analgin Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 პოლიტიკის განყოფილების კოდექსი(წესები, აკრძალვები, სასჯელები და ვადები) თავი I ზოგადი ნაწილი 1. ეს კოდექსი არეგულირებს პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს. http://planeta.ge/index.php?act=boardrules2. კოდექსი შეესაბამება ფორუმის ზოგად წესებს.3. განყოფილების ყველა მომხმარებელი და მოდერატორი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს. თავი II განმარტებები 1. შავი შრიფტით აღნიშნულია მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც ამ წესების მიხედვით აკრძალულია და ისჯება.2. წითელი შრიფტით აღნიშნულია სასჯელის ფორმები და ვადები ამავე თავის პირველი პუნქტით ქმედებების გამოვლენის შემთხვევებში.3. “*” ნიშნით აღნიშნულ აკრძალვებზე მოქმედებს ერთნაირი სასჯელი, რომელიც მითითებულია III თავის ბოლოს. თავი III საერთო წესები 1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძრვრბის ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.4. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა. სასჯელი: ბანი 24 საათი.5. სხვა ფორუმელზე მუქარა მისი ფიზიკური ანგარიშსწორების (მოკვლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავისუფლების აღკვეთის) მიზნით. – სასჯელი: ბანი 72 საათი.6. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე. – სასჯელი: ბანი 24 საათი.7. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით. – სასჯელი: ბანი 12 საათი.8. ფორუმული მეტსახელის ( შემდგომში “ნიკნეიმი”) გადაცემა სხვა პირისთვის ან ერთი ნიკნეიმის გამოყენება რამოდენიმე პირის მიერ. – სასჯელი: ბანი 48 საათი.9. თანაფორუმელის გინება. სასჯელი: ბანი 48 საათი.10. თანაფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება. – სასჯელი: ბანი 48 საათი11. თანაფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა, პუტინის მიმდევარი, და ა.შ.). – სასჯელი: ბანი 6 საათი.11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.).12. უცენზურო გამონათქვამები. *13. ფლუდი. *14. ტროლინგი. *15. ოვერქვოთინგი. *16. ნებისმიერი სახის რეკლამა. *17. ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც გათვალისწინებულია ფორუმის ზოგადი წესებით. * * – ამ ნიშნით აღნიშნულ დარღვევებზე მოდერატორი ვალდებულია: - პირველად გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს სთხოვოს აღარ დაარღვიოს ეს წესი.- განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება.- ყოველ მომდევნო განმეორებაზე მომხმარებელი დაისაჯოს 20% ვორნის დამატებით. (ჯერ 20%, შემდეგ 40% და ასე 100%-მდე) დამატება: - 100% ვორნის შემთხვევაში მომხმარებელი დაისაჯოს ბანით 3 საათი.- ნებისმიერი ბანის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს ყველა გაფრთხილება გაუნულდება. თავი IV მოდერატორი ვალდებულია: 1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე.2. დაიცვას და გამოავლინოს ამ კოდექსის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე.3. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე ერთნაირად და თანაბრად.4. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები.5. თემები, რომლებიც არ ეხება პოლიტიკას და საზოგადოებას დახუროს ან გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში.6. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან ვისიმე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.7. ავტორთა თანხმობის გარეშე არ დახუროს, წაშალოს ან გადაამისამართოს თემები, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.8. არ ჩაასწოროს თემის სათაური, გარდა მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.9. არ წაშალოს მომხმარებელთა პოსტები, გარდა ამ კოდექსის III თავის მე-4, მე-6, მე-7, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მოდერატორი დაისჯება: 1. ფორუმის ზოგადი ან ამ კოდექსის III თავით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს, მიეცემა წევრის (member) სტატუსი და დაისჯება ბანით 24 საათი.2. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.3. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-3 პუნქტის დარღვევაზე საჩივრის შემთხვევაში (შესაბამის თემაში პრეტენზიების განყოფილებაში), ადმინისტრაცია გახსნის გამოკითხვას პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში, სადაც თუ გამოკითხულთა ხმების 30% +1 ხმა ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანი იყო მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.4. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან 1, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შემთხვევაში მოდერატორს ადმინისტრაციის მხრიდან ორჯერ მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება. მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.თავი V ჩატი (chat) > პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში ჩატზე სასჯელი არ არის. მისი თავიდან აცილება დამოკიდებულია მომხმარებელთა სურვილსა და კეთილ ნებაზე. ............ ასევე კენჭს ვუყრი წინადადებას, რომ ფორუმის ზოგადი წესებიდან გაუქმებულ იქნას ეს პუნქტი: 2.20იკრძალება მონაწილის პროფესიული საქმიანობის განხილვა, თუ ის აღნიშნულის წინააღმდეგია.; ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts