analgin Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 უხამსობისგან და რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვს. საქართველოს საპატრიარქომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ეკლესია დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს ცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს. საპატრიარქო ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს - გახმაურებული “წიგნის” და ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში მომხდარ ინციდენტს ეხმაურება.საპატრიარქოს განცხადების თანახმად, უკვე რამდენიმე წელია, აქტიურად მიმდინარეობს ბრძოლა ეროვნული ფასეულობებისა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ. საპატრიარქო მიიჩნევს, რომ გახმაურებული “წიგნის” არცთუ ისე დიდი ხნის წინ შემდგარი პრეზენტაციაც ამ მიზნით შემუშავებული ახალი გეგმის პირველი ნაწილი იყო; პროვოკაციის მეორე ნაწილი კი ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში განხორციელდა.“დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადავიდეს “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატა”, _ ნათქვამია განცხადებაში. საპატრიარქოში განმარტავენ, რომ საქართველოს ეკლესია, ქრისტიანული მორალიდან გამომდინარე, ძალადობას ვერასოდეს დაუჭერს მხარს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მომდინარეობდეს იგი, რადგან ეკლესია არის ურთიერთგაგების, ერთობისა და მშვიდობის მომხრე და მოსურნე. ამასთან, ეკლესია ერ დაუჭერს მხარს უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას.“დემოკრატიულ ღირებულებებს, რა თქმა უნდა, ჩვენ პატივს ვცემთ და ვიზიარებთ, მაგრამ ფაქტია ისიც, რომ თავისუფლება არ ნიშნავს ყველაფრის უფლებას. ამიტომაცაა ევროპის თითქმის ყველა ტრადიციულ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება და პატივისა და ღირსების უფლება თანაბრად დაცული; ამიტომაც არის საყოველთაოდ აღიარებული, რომ გამოხატვის თავისუფლება მთავრდება იქ, სადაც იწყება სხვათა უფლებების დარღვევა; და რომ სიტყვის თავისუფლება არ ნიშნავს შუღლისა და დაპირისპირების პროვოცირების უფლებას, ეკლესიის შეურაცხყოფის, რელიგიური გრძნობების შელახვის და სახელმწიფო სიმბოლოების დამცირების უფლებას” _ ნათქვამია განცხადებაში.საქართველოს საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ყველაფერი შეგნებულად გაკეთდა და წიგნის ავტორი ერეკლე დეისაძე, დაკვეთის შემსრულებელი, ბრმა იარაღი იყო, რათა მართლმადიდებელთა პროვოცირება მოეხდინათ; მათზე აპელირებით კი, მერე უშუალოდ ეკლესიის ავტორიტეტზე განეხორციელებინათ დარტყმა. “ეს “წიგნი” და მისი პრეზენტაციაც იყო სატყუარა, ხაფანგი, რაც შემდგომმა მოვლენებმა კიდევ უფრო ნათლად წარმოაჩინა. ამიტომაც საპატრიარქო არ ჩაერთო დებატებში და მოსახლეობასაც მოუწოდებს თავშეკავებისკენ. დღეს კი, როდესაც ვნებათაღელვა შედარებით დაცხრა და მეტნაკლებად გონივრული ქმედების საშუალება მიეცათ ადამიანებს, მიგვაჩნია, რომ ვალდებულნი ვართ, საზოგადოებაც და ხელისუფლებაც გავაფრთხილოთ იმ საშიშროების შესახებ, რასაც საკითხისადმი დღევანდელი მიდგომა გვიქადის”, _ ნათქვამია განცხადებაში.საპატრიარქო აღნიშნავს, თუ რა არის ეს საშიშროებები. კერძოდ, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ ქვეყანაში თუ აბსოლუტური უმრავლესობის რელიგიური გრძნობები ასე შეილახება, არავითარი გარანტია არ არის იმისა, რომ შინაურმა თუ გარეშე მტერმა ისარგებლოს ამით და დეისაძის მსგავსი ადამიანის საშუალებით ასევე განზრახ შელახოს სხვა რელიგიების ან სხვა ქრისტიანული მიმდინარეობების წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობებიც, რაც სამოქალაქო დაპირისპირების მიზეზად შეიძლება იქცეს და რამაც შეიძლება გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს. “ამიტომაც მივმართავთ ხელისუფალთ, რეალური შეფასება მისცენ მომხდარს და სასწრაფოდ მიიღონ კანონი, რომელიც სათანადოდ დაიცავს მოსახლეობას უხამსობისგან, დაიცავს პიროვნების და საზოგადოების პატივსა და ღირსებას, მათ რელიგიურ გრძნობებს. ამით ჩვენ დავიცავთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეთა მშვიდობასა და კეთილდღეობას”, _ აღნიშნულია განცხადებაში. ამასთან, საპატრიარქო შენიშნავს, რომ მართლმადიდებლობის სახელით არსებული არც ერთი ორგანიზაცია არ არის საპატრიარქოს ინიციატივით შექმნილი. http://www.interpressnews.ge/ge/index.php/...l&hd_line=1 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 არადა რაღაც პონტშI ამ განცხადებას სრულიად ვიზიარებ სატყუარა იყო ის წიგნი აბა რა....აიყოლიეს გაუგებარი ორგანიზაცია მმკ და შემდეგ რატომღაც ყველაფერი საპატრიარქოს დაბრალდა.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) ნწუ. იდიოტური განცხადებაა და ნუ მომთხოვთ პატივიო ვცე ამ ბოდვას... Edited May 15, 2010 by lasha_alo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) ყველაზე საღი შეფასება მიეცა ამ ყველაფერს. ჩაუვარდათ ზოგიერთებს კოვზი ნაცარში. Edited May 15, 2010 by analgin Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ყველაზე საღი შეფასება მიეცა ამ ყველაფერს.ეს საღია? სისულელეების კომპოტია. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Saturn Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 რელიგიური გრძნობების დასაცავად საპატრიარქო ხელისუფლებას კანონის მიიღებას სთხოვსვისი რელიგიური გრძნობების დასაცავად? ესაა მთავარი Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
analgin Posted May 15, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 სრული უნისონია ადმინისტრაციაში. ყველაზე საღია IMHO Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 გამოვხატავ რა ცემი უფლებით მქონდეს ყველკაფერზე ჩემი აზრი...ვუწოდებ ამას დიდ სისულელეს და არქიმანდრიტ რაფაელის ფრთის ტრიუმფად ეკლესიაში. ვიცი უმრავლესობა ვერ გამოგებს ,მაგრამ მალე დარწმუნდებით. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 Saturn ვისი რელიგიური გრძნობების დასაცავად? ესაა მთავარინებისმიერის.... lasha_alo გამოვხატავ რა ცემი უფლებით მქონდეს ყველკაფერზე ჩემი აზრი...ვუწოდებ ამას დიდ სისულელეს და არქიმანდრიტ რაფაელის ფრთის ტრიუმფად ეკლესიაში.ვერ დაგეთანხმები...როცა გამუდმებით მაგინებენ...მეც ხომ მაქვს აღშფოთების უფლება? მარტივი კIთხვაა ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ვერ დაგეთანხმები...როცა გამუდმებით მაგინებენ...მეც ხომ მაქვს აღშფოთების უფლება? მარტივი კIთხვაა ..სადამდე მივალთ, ნახავთ..... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ფუნდამენტალისტური ვნებები გამოავლინეს სააშკარაოზე დემოკრატიულ ღირებულებებს პატივს ცემს, თუმცა უზნეობის, უხამსობის, აღვირახსნილობისა და სატანიზმის პროპაგანდას მხარს არ დაუჭერს.ირანიზაცია ჰქვია ამას“დღეს არის მცდელობა, რომ ხალხის მთელი ყურადღება გადავიდეს “კავკასიის” ეთერში მომხდარ დაპირისპირების ფაქტზე, ხოლო მის გამომწვევ მიზეზებზე ცოტა ვინმე საუბრობს. სინამდვილეში კი, ფიზიკური დაპირისპირება გამოიწვია მორალურ-ფსიქოლოგიურმა ძალადობამ, რაც წიგნის დაბეჭდვასა და მისდამი პირდაპირ თუ ირიბ მხარდაჭერაში გამოიხატაანუ მერე რა რომ ცემესო არა ცემა, ძალადობა რა პრობლემააო, მთავარი პრობლემა ხომ ისაა რომ ხცალხი ჩვენი კონტროლიდან გამოდისო, განსაკუტრებით ახალგაზრდებიო.. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 რატომ არ ჩაერთო საპატრიარქო დებატებში და ეს ტვინგაქსუებულები მიუქსია? ააა, მანდაა ძაღლის თავი დამარხული Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Siknadmo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) ჯობია გვდევნონ ვიდრე ვდევნოთ,არაა საჭირო რომ ქრისტიანებს გვქონდეს კომფორტული გარემო, მითუმეტე4ს რომ დევნა არაა და არცაა მოსალოდნელიუბრალოდ გარემო იქნება არაქრისტიანული და ამას უნდა შეეგუოს ყველა მორწმუნე, Edited May 15, 2010 by Siknadmo Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha_alo Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ჯობია გვდევნონ ვიდრე ვდევნოთ,არაა საჭირო რომ ქრისტიანებს გვქონდეს კომფორტული გარემო, მითუმეტე4ს რომ დევნა არაა და არცაა მოსალოდნელიუბრალოდ გარემო იქნება არაქრისტიანული და ამას უნდა შეეგუოს ყველა მორწმუნე,არ მეგონა შენ პოსტს პლიუს ერთს თუ დავუწერდი ამ თემაში.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
lasha1997 Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 (edited) analgin რაც აქ წერია,ამას ვამბობდი ყოველთვის და ორი ხელის აწევით ვეთანხმები ამ ყველაფერს. ამ ხელისუფლებას ძილს არ აძლევს საპატრიარქოს რეიტინგი და ამათი მოწყობილია ყველა პროვოკაცია,რომლებსაც „ლიბერალები“ აწყობდნენ. Edited May 15, 2010 by lasha1997 Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.