Jump to content
Planeta.Ge

ალასანიას საიტი ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა


Recommended Posts

“ალიანსი საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატი ირაკლი ალასანია სოფელ დიღმის მოსახლეობას შეხვდა და მათი პრობლემები მოისმინა.   შეხვედრაზე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით ზალკალიანიც იმყოფებოდა.

 

 

ირაკლი ალასანიას განცხადებით, ამ სოფელში მოუწესრიგებელია გზები, წყალი გრაფიკით მიეწოდება მოსახლეობას. ასევე, მისი თქმით,  სოფელი დიღმის მოსახლეობის მთავარ პრობლემას მიწის დაკანონება წარმოადგენს.

 

 

“სოფელ დიღმის მოსახლეობა, ძირითადად, დაკავებულია მიწათმოქმედებით და ეს არის ძალიან კარგი. თუმცა, მათ ჯერ კიდევ არა აქვთ მფლობელობაში გადაცემული  მიწები, რომლებსაც წლების განმავლობაში ამუშავებენ. ეს არის არასამართლიანი მიდგომა მოსახლეობის მიმართ და სწორედ ამის გამოსწორებას ვაპირებთ პირველ რიგში. ამდენი ხნის განმავლობაში ამ ადამიანებს პირდებოდნენ მიწების დაკანონებას, თუმცა -  ამაოდ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

 

 

დავით ზალკალიანი კი, სოფელ დიღმის მოსახლეობას, მისი მაჟორიტარ დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ყველა იმ პრობლემის მოგვარებას დაპირდა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებთ.

 

 

 

 

ნახეთ

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...