Jump to content
Planeta.Ge

ჩვენ ვკვდებით მაგრამ არ ვნებდებით !


Recommended Posts

ზვიადი, მერაბი, ჯოჰარი. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც რუსული სატანური იმპერიის მარწუხებისგან იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა დახსნას და გაერთიანებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. თავისუფალი და ერთიანი კავკასია და იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა ეროვნული, პოლიტიკური, კულტურული თავისუფლება და აღზევება ის ზეიდეა იყო რომლისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს მსხვერპლად და შეჰქმნეს ულამაზესი ჰეროიკული ფურცელი მსოფლიო ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წმინდა პანთეონში.

 

მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი არ აძლევთ მოსვენებას კრემლის სატრაპებსა და რუსული სატანიზმის მსახურებს. მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი უდიდესი ნაღმია რუეთის იმპერიისთვის, რადგან კარგად უწყიან იმპერიის ყურმოჭრილმა მონებმა რომ მათ მაგალითზე კვლავ იზრდებიან ,, ალგეთს ლეკვები მგლისანი ''.

 

ზვიადი, მერაბი და ჯოჰარი დამარცხებულებად არ იწოდებიან სანამ არსებობს იდეა იბერო იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთობის, ერთიანი კავკასიური სახლის იდეა, სანამ არსებობენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები, ვაინახები ( ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები, ბაცბები ), დაღისტნელი ერები ( ავარიელნი, დიდოელნი, ლეკები, ხუნძები, წახები, უდინები, ლეზგიელნი და სხვანი ), ადიღელი ერები ( ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები, ადიღელები ).

 

კავკასია სისხლში ცურავს, სულს ღაფავს, მაგრამ მაინც სფინქსივით იკრებს ძალას და მაინც იბრძვის და იბრძოლებს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 40
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Top Posters In This Topic

shamili

ჰო არ გეთანხმები არასდროს?

მაინც კარგია რომ ქართული,ჯიგრული სული გაქვს . ეს მომწონს,სხვა არაფერი.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ზვიადი, მერაბი, ჯოჰარი. ეს ის ადამიანები არიან რომლებიც რუსული სატანური იმპერიის მარწუხებისგან იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა დახსნას და გაერთიანებისთვის ბრძოლას შეეწირნენ. თავისუფალი და ერთიანი კავკასია და იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთა ეროვნული, პოლიტიკური, კულტურული თავისუფლება და აღზევება ის ზეიდეა იყო რომლისთვისაც მათ თავიანთი სიცოცხლე გაიღეს მსხვერპლად და შეჰქმნეს ულამაზესი ჰეროიკული ფურცელი მსოფლიო ისტორიაში თავისუფლებისთვის მებრძოლთა წმინდა პანთეონში.

 

მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი არ აძლევთ მოსვენებას კრემლის სატრაპებსა და რუსული სატანიზმის მსახურებს. მკვდარი ზვიადის, მერაბის და ჯოჰარის სახელებიც კი უდიდესი ნაღმია რუეთის იმპერიისთვის, რადგან კარგად უწყიან იმპერიის ყურმოჭრილმა მონებმა რომ მათ მაგალითზე კვლავ იზრდებიან ,, ალგეთს ლეკვები მგლისანი ''.

 

ზვიადი, მერაბი და ჯოჰარი დამარცხებულებად არ იწოდებიან სანამ არსებობს იდეა იბერო იბერო კავკასიური მოდგმის, თარგამოსიანთა მოდგმის იგივე წინარეევროპული მოდგმის ერთობის, ერთიანი კავკასიური სახლის იდეა, სანამ არსებობენ თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველები, ვაინახები ( ჩეჩნები, ინგუშები, ქისტები, ბაცბები ), დაღისტნელი ერები ( ავარიელნი, დიდოელნი, ლეკები, ხუნძები, წახები, უდინები, ლეზგიელნი და სხვანი ), ადიღელი ერები ( ჩერქეზები, ყაბარდოელები, აბაზები, ადიღელები ).

 

კავკასია სისხლში ცურავს, სულს ღაფავს, მაგრამ მაინც სფინქსივით იკრებს ძალას და მაინც იბრძვის და იბრძოლებს თავისუფლებისა და ერთიანობისთვის.

 

ჯიგრული თემაა.

გეთანხმები.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ჯიგრული თემაა.

გეთანხმები.

გრეჩოს არ იყოს, ჯიგრულობას ვერ გაცდება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

აი არ მემის და მომკალი... :D

 

არ ეთანხმები არაფერში და მაინც მისი ქართული ჯიგრული სული მოგწონს. :D აი ეგ ჯიგრული სულია ზუსტად რასაც ეთანხმებით და მოგწონთ, (შამილ შენზე არაა ლაპარაკი) აი ეგ ჯიგრული სული გვღუპავს, დაგვღუპავს და დაგვასამარებს სამუდამოდ... როგორ შეიძლება მოგწონდეს ის, რასაც არასდროს ეთანხმები?

 

ჰეროიზმი, რომელსაც შედეგი არ მოაქვს ფუჭია და კაპიკია მისი ფასი. კიდევ უფრო მეტად გროშის ფასია ამ ჰეროიზმის განდიდება და არარსებულ გბირებს გამოკიდება და მობღაუჭება.. გაახილეთ ხალხო თვალები - ტრაკში ვართ და ამ ტრაკის შემოქმედნი ჩვენ თვითონა ვართ... არც ზვიადი, არც ედო და არც მიშა, ჩვენ თვითონ... ჩვენა ვართ ამ ტრაგედიის გმირები... გმირებს ვეძებთ წარსულში თითქოს მკვდრეთით აღდგებიან და ცეცხლის მახვილს დასცემენ მტერს...

Edited by asesino_141
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ძუკუ

გრეჩოს არ იყოს, ჯიგრულობას ვერ გაცდება.

მეც ეგ ვიფიქრე)))

 

ცოტა რამე რეალური რომ იყოს ვერა?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში სასურველია თუ დაწერთ თქვენი ხედვის შესახებ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩრდილოკავკასიელებთან დასაახლოებლად .

 

ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ინიციატივას ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რა თქმა უნდა მივესალმები, მაგრამ პანკავკასიზმი არ არის ის სფერო რომლის განხორციელებასაც ეს უპრინციპო ხელისუფლება შეძლებს. აუცილებელია თბილისი გახდეს ჩრდილოკავკაისური ემიგრაციის ცენტრი, იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლება ოფიციალური მოწვევით უნდა ჩამოვიყვანოთ ლონდონიდან თბილისში და ასევე ჩერქეზთა კონგრესი და ნებისმიერი კავკასიური განმანთავისუფლებელი გაერთიანება უნდა მოვიწვიოთ თბილისში და თბილისი უნდა გავხადოთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცენტრი.

ასევე უნდა შევიმუშაოთ გზები რათა მივაწვდინოთ მსოფლიოს ინფორმაციები ჩრდილოკავკასიელებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და უნდა ვეცადოთ რომ ჩრდილოკავკასიის დროებით ოკუპირებულ რესპუბლიკებში შევიდნენ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები.

Edited by shamili
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

ამ თემაში სასურველია თუ დაწერთ თქვენი ხედვის შესახებ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია

პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის შიგნით არსებული კონფლიქტები უნდა მოვაგვაროთ.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

მ თემაში სასურველია თუ დაწერთ თქვენი ხედვის შესახებ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩრდილოკავკასიელებთან დასაახლოებლად .

ჩემი აზრით, საქართველო ისეთ მდგომარეობაშია, კავკასიის პოლიტიკური ცენტრი კი არა შეიძლება თბილისის შენარჩუნებაც სათუო გახდეს.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

იბერო კავკასიური მოდგმის

 

იბერიულ-კავკასიური ჰიპოთეზა უარყოფილია თანამედროვე მეცნიერების მიერ.

 

თარგამოსიანთა მოდგმის

 

ჰოოო, ესენი კი არჩევნებში საპატიო ბრინჯაოს ან ვერცხლის მედალს აიღებენ. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

shamili

 

უნდა გავაძლიეროთ რწმენა, განათლება და ეკონომიკა.

 

უნდა დავივიწყოთ ურწმუნოება, დავივიწყოთ მილიტარისტული მისწრაფებები, შევქმნათ ძლიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.

 

აი ესაა ერთადერთი ჩვენი ხსნა, რაც გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომას და განვითარებას.

 

ეს არის გზა გადარჩენისკენ და მერე შეგვიძლია შენი სანუკვარი იდეების ხორცშესხმაზეც ვიფიქროთ, ოღონდ ფრთხილად, ყოველგვარი მილიტარისტული მამლაყინწობის გარეშე.

 

არა ძალით, არამედ ჭკუით. :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Grig

იბერიულ-კავკასიური ჰიპოთეზა უარყოფილია თანამედროვე მეცნიერების მიერ.

საიდან ეგ ინფო?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ამ თემაში სასურველია თუ დაწერთ თქვენი ხედვის შესახებ, როგორ უნდა დავიბრუნოთ კავკასიის პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ჩრდილოკავკასიელებთან დასაახლოებლად .

 

ხელისუფლების მიერ წამოწყებულ ინიციატივას ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შესახებ რა თქმა უნდა მივესალმები, მაგრამ პანკავკასიზმი არ არის ის სფერო რომლის განხორციელებასაც ეს უპრინციპო ხელისუფლება შეძლებს. აუცილებელია თბილისი გახდეს ჩრდილოკავკაისური ემიგრაციის ცენტრი, იჩქერიის ლეგიტიმური ხელისუფლება ოფიციალური მოწვევით უნდა ჩამოვიყვანოთ ლონდონიდან თბილისში და ასევე ჩერქეზთა კონგრესი და ნებისმიერი კავკასიური განმანთავისუფლებელი გაერთიანება უნდა მოვიწვიოთ თბილისში და თბილისი უნდა გავხადოთ კავკასიის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ცენტრი.

ასევე უნდა შევიმუშაოთ გზები რათა მივაწვდინოთ მსოფლიოს ინფორმაციები ჩრდილოკავკასიელებზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ და უნდა ვეცადოთ რომ ჩრდილოკავკასიის დროებით ოკუპირებულ რესპუბლიკებში შევიდნენ გაეროს და ეუთოს დამკვირვებლები.

 

ანუ როგორ გავხდეთ იმპერია? და ვინ მოგცემს ამის უფლებას ?

 

shamili

 

უნდა გავაძლიეროთ რწმენა, განათლება და ეკონომიკა.

 

უნდა დავივიწყოთ ურწმუნოება, დავივიწყოთ მილიტარისტული მისწრაფებები, შევქმნათ ძლიერი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო.

 

აი ესაა ერთადერთი ჩვენი ხსნა, რაც გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომას და განვითარებას.

 

ეს არის გზა გადარჩენისკენ და მერე შეგვიძლია შენი სანუკვარი იდეების ხორცშესხმაზეც ვიფიქროთ, ოღონდ ფრთხილად, ყოველგვარი მილიტარისტული მამლაყინწობის გარეშე.

 

არა ძალით, არამედ ჭკუით. :D

 

კიდე უნდა მივხედოთ რეგიონებს და სპორტი განვავითაროთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

newstudio

საიდან ეგ ინფო?

 

ქართული ენის ნათესაობას ჩრდილოკავკასიურ ენებთან თანამედროვე ლინგვისტიკა არ ადასტურებს. დაგუგლე - იქ ბევრია ამაზე ინფორმაცია, როგორც ინგლისურად, ასევე რუსულადაც.

Edited by Grig
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...