, რაც მეტყველებენ ქართველი ტომების კონტაქტზე მცირე აზიის ცენტრალურ და მესოპოტამიის ჩრდილო რაიონებში მოსახლე ხეთურ (პროტოხეთურ, ნესიტურ) და ხურიტულ მოსახლეობასთან. ასეთი ენობრივი (ლექსიკური) შეხვედრები ქართველურ ენებს უჩანს, მაგალითად, ხურიტულთან და ხეთურთან. მაგალითად, პროტოხეთური სახელი ამინდის, ელვა–ჭექის ღმერთისა Taro (Taru) და ქართული სიტყვა”ტაროსი”ერთი და იგივე უნდა იყოს. პროტოხეთურ wor (uur)-ს (ქვეყანა) უკავშირებენ სვანურ “ვორს”–ს (მიწა); ქართულს საერთო სიტყვა უჩანს ხეთურთან “რკინის”, ხოლო ხურიტულთან “ვერცხლის” აღსანიშნავად. საინტერესოა ამ მხრივ აგრეთვე ძვ. წ. II ათასწლეულში მცირე აზიის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრის (შემდგომში – ხეთების სამეფოს დედაქალაქის) ხატუსასის მმართველის “ფჲუსტ(ის)” სახელი. იგი ასოციაციას იწვევს სვანურში “ბატონის, უფალის” მნიშვნელობით დამოწმებულ სიტყვასთან “ფუსტ” (“ფუსდ”), რომლის წარმომავლობა მთლად ნათელი არ არის. შეიძლება, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ძველაღმოსავლურ წყაროებში, უცხო ენაზე მეტყველმა ხალხმა ხელისუფლის ზოგადი სახელი “ბატონი, უფალი, მმართველი” საკუთარ სახელად გაიაზრა და ასე გადმოსცა წარწერაში....უფრო გვიანდელი ხანიდან, ძვ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებიდან, სამხრეთ–ღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიწა–წყალზე ანტიკური მწერლების მიერ დამოწმებულია მრავალი სატომო თუ ადგილთა სახელი, რომელნიც აშკარად ქართულ–ქართველური სამყაროს კუთვნილება ჩანს. ამრიგად, ბევრი რამ მეტყველებს უძველეს ხანებში ქართველი ტომების გავრცელებაზე დღევანდელი საქართველოს სამხრეთ–დასავლეთ მომიჯნავე მცირე აზიის ოლქებში. არ შეიძლება აქვე ყურადღების გარეშე დავტოვოთ უკვე ძვ. წ. XII საუკუნიდან მცირე აზიის აღმოსავლეთ რაიონებში მეტად აქტიური როლის შემსრულებელი მუშქების სახელწოდებაც, რომელიც აგრეთვე ორგანულ კავშირში ჩანს ქართულ ეთნო– და ტოპონიმიკასთან (შდრ. ქართველი ტომების მესხების სახელი, აგრეთვე სახელწოდებები სამცხე, მცხეთა...). ქართველი ტომების წარმომავლობის გასარკვევად, რა თქმა უნდა, ვერ შემოვიფარგლებით მარტოოდენ ამ ტომების უძველესი ადგილსამყოფელის განსაზღვრითა და მათი ენების დიფერენციაციისა და სხვა ენებთან მონათესაობის საკითხით. თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე ქართველ ტომებს, ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, უეჭველია, მეტად მჭიდრო კონტაქტი ჰქონდა სხვა მოდგმის ტომებთან, რის საფუძველზეც ზოგჯერ შეერეოდა კიდეც მათ და ა. შ. ყველაფერ ამას არ შეიძლება თავისი კვალი არ დაეტოვებინა ქართველური ჯგუფის ეთნიკურ სახეზე, კერძოდ, ქართველი ტომების ენებში. მართლაც, ქართველურ ენებში ჩვენ ბევრი ამგვარი კონტაქტის ნაკვალევს ვხვდებით. უკანასკნელ დროს ძალიან დიდი ყურადღება მიექცა ქართველური ენებისა და მათი მატარებელი ეთნიკური ჯგუფების მჭიდრო კონტაქტს ინდოევროპული წარმომავლობის ტომებთან (“ენებთან), რასაც ადგილი უნდა ჰქონოდა ძალიან ადრე, თვით ერთიანი ქართველური ფუძე ენისა და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის არსებობის პერიოდში (ძვ. წ. III–II ათასწლეულები). ენათმეცნიერთა ყურადღება კარგა ხანია რაც მიიპყრო იმ გარემოებამ, რომ აფხაზურ–ადიღეურის მსგავსად პრეფიქსალური წარმოება უძველეს დროს სავსებით გაბატონებული უნდა ყოფილიყო ქართველურშიც. პრეფიქსალური წარმოების გვერდით სუფიქსაციის პრინციპი უფრო გვიან უნდა გაჩენილიყო რომელიღაც “სუფიქსური წყობის” ენის გავლენით. სუფიქსური წყობის გაძლიერება ქართველურ ენებში პრეფიქსალურის ხარჯზე, აკად. არნ. ჩიქობავას აზრით, ამ მოვლენასთან უნდა იყოს დაკავშირებული. ეს გავლენა ქართველურის სუბსტრატი ენის გავლენას შეიძლება მიეწეროს. ამ უკანასკნელ დროს ქართველურის ასეთ სუბსტრატად (თუ სუპერსტრატად) მკვლევარნი უფრო და უფრო ინდოევროპული ოჯახის ენებს ვარაუდობენ. ქართველური ენების ისტორიის კვლევა–ძიება მეტად და მეტად ავლენს სტრუქტურულ სიახლოვეს ინდოევროპულ ენობრივ სამყაროსთან. პროფ. გ. დეეტერსს ქართველური ენები, თავისი პრეფიქს–სუფიქსალური წარმოებით, ნარევი ტიპის ენებად წარმოუდგენია, რომელსაც ერთგვარად შუალედი მდგომარეობა უკავია ისეთი ტიპის ენებს შორის, როგორიცაა ჩრდილო–დასავლურკავკასიური (აფხაზურ–ადიღეური) და ძველი ინდოევროპული. გარდა ზემოხსენებული სუფიქსაციის პრინციპის შეჭრისა, გ. დეეტერსი ინდოევროპულთან სიახლოვეს ხედავს ბრუნების ფლექსიურ ტიპში (ასეა განსაკუთრებით ძველ ქართულში), ფინიტური ზმნის ფორმების მკვეთრ გამოყოფაში სახელისაგან, ზმნის მთელი რიგი ფორმების სისტემაში. მისი აზრით, წინადადების აგებულებასაც ქართულში მთლიანად ინდოევროპული ელფერი აქვს და არ არის გვიანდელი (ბერძნულის ან სომხურის) გავლენის შედეგი. ქართველური ენების უძველესი სტრუქტურის სიახლოვეს ინდოევროპულთან ხაზს უსვამენ აგრეთვე პროფ. თ. გამყრელიძე და პროფ. გ. მაჭავარიანი. საკუთარი კვლევა–ძიების შედეგად ისინი დაახლოებით იმავე დასკვნამდე მიდიან, რასაც ამტკიცებდა უძველესი ქართველურის მიმართ გ. დეეტერსი. მათი აზრით, საერთო-ქართველურის ტიპოლოგიური მოდელი, ერთი მხრივ, უახლოეს პარალელებს პოვებს მთის იბერიულ–კავკასიურ ენებში, განსაკუთრებით დასავლურკავკასიურ (აფხაზურ–ადიღეურ) ჯგუფში (კონსონანტიზმი, პრეფიქსაცია, ზმნური პოლიპერსონალიზმი, ბრუნების მოდელი, ერგატიული კონსტრუქცია), ხოლო, მეორე მხრივ, გვიანდელი საერთო–ქართველურის მორფოლოგიური სისტემა თვალსაჩინო სტრუქტურულ პარალელებს ავლებს გვიანდელი ინდოევროპული ფუძეენისათვის პოსტულირებულ სტრუქტურულ მოდელებთან (ვოკალიზმი, სონანტთა სისტემა, აბლაუტის ტიპები). ამასთანავე, დასახელებულ მკვლევართა აზრით, ქრონოლოგიურად ქართველურში “კავკასიური” (ჩრდ.–დას. კავკასიური) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური ფენა წინ უსწრებს ინდოევროპულს, იგი პირველადია. ავტორები უძველესი ქართველურის სახით ვარაუდობენ ჩრდილო-დასავლურკავკასიური ტიპის ენას, რომელსაც ძლიერი ტრანსფორმაცია განუცდია ინდოევროპული სუბსტრატის გავლენით. ეს გარემოება, მათი აზრით, შედეგი უნდა იყოს იმ ხანგრძლივი და მჭიდრო კონტაქტებისა, რომელთაც ადგილი უნდა ჰქონოდათ უძველეს ხანებში ქართველურ ტომებსა და უძველეს ინდოევროპულ დიალექტებზე მოლაპარაკე ტომებს შორის. რა თქმა უნდა, თავისთავად ამგვარი ტიპოლოგიური სიახლოვე, როგორც სამართლიანად აღნიშნავს აკად. გ. წერეთელი, სულ სხვადასხვა საფუძველზე შეიძლება იყოს ჩამოყალიბებული: 1. შეიძლება ვივარაუდოთ ინდოევროპულის უძველესი, შორეული ნათესაობა საერთო–ქართველურთან, 2. მსგავსება შეიძლება მომდინარეობდეს დაახლოებით არეალური ერთიანობის ფარგლებში, ინდოევროპული და ქართველური ენების მრავალსაუკუნოვანი კონტაქტების შედეგად. 3. დაბოლოს, ეს მსგავსება შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც უბრალო ტიპოლოგიური იზომორფიზმი, ყოველგვარი ნათესაობისა თუ დანათესავების გარეშე. აკად. გ. წერეთელს მიაჩნია, რომ ნაადრევი იქნებოდა, თუ შევეცდებოდით ამჟამად იმის გარკვევას, ამ სამ ფაქტორთაგან რომელია მიზეზი იმ სტრუქტურული მსგავსებისა, რომელიც ქართველურ და ინდოევროპულ ენებს შორის ვლინდება. ამრიგად, მარტოოდენ სტრუქტურულ, ტიპოლოგიურ სიახლოვე–მსგავსებაზე დაყრდნობით შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება ქართველ ტომთა უძველესი ისტორიის საკითხზე სახიფათო იქნებოდა. მაგრამ, ამის გარდა, ჩვენ მოგვეპოვება საისტორიო თვალსაზრისით უფრო მრავლისმეტყველი ენობრივი მასალა – ქართველურ ენებში უძველეს ხანებში ფართოდ შეთვისებული ინდოევროპული წარმომავლობის ლექსიკა, რაც ამ შორეულ წარსულში ქართველი და ინდოევროპული ტომების ხანგრძლივი, მჭიდრო და უშუალო კონტაქტის შედეგი შეიძლება იყოს. ქართულსა და სხვა ქართველურ ენებში შეინიშნება წყება ინდოევროპული წარმოშობის სიტყვებისა, რომლებიც მაინცდამაინც არც ერთი იმ ინდოევროპული ენის გზით არ უნდა იყოს შემოსული, რომელთა მატარებელ ხალხებთან ქართველ ტომებს ახლო ურთიერთობა ჰქრნდათ ჩვენთვის ცნობილ ისტორიულ წარსულში (ბერძნები, სპარსელები, სომხები, ირანული წარმოშობის სკვითები, სარმატები, ალანები და მათი მემკვიდრე ოსები, თრაკიელები (კიმერიელთა სახით) ან ფრიგიელები და ხეთურ–ლუვიური ჯგუფის ხალხები მცირე აზიაში). ასეთი “უცნობი წარმომავლობის” ინდოევროპული ლექსიკური პარალელები მნიშვნელოვანი რაოდენობით იჩენს თავს მცენარეულის, ცხოველთა, ფრინველთა სახელებში და აგრეთვე სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიაში. ასე, მაგალითად, ინდოევროპულ ლექსიკას შეიძლება დავუკავშიროთ საერთო–ქართველური “*თხა”, და ქართულ-ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ნავარაუდევი “*ღორ”. უეჭველია აგრეთვე ქართული “კატა”-ს და არა “ლომი”-ს ინდოევროპულობა, თუმცა ძნელია ამჟამად მივუთითოთ იმ კონკრეტულ გზებზე, რითაც ეს სიტყვები ქართველურ ენებში შემოვიდა. ვფიქრობთ, ცხოველების ინდოევროპული სახელწოდებები უნდა ვეძებოთ ზოგიერთ სხვა ქართულ ტერმინშიც. მაგალითად, ქართული “ბოს(ელი)” თავისი ძირით მსგავსებას იჩენს ხარის (ძროხის) აღმნიშვნელ ტერმინთან ინდოევროპულ ენებში (შდრ. ბერძნ. “ bosx”, ლათინ “bos”). ალბათ იგივე ტერმინი გვაქვს ჩვენ ქართულ “ბოჩოლაში”(< “ბოს–ჩვილი”). სიტყვა “ძუკნა”, სხვა ქართული კომპოზიტების ანალოგიით (მაგალითად, “ძუ-მგელი”), შეიძლება დავშალოთ “ძუ–კნა”-დ და მისი მეორე შემადგენელი ნაწილი (“კნა”) დავუკავშიროთ “ძაღლის” აღმნიშვნელ მეტად გავრცელებულ ძირს ინდოევროპულ ენებში. ქართული “ირემი” ახლო დგას “ცხენ–ირმის” აღმნიშვნელ ფინურ “hirvi”-სთან, რომელიც ფინურში გერმანული ენებიდან შეთვისებულად მიიჩნევა. ამას გარდა, საერთო–ქართველური “*კვერნ” სიახლოვეს ავლენს კვერნის ინდოევროპულ (ბალტურ–სლავურ) სახელწოდებებთან (ლიტვ. “kiaune”, ლატვ. “caûna”, სლავ. “*kuna”). ქართულ “ყორან”-ს უდარებენ მთელ რიგ ბალტურ–სლავურ ფორმებს, თუმცა მსგავსი ფორმები დამოწმებულია აგრეთვე გერმანულ ენებში. ქართულ “*კაკაბ”-ს , რომელიც უკვე ქართულ–ზანური ენობრივი ერთობის დონეზე ივარაუდება ქართველურში, მოეპოვება ინდოევროპული პარალელები (ხეთურში, ბერძნულში), თუმცა მსგავსი ძირი გვხვდება სხვა (სემიტურ, მთის კავკასიურ) ენებშიც და, როგორც ჩანს, ხმაბაძვითი ხასიათისა არის. ინდოევროპულთან პარალელებს პოვებენ ქართულ–ზანური “*ბ(ღ)უ”, უკვე საერთო-ქართველურის დონეზე სავარაუდებელი “*ოფოფ”, ქართული “კრაზანა”, ქართული “ტილ” და სხვ. ინდოევროპულიდან ერთ-ერთ უძველეს ნასესხებ სიტყვად არის მიჩნეული ქართველურ ენებში დამოწმებული “უღ(ელი)”. ამ უკანასკნელს კანონზომიერი ბგერათშესატყვისი ფორმები მოეპოვება სამსავე ქართველურ ენაში და, მაშასადამე, იგი უნდა არსებულიყო უკვე საერთო–ქართველურ დონეზე. ბევრჯერაა მკვლევართა მიერ მითითებული უცხოური პარალელები ქართულ–ზანური “რქა”-სათვის, თუმცა მას პარალელები მოეპოვება სხვა ჯგუფის ენებშიც.”ბუდე”–ს, რომელიც ივარაუდება უკვე საერთო-ქართველურ დონეზე, ასევე ინდოევროპული პარალელები მოეპოვება განსაკუთრებით სლავურ და, აგრეთვე, გერმანულ და ბალტიურ ენებში (შდრ. ლიტვ.”bùtas” “სახლი”, სლავ. “buda”, ჩეხ. “bouda”,პოლონ. “buda” და სხვ.). მეტად საინტერესოა ამავე ასპექტში მეგრულში არსებული ტერმინი “ქართა”; ეს სიტყვა მოიპოვება აგრეთვე ქართული ენის დასავლურ დიალექტებში (იმერულში, გურულში) და აღნიშნავს ბაკს, მოღობილ ადგილს საქონლის დასამწყვდევად. შესაძლებელია, ამ ტერმინთან კავშირშია აღმოსავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარის ქართ(ლ)-ის სახელი (აქედანაა შემდეგ ტერმინები: ქართველი, საქართველო), რადგანაც ძველი ქართული საისტორიო ტრადიციის მიხედვით “ქართლი” ქვეყნის სახელად იქცა ამ ქვეყნის ძველი დედაქალაქის სახელის მიხედვით. “ქართლი” ერქვა დღევანდელი ბაგინეთის მთაზე (ზაჰესის წყალსაცავის პირდაპირ, მტკვრის მარჯვენა ნაპირზე) აშენებულ ციხე–ქალაქს, ქართლის მეფეთა უძველეს რეზიდენციას (“არმაზციხე”-ანტიკური წყაროების “არმოძიკა”). შესაძლო ინდოევროპული პროტოტიპი ამ ქართულ–ზანური ტერმინისა გვიჩვენებს ასეთსავე სემანტიკურ გადასვლებს. ინდოევროპული არქაიზმებით განთქმულ ლიტვურში “gardas” აღნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, წვრილფეხა საქონლის სადგომს” (შდრ. აგრეთვე გოთური“ garda”). ზოგ ინდოევროპულ ენაში ეს სიტყვა ნიშნავს “შემოზღუდულ ადგილს, ზღუდეს” (ალბანური, გერმანული), სხვაგან “სახლს” (ძვ. ინდური “grha”-s); დაბოლოს, იგი ფართოდ არის წარმოდგენილი აგრეთვე მნიშვნელობით “ციხე, ციხე–ქალაქი, გამაგრებული ადგილი” (ფრიგიული “gordum”, სლავ. “град”, ხეთური “gurta” და ა. შ. ). გამოითქვა აგრეთვე მოსაზრება, “ციხე–სიმაგრის” აღმნიშვნელი მეორე ქართულ–ზანური ტერმინის (“ციხე” – “ჯიხა”) სიახლოვის შესახებ ინდოევროპულ “*dheigh”-თან, რაც “ალიზით კედლის აგებას” აღნიშნავს. ქართულ–ქართველურს ინდოევროპულთან პარალელები მოეპოვება აგრეთვე უძველეს სამიწათმოქმედო ტერმინების დარგშიც. დიდი ხანია, რაც ქართულ, “პურ”–ს, რომელსაც შესატყვისები აქვს სხვა ქართველურ ენებშიც, უკავშირებენ ინდოევროპულ სიტყვებს, “მუხის” ინდოევროპულ სახელწოდებას კი უდარებენ ქართულ–ზანურ “კრკო” (რკო)-ს და სხვ. პარალელები გვაქვს აგრეთვე ადგილმდებარეობის, თუ მის ცალკეულ სახეობათა აღმნიშვნელ სახელებშიც. ქართულ–ზანურ “გორა”-ს მსგავსი სიტყვები მოიპოვება ირანულ, სლავურ, ბალტიურ და სხვა ინდოევროპულ ენებში. ქართულ “ბრგე”-ს უდარებენ გერმანულ “Berg”-ს და სხვა ინდოევროპულ ფორმებს, რომლებიც უძველესი ინდოევროპული “*bherĝh”-იდან მომდინარეობენ. მსგავსი პარალელები მოიპოვება აგრეთვე სხეულის ნაწილების სახელწოდებებშიც. საერთო–ქართველურის დონეზე არსებული “მკერდ”-ძირი (შდრ. სვანური “მოჭოდ.”, “მუჭვედ”) მეტად ახლო დგას ინდოევროპულ “*kërd”-თან (“გული”). შეიძლება მივუთითოთ აგრეთვე ზოგიერთი სხვა მნიშვნელოვანი ტერმინების სიახლოვეზე. აღნიშნულია სიახლოვე ქართული “რიგი”–სა ინდოევროპულ “*reik(h)” –თან (აქედანაა ძვ. ზემო გერმანული “riha” “ხაზი, რიგი” და სხვ.). უკვე დიდი ხანია, რაც ყურადღება მიექცა საერთო-ქართველური ტერმინის “დღე”-ს (“დეღ”, “დაღ”/ “დოღ”) მსგავსებას ამავე მნიშვნელობის მქონე გერმანულ სიტყვასთან: ძვ. ზემო გერმანულ “tac/g”, ძვ. საქსონურ “deg”, გოთურ “dags,” თანამედროვე გერმანულ “Tag” (საერთო გერმანულ “*daga”-დან). უდარებენ ამ ქართულ სიტყვას აგრეთვე ძველ პრუსიულ “dagis”, ლიტვურ “dagas”. ეს ინდოევროპული სიტყვები საერთო–ინდოევროპულ “*agh–er,” “agh–es”-იდან მომდინარედ არის მიჩნეული. თუმცა, საჭიროა აღინიშნოს, რომ ამ ქართულ სიტყვას მრავალი პარალელი მოეპოვება აგრეთვე სხვა კავკასიურ–აფხაზურ–ადიღეურ და ჩაჩნურ–დაღესტნურ ენებში, რის გამოც ზოგიერთ მკვლევარს გერმანულ ლექსიკურ ფაქტებთან სიახლოვე შემთხვევითად მიაჩნია. ძველქართულ “რუ”-ს უდარებენ სპარს. “rud”–ს (“მდინარე”), მაგრამ ამ ქართული ტერმინის ფართო გავრცელება უძველესი დროიდან, აგრეთვე ფორმის მიხედვით განსხვავება, უკვე ფრ. ბოპს აეჭვებდა მათ იდენტურობაში, თუმცა ორივე ისინი მას ინდოევროპული წარმომავლობისად მიაჩნდა. უეჭველია, ეს ინდოევროპული ძირი მოიპოვება საქართველოს ერთ–ერთი უდიდესი მდინარის – “რიონის” სახელში (შდრ. დასავლეთ ევროპის მდინარეთა “რაინის”, “რონას” და სხვ. სახელები). რადგანაც “რიონი” ძველი სახელია და, ამასთანავე, ბერძნების მიერ მიკუთვნებული არ არის (ბერძნებს ამ მდინარისათვის, როგორც ცნობილია, სხვა სახელი – “ფაზისი” გააჩნდათ), მისი ინდოევროპულობა მეტად მნიშვნელოვანი გარემოებაა ეთნოგენეზის პრობლემის ასპექტში. ერთ–ერთ უეჭველ და უძველეს ინდოევროპეიზმად მიჩნეულია საერთო-ქართველური (“*ტაბ”-)/“ტბ”- “გათბობა” (შდრ. ქართ. “ტბ”-; მეგრული “ტებ”-, “ტიბ”-; ჭანური “ტუბ”-, “ტიბ”-; სვანური “ტბ”–იდ-)შდრ. ინდოევროპული “*tep”. სამეცნიერო ლიტერატურაში მრავალგზის არის გამოთქმული აზრი რიცხვითი სახელების “ექვსისა” და “შვიდის” სიახლოვეზე ინდოევროპულ “*ueks-“/“uks”- და “septm”–თან. სამეცნიერო ლიტერატურაში ასე მრავლად მოიპოვება შედარება ინდოევროპულ მასალასთან აგრეთვე ზმნათა ძირების სფეროში, რომლებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან მოქმედებას აღნიშნავს, თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში, აქ გამორიცხული არ არის სათანადო ძიების დამოუკიდებელი წარმოქმნა, რადგანაც რიგი სიტყვებისა ხმაბაძვით ელფერს ატარებს. უკავშირებენ, მაგალითად, ზმნის ძირებს: საერთო–ქართველურ “*დ (ვ)” “დება, წოლა” - ინდოევროპულ dhē-ს, ქართულ *გნ “გაგება” - ინდოევრ. “*gen” - / “gnõ”–ს, რაც გონებრივ აქტივობას აღნიშნავს. საერთო–ქართველურ “*ლაგ”/“ლგ” - “დადება” ინდოევროპულ “*legh”-ს (ამ ძირიდან მომდინარე სიტყვები მოიპოვება ყველა ინდოევროპულ ენაში, გარდა, ინდო-ირანულისა და სომხურისა). საერთო-ქართველურ “*ლოკ” (“ლოკვა”) ძირს ინდოევროპულ “*lak”–ს (თუმცა მსგავსი სიტყვები მოიპოვება სხვა ენებშიც). პროფ. გ. კლიმოვი გვთავაზობს კიდევ ბევრ სხვა შედარებას. ბევრია პარალელი ნათესაობის ტერმინებს შორისაც, მაგრამ ასეთი ტერმინების ხმაბაძვითი ბუნებისა და მათი ფართო გავრცელების გამო სულ სხვადასხვა ჯგუფის ენებში რაიმე დასკვნების გაკეთება შეუძლებელია. აქ წარმოდგენილ მასალას, უეჭველია, ბევრი რამ შეიძლება დაემატოს, ხოლო, მეორე მხრივ, ზოგი რამ ინდოევროპულთან პარალელის თვალსაზრისით შეიძლება სადავო იყოს, ეჭვის ქვეშ დადგეს. არც ის არის უცილობელი, რომ ყველა დასახელებული ლექსიკური შეხვედრა ქართველურისა ინდოევროპულთან ერთი წყაროდან მომდინარეობს და ერთ ეპოქაშია შეთვისებული. მათში შეიძლება მოხერხდეს სხვადასხვა ქრონოლოგიური და ენობრივი ფენების გამოყოფა. მაინც, ჩვენს ხელთ არსებულ მასალაში უეჭველად გამოიყოფა საკმაოდ დიდი ჯგუფი უცილობელი ინდოევროპული ნასესხები სიტყვებისა, რომელნიც ქართველურში ჯერ კიდევ საერთო-ქართველურის არსებობის (ძვ. წ. III–IIათასწლეულები?) დროს ყოფილან შეთვისებული. ყურადღებას იქცევს ისიც, რომ ეს უძველესი ინდოევროპული ლექსიკა ქართველურში სამხრეთის ინდოევროპულ მასივთან კონტაქტის შედეგად შემოსული არ უნდა იყოს, რადგან მას სამხრეთის რომელიმე ინდოევროპული ენიდან (სპარსულიდან, ბერძნულიდან, სომხურიდან, თრაკიულიდან (კიმერიელების გზით!), ფრიგიულიდან, ხეთურ ლუვიურიდან) შემოსვლის დაღი მაინცდამაინც არ აზის. ამიტომ დაგვრჩენია ვიფიქროთ, რომ ქართველურში მათი შემოსვლა რომელიღაც სხვა, ჩვენთვის უცნობ, ინდოევროპულ ტომებთან კონტაქტის შედეგია და ამ კონტაქტის ასპარეზად ენობრივად უფრო ნაკლებცნობილი ტერიტორია – ამიერკავკასია ან კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე მიწა-წყალი – უნდა მივიჩნიოთ. ამ ფონზე უძველესი ქართველურის (ფუძეენის) სტრუქტურულ–ტიპოლოგიური სიახლოვეც ინდოევროპულთან თითქოს უფრო მეტად ადრეულ ხანაში, უკვე ძვ. წ. IIIათასწლეულში (საერთო–ქართველურის არსებობის ეპოქაში) ქართველურ და ინდოევროპულ ტომთა კონტაქტის გზით პოვებს ახსნას. უნდა ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა საქართველოს მიწა–წყალზე დამკვიდრებული მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასივის გადასვლას წინააზიურ–კავკასიური ტიპის ქართველურ მეტყველებაზე, რაკი მათ ადრინდელ მეტყველებას ესოდენ საგრძნობი ნაკვალევი დაუმჩნევია არამარტო შეთვისებული ენის ლექსიკასა, არამედ ამ ენის სტრუქტურაზეც. ქართველური და ინდოევროპული ტომების ასეთი უძველესი კონტაქტის ასპარეზად, როგორც ითქვა, კავკასიაც არის სავარაუდებელი. ამიტომაც შეიძლება დავუშვათ აღნიშნულ ეპოქაში (ძვ.წ III.–II ათასწლეულები) კავკასიის მიწა–წყალზე მნიშვნელოვანი ინდოევროპული მასის ცხოვრება. ამასთან დაკავშირებით გამოითქვა მოსაზრება, რომ შეიძლება კავკასიის ტერიტორიაზე III ათასწლეულში ფართოდ გავრცელებული მტკვარ-არაქსის კულტურის (იხ. ზემოთ) მატარებელი ტომები სწორედ ინდოევროპული წარმომავლობისა იყვნენ, მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო, ქართულ მეტყველებაზე გადასულიყო და ეს არის სწორედ ქართველურის სტრუქტურული თუ ლექსიკური ინდოევროპეიზმების წყარო. პროფ. გ. მაჭავარიანი კი შესაძლებლად თვლის მტკვარ-არაქსის კულტურის ტომებში დავინახოთ ტომთა ვრცელი კავშირი, რომელიც მოიცავდა ინდოევროპულ და ქართველურ (შეიძლება აგრეთვე ზოგ სხვა) ტომებს. აღნიშნულ ტომთა კავშირის ლინგვისტური კორელატი იქნებოდა მაშინ უძველესი დროის ის ინდოევროპულ–ქართველური “ენობრივი კავშირი”, რომლის არსებობის აზრამდეც მიჰყავს მკვლევარი ქართველური ენების მასალის საკუთრივ ენათმეცნიერულ კვლევას. რამდენადაც საქართველოს უძველესი მატერიალური კულტურის მიხედვით შეიძლება ვიმსჯელოთ, ძვ. წ. III–II ათასწლეულთა მიჯნაზე საქართველოს მიწა–წყალზე დიდ ძვრებს უნდა ჰქონოდა ადგილი, საქართველოს მოსახლეობაში სხვა მხარეებიდან ხალხის ახალ ნაკადს ენდა შემოეღწია. ძვ. წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარსა და II ათასწლეულის პირველ ნახევარში განსაკუთრებით ძლიერდება საქართველოს და, საერთოდ, კავკასიის მატერიალურ კულტურაში წინააზიური ნაკადი. კარგად შეიმჩნევა ეს საჩხერეში მოპოვებული XV–XII სს. მასალის მაგალითზე, თუმცა წინააზიური გავლენის გაძლიერება შეიმჩნევა საქართველოს, კავკასიის და თვით რუსეთის მიწა-წყლის ბევრ სხვა ადგილას მოპოვებული ძეგლების მიხედვითაც. წინააზიური ელემენტების გაძლიერების ეს პროცესი ისეთი სიმძლავრითაა წარმოდგენილი მატერიალურ კულტურაში, რომ იგი მარტო კულტურულ–ეკონომიური კავშირების ინტენსიფიკაციას კი არ უნდა გულისხმობდეს, არამედ აგრეთვე წინააზიური წარმომავლობის ზოგიერთი ტომის შემოღწევას კავკასიასა და კიდევ უფრო ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაზე. ამავე პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულისათვის სამხრეთ ამიერკავკასიის, მათ შორის საქართველოს რიგი სამხრეთი რაიონების ტერიტორიაზე ახალი, მეტად ორიგინალური კულტურის, ე. წ. თრიალეთის კულტურის გამოჩენა. იგი მკვეთრად განსხვავდება მისი წინამორბედის – მტკვარ-არაქსის კულტურისაგან. თრიალეთის შუა ბრინჯაოს ხანის კულტურა ძლიერ კავშირს ავლენს სამხრეთის რაიონებთან – დასავლეთ–ირანულ (ზაგროს-ელამურ) და შუმერულ სამყაროსთან. ამაზე ყურადღება გაამახვილა უკვე ამ კულტურის აღმომჩენმა აკად. ბ. კუფტინმა. ერთ–ერთ ძირითად ნაკადად, რომელმაც თრიალეთის კულტურის ჩამოყალიბება გამოიწვია, ჩ. ბარნეიც ჩრდილო–დასავლეთ სპარსეთიდან მომავალ ნაკადს მიიჩნევს. თუმცა, აღსანიშნავია, რომ იგივე მკვლევარი თრიალეთის კულტურაში ხედავს აგრეთვე ჩრდილოეთიდან, ტრიპოლიეს კულტურის არედან მომდინარე ნაკადს. ჩ. ბარნეი ცდილობს ეს კავკასიის გავლით ჩრდილოეთიდან მცირე აზიაში ხეთი–ნესიტების შემოსევის ნაკვალევად მიიჩნიოს. მაგრამ ყველაფერი ის, რაც ჩვენ ვიცით ხეთების უძველესი ისტორიისა და ხეთების სამეფოს წარმოქმნის შესახებ, შეუძლებელს ხდის ჩ. ბარნეის ამ მოსაზრებას, ისევე როგორც მცირე აზიაში ხეთების კავკასიის გზით შეჭრის ვარაუდს. მართალია, თრიალეთურ კულტურაში თავს იჩენს ჩრდილოური ელემენტებიც, რაც ამ მოსახლეობასთან კონტაქტზე ან კიდევ ამიერკავკასიაში ჩრდილოური ტრადიციების მატარებელი გარკვეული ჯგუფების გამოჩენაზე შეიძლება მეტყველებდეს, მაგრამ წამყვანი მასში მაინც სამხრეთული (ჩრდილო–დასავლურირანული) ნაკადი ჩანს და ამ კულტურის გენეზისიც საერთოდ შეიძლება დავუკავშიროთ წინააზიური ელემენტების იმ ექსპანსიას, რომელიც კარგად იგრძნობა ძველაღმოსავლური სამყაროს ჩრდილოეთი მხარეების (ამიერკავკასია, მცირე აზია, კავკასიონის ჩრდილოეთით მდებარე მიწა–წყალი) მატერიალური კულტურის მაგალითზე ძვ. წ. III ათასწლეულის დასასრულსა და II ათასწლეულის დასაწყისში. ამ სამხრეთული, წინააზიური ელემენტების აქტივობას უნდა უკავშირდებოდეს მტკვარ–არაქსის კულტურის განადგურება და წინააზიური ნაკადის გაძლიერება ამიერკავკასიის მატერიალურ კულტურაში (ადრებრინჯაოს კულტურის საჩხერეს ეტაპი და თრიალეთის კულტურა), ისევე როგორც ხურიტული და პროტოხეთური ტომების გავრცელება ჩრდილოეთი მესოპოტამიის, ჩრდილოეთი სირიის, კილიკიის, აღმოსავლეთი და ცენტრალური ანატოლიის ფართო ტერიტორიაზე. თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამ პროცესის ერთ-ერთ რგოლად მოჩანს. თრიალეთის კულტურას მეტად მკაფიო პარალელები მოეპოვება არა მარტო ჩრდილო–დასავლური ირანის მატერიალურ კულტურაში, არამედ ხეთურ სამყაროშიც: ჩაცმა-დახურვა; საკულტო წეს–ჩვეულებები (საკულტო სცენებს თრიალეთის ვერცხლის თასზე უახლოვებენ ხეთების დედაქალაქის მახლობლად იაზილიკაიას კლდეზე ამოკვეთილ საკულტო სცენებს); დაკრძალვის თრიალეთური წესი (იხ. ზემოთ) თითქოს ზუსტად იმეორებს ხეთური წერილობითი წყაროებიდან ცნობილ ხეთების მეფე–დედოფლის დაკრძალვის წესს. მაგრამ საინტერესოა, რომ ასეთი ჩვეულება ხეთებთან მხოლოდ გვიან, “ახალი სამეფოს” ხანაში (XV–XIIIსს.) ჩანს დამკვიდრებული, მაშინ, როდესაც თრიალეთში ეს “ხეთური ანალოგიები” უფრო ადრინდელ ხანაში იჩენს თავს. ბევრი სიახლე, რომელიც “ხეთების ახალ სამეფოში” გამოვლინდა, უკავშირდება ხურიტული გავლენის გაძლიერებას, ხურიტების ჰეგემონობის დამყარებას ხეთებთან ძველიდან ახალ სამეფოზე გარდამავალ პერიოდში. ხურიტული (?) წარმომავლობის ნიშნები ხეთების კულტურასა და რელიგიაში უფრო ადრე ჩანს თრიალეთის კულტურაში. ამიტომაც თრიალეთის კულტურის გამოჩენა ამიერკავკასიაში შეიძლება აგრეთვე გარკვეულ კავშირში იყოს ჩრდილო–დასავლეთი ირანიდან მომდინარე ხურიტული ტომების სავარაუდებელ ექსპანსიასთან. რა თქმა უნდა, იმპულსები, რომლის შესახებაც ჩვენ ვსაუბრობთ, სრულიადაც არ გულისხმობენ თრიალეთის კულტურის მთელ არეში მოსახლეობის ერთიანად შეცვლას. საქმე ეხება უმთავრესად პოლიტიკურ ჰეგემონობას, მატერიალური კულტურის თვალსაჩინო მონაპოვართა დანერგვას, ნაწილობრივ თვით საკულტო–რელიგიურ სფეროში ახალი წეს-ჩვეულებების გავრცელებას და ა. შ. ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, მოსდევდა უცხო ელემენტის ჩამოსახლებას, თუმცა, არ არის სავალდებულო, მაინცდამაინც მრავალრიცხოვანი და კომპაქტური მასის სახით. ეთნიკურ განვითარების პროცესში წამყვან როლს ალბათ ახლაც, ისევე როგორც უფრო ადრე, ადგილობრივი კავკასიური მოსახლეობა, მათ შორის ქართველი ტომები ასრულებდნენ, რომელნიც საბოლოო ჯამში ჩამოსახლებული მოსახლეობის ასიმილაციას ახდენენ. ამიტომ ვფიქრობთ, რომ ძველ დროს აქ დამკვიდრებული ინდოევროპული წარმომავლობის მოსახლეობასთან ერთად, ქართველურ ტომებს უნდა შერწყმოდა უფრო გვიან, ძვ. წ. III-II ათასწლეულში აქ გამოჩენილი ცალკეული წინააზიური (ხურიტული?) წარმომავლობის ტომიც. დამახასიათებელია, რომ არქეოლოგიური და ანთროპოლოგიური მონაცემებიც ლაპარაკობენ უძველესი დროიდანვე საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის ერთიანად შეცვლის წინააღმდეგ და კულტურისა და ანთროპოლოგიური ტიპის მხრივ ავლენენ მემკვიდრეულ კავშირს ამ მხარის უფრო გვიანდელ და უფრო ადრეულ მოსახლეობას შორის. ძვ. წ. II ათასწლეული შუა ხანებისათვის, კერძოდ, გვიან ბრინჯაოს ხანის დასაწყისში, როგორც ჩანს, ამიერკავკასიის მიწა–წყალზე კიდევ უფრო შორს წასულა მოსახლეობის ეთნიკური კონსოლიდაციის პროცესი. მონათესავე ტომების არეალში ყალიბდება ვრცელი ტერიტორიების მომცველი ერთგვაროვანი მატერიალური კულტურა. ერთ ასეთ არეალს წარმოადგენდა “კოლხური კულტურის არეალი”, რომელიც მოიცავდა მთელ დღევანდელ დასავლეთ და, აგრეთვე, მნიშვნელოვანწილად სამხრეთ საქართველოს, ისევე როგორც აღმოსავლეთ საქართველოს დასავლეთ რაიონებს (იხ. ზემოთ). ამასთანავე, ეს კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთაც, თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონებში და აგრეთვე ჩრდილო კავკასიაში. გვიანი ბრინჯაოს ხანაში ქართველურ ეთნიკურ ჯგუფს, პირველ ყოვლისა, სწორედ ეს კულტურა უნდა დაუკავშირდეს. “კოლხური კულტურა” წარმოადგენდა ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართველი ტომების კულტურას, თუმცა მისი გავრცელების არეში უნდა ეცხოვრა აგრეთვე აფხაზურ ადიღეური და, კიდევ სხვა წარმომავლობის ზოგიერთ ტომს. ამავე ხანაში კულტურის მხრივ ბევრ საერთოს ავლენს ცენტრალური და აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მოსახლეობა. ამ კულტურის არეში, როგორც ჩანს, ქართველ ტომებს გარდა ბევრი ჩაჩნური (ვეინახური) და დაღესტნური ტომი ცხოვრობდა. ამგვარი მოსახლეობის მომცველი ზოგი რაიონი შემდეგში (ანტიკურ ხანაში) ქართლის ჰეგემონობის არეში მოექცა და აქაური მოსახლეობაც ქართველ ტომებში გაითქვიფა და ქართველი ხალხის შემადგენლობაში შევიდა. ამიტომ არის, რომ მთელ რიგ აღმოსავლურქართულ დიალექტში მძლავრად იგრძნობა ვეინახურ–დაღესტნური, უპირატესად ვეინახური, სუბსტრატის არსებობა. ვეინახურმა ლექსიკამ ერთგვარი რაოდენობით გაიკვლია გზა ქართული ენის უძველეს ლექსიკაში. ენობრივი მონაცემები ცხადყოფს, რომ ქართველ ტომებში უნდა გათქვეფილიყო და ქართველი ხალხის შემადგენლობაში უნდა შემოსულიყო აგრეთვე ძველაღმოსავლური ცივილიზაციის შემქმნელი, სამხრეთში მცხოვრები ხალხების (ხურიტების, ხეთების, ურარტელების) გარკვეული ნაკადი. ამისი ნაკვალევი თავს იჩენს ქართველთა ენაში. განსაკუთრებით მრავლისმეტყველია ამ მხრივ ურარტული ენიდან ქართულში შემოსული ზოგი ფაქტი – ქართულ ენაში მრიპოვება ზოგიერთი გამოთქმა, რომელიც ვერ აიხსნება ქართველური ენების მონაცემებით, თავისი შედგენილობით გაუგებარია, მაგრამ მშვენიერ ახსნას პოვებს სწორედ ურარტული ენის საფუძველზე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) shamili ვეცდები ვიპოვო იბერო კავკასიური ერთობის მეცნიერული დადასტურება და დავაკოპირო ნუ, იპოვი, რა თქმა უნდა - ჩიქობავას ენათმეცნიერული სკოლის კოპირაითია ეს იდეები. მოძველებულია და აკადემიური ენათმეცნიერების მიერ გაუზიარებელი. ისე, ბევრი რომ ეძებო, სხვა რაღაცეებსაც იპოვი - მაგ., იმას, რომ თურმე ამერიკა პირველად აფხაზებსა და/თუ ჩერქეზებს აღმოუჩენიათ (არ ვხუმრობ) და ა.შ. სკვით–სარმატებში ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილოკავკასიური მოსახლეობა იგულისხმება. ნუ, აქამდე წავიკითხე, ამის მერე უკვე ჩემი იუმორი არ ვრცელდება. Edited May 15, 2010 by Grig Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ვის ვის და ზვიადს არ ეშლებოდა ქართველთა წარმოშობა და იბერო კავკასიური გენეტიკა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 თურმე ამერიკა პირველად აფხაზებსა და/თუ ჩერქეზებს აღმოუჩენიათერიკ მწითური აფხაზი ხო არ იყო? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 კარგით რა. სირცხვილია მაგის დაჯერება. ისეთივე სირცხვილია ქაფიანიძე რო შუმერულად წერს და ლაპარაკობს თავისუფლად. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
shamili Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 კარგით რა. სირცხვილია მაგის დაჯერება. ისეთივე სირცხვილია ქაფიანიძე რო შუმერულად წერს და ლაპარაკობს თავისუფლად. რატომ არის სირცხვილი მაინც ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
babuagiorgi Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 მოკლედ ერთ ჯიგრულ თემას არ გაახარებს ეს ხალხი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Saturn ერიკ მწითური აფხაზი ხო არ იყო? არა, უფრო ადრეულ ამბებზეა იქ ბაზარი - ჩერკეზ-იროკეზ და ა.შ. shamili ვის ვის და ზვიადს არ ეშლებოდა ქართველთა წარმოშობა და იბერო კავკასიური გენეტიკა ზ. გამსახურდიას აქვს ასეთი წიგნი (ლექციების კრებულია), ჰქვიან 'საქართველოს სულიერი მისია" თუ რაღაც ამგვარი, ჰოდა იქ, შპენგლერის ცნობილ ფრაზას რომ დავესესხო, გვერდების ნუმერაციის გარდა არაფერი არ არის მართალი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Saturn არა, უფრო ადრეულ ამბებზეა იქ ბაზარი - ჩერკეზ-იროკეზ და ა.შ. :givi: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 asesino_141 ეეეჰ, შენ ამაზე გეცინება და ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია პოსტსაბჭოური ისტორიოგრაფიის მარგალიტებიდან. მაგ., აზერებს (მგონი) სკოლაში ასწავლიან, რომ შუმერები თურქ-აზერები იყვნენ, თითქოს კავკასიაში პირველად მაგენი დასახლდნენ და სხვები მერე მოვეთრიეთ აქანე; უკრაინაში სერიოზულად განიხილავენ ჰიპოთეზას თითქოს ეტრუსკები უკრაინელები იყვნენ; რუსეთში კი გამოჩნდა ერთი შარლაქტანი, რომელსაც ბევრი მომხრე ჰყავს (მათ შორის კასპაროვი) და ისეთ რაღაცეებს ამტკიცებს... მაგ. ივან გროზნი და ბათო ყაენი ერთი და იგივე ადამიანები არიანო; ოქროს ურდო სინამდვილეში მოსკოვში იყოვო; ქრისტე მე-13 საუკუნეში ცხოვრობდაო და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Marta1 Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 რაღა სომხები და რაღა ჩვენ, ყველაფერი ჩვენ უნდა გავაბუქოთ.ჯიგარი დაიწო :პატარაერისსინდრომი: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.