FIORENTINO Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 საქარველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით რეგულარული არმიის ჯარისკაცი და რეზერვისტი დაკარგა ცხინვალის რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად საქარველოს შეიარაღებულმა ძალებმა ათასობით რეგულარული არმიის ჯარისკაცი და რეზერვისტი დაკარგა, - განაცხადეს "აი-ტი-ენ ექსკლუზივის" კორესპონდენტთნ საუბრისას კონდელიქტის ზონიდან დევნილმა მოქალაქეებმა. საომარი მოქმედებების თვითმხილველი მოქალაქეების თქმით, საქართველოს ხელისუფლება და ქართული მედია საზოგადოებას რეალურ სურათს უმალავს და არასწორ ინფორმაციას ავრცელებს რეგიონში არსებულ მდგომარეობაზე. "ჩვენ თავად ვნახეთ დაჭრილი და დახოცილი სამხედროებით და მშვიდობიანი მოქალაქეებით სავესე ქუჩები და ბაღები. სურათი პრაქტიკულად ყველა სოფელში მეორდება. ერედვი, თამარაშენი, ქურთა, ნული, ავნევი, კეხვი, პრაქტიკულად, დაცლილია მშვიდობიანი მოსახლეობისგან. ადგილზე დარჩენილების ბედი რუსი სამხედროების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული, რადგან უშუალოდ რეგიონის ქართული სოფლებისა და მათ შემოგარენ ტერიტორიებზე დახოცილი და დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენბობით თუ ვიმსჯელებთ, ქართული არმია ან არსებობს, ან გამოუსწორებელი დანაკარგები განიცადა და მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვის შესაძლებლობა აღარ გააჩნია. სოფლების ტერიტორიებზე განლაგებული ბატალიონები პრაქტიკულად სრულიად განადგურდა. იშვიათმა ჯარისკაცმა თუ შეძლო რუსეთის არმიის შეტევის შემდეგ გადარჩენა. გამონაკლისი არც ის რამდენიმე რეზერვისტთადანაყოფია, რომელმაც გაქცევას ადგილზე დარჩენა და მოწინააგმდეგესთან შეტაკება ამჯობინა", - აცხადებენ კონფლიქტის ზონიდან დევნილი მოქალაქეები. სააინფორმაციო სააგენტო "აი-ტი-ენ ექსკლუზივი" ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის ოფიციალურ სტრუქტურებში გადამოწმებას ვერ ახერხებს. ხელისუფლების განცხადებით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა, ფართომასშტაბიანი შეიარაღებული დაპირისპირების მიუხედავად, მინიმალური დანაკარგები განიცადეს, ცხინვალი და კონფლიქტის ზონის კიდევ რამდენიმე დასახლებული პუნქტი კი მხოლოდ ტაქტიკური მოსაზრებებიდან გამომდინარე დატოვეს. ოფიციალური მონაცემებით საომარი მოქმედებების დაწყებდან 94 სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი მონაცემები არ ვრცელდება. უახლესი ინფორმაციით, რუსეთის შეიაღაღებული ძალები არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით ქალაქ გორზე იერიშს ახორციელებენ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
ekaterine_eka Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 ქართული საჯარისო ნაწილები არ განადგურებულა... ნუ, ავრცელებს ისეთ ინფორმაციებს რაც რუსებს გულს უხარებს... ვერ ხედავ ისედაც წაგვლეკა რუსულმა დეზინფორმაციებმა... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
FIORENTINO Posted August 11, 2008 Author დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 რა შუაშია რუსეთი და დეზინფორმაცია? ეს თავისუფალი ჟურნალისტის სტატიაა და ვერავინ დაუშლის ამის წერას... და დეზინფორმაცია არის თუ არა, ამას გავიგებთ სულ ცოტა ხანში... თუმცა, შეიძლება ვერც გავიგოთ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.