Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 McLaren ერეკლე დეისაძე - თანამედროვე შოთა რუსთაველი კაი რა - ნამუს ჩუნემ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Grig არა ვიცი, ამ თემაში გაახსენდა თუ არა ვინმეს, მაგრამ იყო დრო და მომენტი სამღვდელოების ნაწილი "ვეფხისტყაოსნის" წინააღმდეგაც ილაშქრებდა.სამღვდელოებას ვის წინააღმდეგაც უნდა გაილაშქროს, აქვს უფლება, მაგრამ საპატრარქოს განცხადება მაგაზე რომ არაა, არა უშავს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ის ონფორმაცია რაც მე გამაჩნია ვეფხისტყაოსნის კითხვა აკრძალა ერთმა ეპისკოპოსმა მე-17 საუკუნეში ბერ-მონაზვნებს აუკრძალა და არა საერო პირებს,იმიტომ რომ არ კითხულობდნენ სასულიერო ლიტერატურას,წიგნის კითხვა ვინც იცოდა მაშინ 80% აუკრძალია ვეფხისტყაოსნის კითხვა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ლა ლა ლა ლა ლა ლა ლააააააააააააააააააააააააყველა კარგად ამყოფოს ღმერთმა და არავინ არა ვართ ცას გამოკერებული და პატრიარქი როცა გარდაიცვლება (ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს ვუსურვებ) მერე ნახეთ რა დაკა-დაკა წავა ეკლესიაში და საზოგადოებაშიც Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 უბრალოდ, ხელოვნება (თუ ხელოვნების მცდელობა) ვერ იტანს ჩარჩოებს. ეკლესიას შეუძლია გააკრიტიკოს და გაკიცხოს რაიმე, შეაჩვენოს ბოლოს და ბოლოს, მაგრამ ძალადობა - ეს გაუმართლებელია. ამ განცხადებაში ვერ დავინახე ძალადობის მკაფიო კრიტიკა, რასაც ეკლესია ადრე მკალავიშვილის მისამართით აკეთებდა ხოლმე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ძუკუ Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Grig ფლეიბოი არა - პენტხაუზი; დირექტორი არა - გამომცემელი.ხო ლარი ფლინტი.GeoStream 1. ალბათ იმ სტუდენტების (რომლებსაც აიძულებდნენ ამ წიგნის ყიდვას) უფლებების შეზღუდვა თქვენთვის მიღებულია.ეს არა მგონია მართალი იყოს. ილიას უნივერსიტეტის შესასვლელის მარჯვნივ წიგნის მაღაზიაა, რომელიც არა მგონია მათ ეკუთვნოდეთ(ალბათ ფართს ქირაობენ) და იქ მოხდა ამ წიგნის პრეზენტაცია, ისე როგორც სხვა ბევრი წიგნის რომელიც მანდ იყიდება. ფორმალურად ინსტიტუტის ხელმძღვანელობას მაგასთან საქმე არ აქვს და მე არ მესმის როგორ უნდა ეიძულებინათ სტუდენტებისთვის ამ წიგნის ყიდვა. ისე ამდენი ამბავი რომ არ ატეხილიყო, იდებოდა ის წიგნი თაროებზე და ერთი ოცი ცალი გაიყიდებოდა ავტორის ნაცნობ-მეგობრებში. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 aiv ყველა კარგად ამყოფოს ღმერთმა და არავინ არა ვართ ცას გამოკერებული და პატრიარქი როცა გარდაიცვლება (ჯანმრთელობას და დღეგრძელ სიცოცხლეს ვუსურვებ) მერე ნახეთ რა დაკა-დაკა წავა ეკლესიაში და საზოგადოებაშიც მართალია, სამწუხაროდ. თუ გიჟისტები მანამდე ხელისუფლებაში იქნებიან, მაშინ ვინმე თავიასანს დაგვისვამენ, а ля ბასილი კობახიძე. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 პირველყოფილი რწმენა-წარმოდგენები-არმაზის კულტი (მაზდეანობის ქართული ვარიანტი)-მანიქევლობა-მონოფიზიტობა-დიოფიზიტობა-კომუნისტური-ათეიზმი რამდენი საფეხური გავიარეთ დღემდე და ყველა უარყოფილია ერთის გარდა. ესეც თქვენი ხელოვნური ისტორიაც......... მუდამ ესეთები ვიყავით, მუდამ ისეთები ვიყავით.. ტაში ტუში ფელამუში Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ეს ხალხი გადამრევს რა! მეტი რა უნდა გითხრან??? ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისკენ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Grig Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Siknadmo ეს აკრძალვა საქართველოს ეკლესიაში არ დამკვიდრებულა "აკრძალვა" არ მიხსენებია მე, "ილაშქრებდა" მეთქი. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
aiv Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 თუ გიჟისტები მანამდე ხელისუფლებაში იქნებიან, მაშინ ვინმე თავიასანს დაგვისვამენ, а ля ბასილი კობახიძეგიჟისტები უძახე შენ და საერთოდაც რო არ ჩაერიონ საქმე მაინც გაკეთდება Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 უხამსობისგან და რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვს.ვეთანხმები საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს ცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს.ვეთანხმებისაპატრიარქოს განცხადების თანახმად, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ.ვეთანხმები, დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადავიდეს “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა”, _ ნათქვამია განცხადებაში.ვეთანხმები საპატრიარქოში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რადგან ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე. ამასთან, ეკლესია ერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას.ვეთანხმებიდემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული; ამიტომაც არის საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას”ვეთანხმები საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა და წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძე, დაკვეთის შემსრულებელი, ბრმა იარაღი იყო, რათა მართლმადიდებელთა პროვოცირება მოეხდინათ; მათზე აპელირებით კი, მერე უშუალოდ ეკლესიის ავტორიტეტზე განეხორციელებინათ დარტყმა.ვეთანხმები ეს “წიგნი” და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისკენ. დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის”, _ ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქო აღნიშნავს, თუ რა არის ეს საშიშროებები. კერძოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება, არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს.ვეთAნხმები ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში.ვეთანხმები Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში.აუცილებელია, მცირერიცხოვან პედერასტებს არ უნდა მიეცეთ ასპარეზი რომ მოსახლეობის უმრავლესობას შეურაცხყოფა მიაყენონ,მითუმეტეს რომ დღეს ასეთ მასტებს აქვთ დაფინანსება და მათი მომხრეები სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან Edited May 15, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
GeoStream Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 GeoStream ეს არა მგონია მართალი იყოს. ილიას უნივერსიტეტის შესასვლელის მარჯვნივ წიგნის მაღაზიაა, რომელიც არა მგონია მათ ეკუთვნოდეთ(ალბათ ფართს ქირაობენ) და იქ მოხდა ამ წიგნის პრეზენტაცია, ისე როგორც სხვა ბევრი წიგნის რომელიც მანდ იყიდება. ფორმალურად ინსტიტუტის ხელმძღვანელობას მაგასთან საქმე არ აქვს და მე არ მესმის როგორ უნდა ეიძულებინათ სტუდენტებისთვის ამ წიგნის ყიდვა. ისე ამდენი ამბავი რომ არ ატეხილიყო, იდებოდა ის წიგნი თაროებზე და ერთი ოცი ცალი გაიყიდებოდა ავტორის ნაცნობ-მეგობრებში.თუ შეგიძლიათ გადაამოწმეთ. რატომ მოითხოვდნენ სტუდენტები რექტორის გადადგომას. მგონი, ნათქვამი იყო გვაძალებს ყიდვასაო... თავს არ დავდებ, მაგრამ მსგავსი რამე მახსოვს თავიდანვე, როცა სტუდენტების გამოსვლები დაიწყო... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 GeoStream მგონი, ნათქვამი იყო გვაძალებს ყიდვასაო...რატომა რ გამოვრიცხავ?))) Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.