Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

გამოკითხვა არის სახელობითი და მოქმედებს შემდეგი შეზღუდვები:

არჩევის უფლება აქვს მომხმარებელს, რომელიც დარეგისტრირებულია დღევანდელ დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა, აქვს მინიმუმ 100 პოსტი და აქედან მინიმუმ 50 პოლიტიკის განყოფილებაში.

 

ასარჩევი არის ორი ვარიანტი:

 

სატურნის ვარიანტი

 

ანალგინის ვარიანტი

 

ყურადღება! ვისაც წესები ჯერ არ წაგიკითხავთ გაეცანით და მერე მიეცით ხმა. ირჩევთ თქვენი აზრით უკეთეს წესებს და არა უკეთესი ავტორის წესებს. :D

 

P.S. ვარიანტებს შეგიძლიათ გაეცნოთ პირდაპირ ლურჯად მონიშნულ ტექსტზე დაწკაპუნებით (სადაც წერია "სატურნის ვარიანტი" და ანალგინის ვარიანტი")

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 42
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

ვისაც წესები ჯერ არ წაგიკითხავთ გაეცანით და მერე მიეცით ხმა. ირჩევთ თქვენი აზრით უკეთეს წესებს და არა უკეთესი ავტორის წესებს. smile.gif

სატურნის დაწერილ წესებს მე არ დავემორჩილები, ვოტ ტაკ ვოტ! :D

 

ამიტომ

ანალგინის ვარიანტი

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

არ გადადის :D

maka

სატურნის დაწერილ წესებს მე არ დავემორჩილები, ვოტ ტაკ ვოტ! 039.gif

 

ამიტომ

ანალგინის ვარიანტი

+1 :D

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

FRIDRIX

ასესინოს ვეთაქნხმები და კისაც არ არის მტყუანი ამ შემთხვევაში

არ ვარ მტყუანი, ფრიდრიხ

ხომ შეიძლება ეს მუხლი ხან "ახსოვდეს" ადამიანს ხანაც "ავიწყდებოდეს" - გააჩნია როდის რა ხასიათზეა :D

 

აი დარდი. ეგ სიმართლეა და შენც კარგად იცი რომ ასეა. ჰოოოდა რაც გინდა ის თქვი

ბრავო, სატურნ!

აი ესაა შენი არსის კვინტესტენცია!

Edited by kisa
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ოოო!

გამოკითხვის თემებში ნუ ჩათაობთ რა. გთხოვთ. მერე პასუხების ძებნა ჭირს.

წავშლი ახლა ოფტოპებს. იკეტება.

 

გაიღო. გთხოვთ მხოლოდ ხმის მიცემა. არავითარი ჭორაობა.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

ისე აჯობებდა საკამათო პუნქტებზე კენჭის ყრა, თუ ეს აუცილებლია, თორემ აქ წაუკითხავად მოგცემენ ხმას,

 

 

ისე კი არჩევანის გაკეთების უნარი არ გაგვაჩნია, არც ამ ფორუმზე და არც რეალ ცხოვრებაში!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

analgin

მაპატიე, მაგრამ სატურნი მეუბნება, შენ ხმას მისცემ თუ არა, რა მნიშვნელობა აქვს, ვინ გაქცევს ყურადღებასო, ანუ არაფერს წარმოადგენ ფორუმზეო და შენ ამას ჭორაობას ეძახი ისე, რომ არ რეაგირებ და უბრალოდ შლი? თანაც თემაში , რომელიც წესებს ეხება? საინტერესეოა:D ასე განაგრძეთ.. :yes:

 

 

 

ჰო და შენი აზრი მაინტერესებს, მე ხმა უნდა მივცე თუ აზრი არა აქვს? :D

Edited by maka
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

maka

 

ნუ ჩათაობთ, გთხოვთ!

 

maka

 

მე პრინციპულად არ ვსჯი არავის სანამ ახალ წესებს არ დავამტკიცებთ. ამ მესიჯით მოვედი საერთოდ რო ეს იდიოტური და მოუქნელი წესები უნდა შემეცვალა. ამ წესებით მე არ ვიმოქმედებ. აირჩევა ახალი წესები. დამტკიცდება და მერე ვიმოქმედებ წესისამებრ. :D

 

რა თქმა უნდა აქვს შენს აზრს მნიშვნელობა და სრული უფლება გაქვს ხმის მიცემის.

Edited by analgin
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

 

რა პუნქტებზე ჭანო?

 

ერთადერთ პუნქტზე გაბურღეთ თქვენ (შენ და სატურნმა მხოლოდ) ტვინი, რომ გინდა თუ არა ვიღაცა რო მიშისტს ან ნაციონალს დაგიძახებს ის დაისაჯოს. ჩემს ვარიანტში დანარჩენი შენიშვნები რაც იყო გავითვალისწინე მე. სასჯელები შევამსუბუქე და ამოვიღე (ჩემის მხრიდან მნიშვნელოვან კომპრომისზე წავედი) ქვეყნების გინება. მხოლოდ ნაციის გინებაზე დავტოვე სასჯელი და ეხლა მხოლოდ თქვენ ორნი იბრძვით, რომ ღრუსეთის დედაო რო თქვათ ეს კაი პახმელიაზე ლუდივით შეგერგოთ და არ ეწყინოს იმას, ვისაც მაგალითად დედა ყავს რუსი, ზატო თქვენ რო ვირაცამ გითხრათ აი ეგეთი ლოგიკა გაქვთ თქვენ მიშისტებს ან თქვენ ნაციონალებსო ის დაისაჯოს. ამაზე ბევრი ადამიანი გყავდათ თქვენ დასჯილი ვითომდა შეურაცხყოფის და იმ იდიოტური იარლიყის აკიდების წესებით. მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. ამიტომ დაიწერა ეს წესები ასე დაღეჭილად. ჩემთან ერთად კიდევ რამდენიმე იუზერი პრინციპულად იზიარებს ჩემს პოზიციას. მაქსიმუმი რაც შემეძლო თქვენ ორისთვის გამეკეთებინა გავაკეთე. თქვენი 3 შენიშვნიდან 2 გავითვალისწინე. და ამ ერთზეც გამოკითხვა გაგიხსენით, რომ დისკრიმინაციაში არ დაგედანაშაულებინეთ. აგერაა ჩემი წესები. ვისაც მოსწონს დაუჭერს მხარს. არა და არ დაუჭიროს კაცო, ვაჰ!

 

 

 

პოლიტიკის განყოფილების კოდექსი

(წესები, აკრძალვები, სასჯელები და ვადები)

 

თავი I

 

ზოგადი ნაწილი

 

1. ეს კოდექსი არეგულირებს პოლიტიკის განყოფილების მომხმარებელთა და მოდერატორთა ქცევის და მათი ურთიერთობის წესებს. http://planeta.ge/index.php?act=boardrules

2. კოდექსი შეესაბამება ფორუმის ზოგად წესებს.

3. განყოფილების ყველა მომხმარებელი და მოდერატორი ვალდებულია დაემორჩილოს ამ წესებს.

 

თავი II

 

განმარტებები

 

1. შავი შრიფტით აღნიშნულია მოქმედებები, რომელთა განხორციელებაც ამ წესების მიხედვით აკრძალულია და ისჯება.

2. წითელი შრიფტით აღნიშნულია სასჯელის ფორმები და ვადები ამავე თავის პირველი პუნქტით ქმედებების გამოვლენის შემთხვევებში.

3. “*” ნიშნით აღნიშნულ აკრძალვებზე მოქმედებს ერთნაირი სასჯელი, რომელიც მითითებულია III თავის ბოლოს.

 

თავი III

 

საერთო წესები

 

1. ეროვნული ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე ერის (და არა ქვეყნის) ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.

2. რასობრივი ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რასის ან მათი წარმომადგენლ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.

3. რელიგიური ნიშნით შეურაცხყოფა (რომელიმე რელიგიის, მათი ხელმძღვანელი ორგანოს და პირების, სიწმინდეების (წმინდანები, საკულტო ნივთების, ღონისძიებების, ღვთისმსახურების და მოძრვრბის ან მათი მიმდევრ(ებ)ის გინება, ლანძღვა, მათთვის დამამცირებელი ან შეურაცხმყოფელი თვისებების მიკუთვნება) – სასჯელი: ბანი 24 საათი.

4. ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების პროპაგანდა. სასჯელი: ბანი 24 საათი.

5. სხვა ფორუმელზე მუქარა მისი ფიზიკური ანგარიშსწორების (მოკვლის, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის, თავისუფლების აღკვეთის) მიზნით. – სასჯელი: ბანი 72 საათი.

6. ისეთი სახის დეზინფორმაციის გავრცელება, რომელშიც საუბარია ომზე ან ბუნებრივ კატაკლიზმებზე. – სასჯელი: ბანი 24 საათი.

7. პორნოგრაფიული მასალის გავრცელება, იქნება ეს ვიდეო-ფოტო-აუდიო სახით თუ ბმულის საშუალებით. – სასჯელი: ბანი 12 საათი.

8. ფორუმული მეტსახელის ( შემდგომში “ნიკნეიმი”) გადაცემა სხვა პირისთვის ან ერთი ნიკნეიმის გამოყენება რამოდენიმე პირის მიერ. – სასჯელი: ბანი 48 საათი.

9. თანაფორუმელის გინება. სასჯელი: ბანი 48 საათი.

10. თანაფორუმელის ან მისი ოჯახის წევრების უცენზურო სიტყვებით მოხსენიება. – სასჯელი: ბანი 48 საათი

11. თანაფორუმელის შეურაცხყოფა სიტყვებით, რომლებიც მას რეპუტაციას შეულახავს. (მაგ: მოღალატე, მატყუარა, უტვინო, ავადმყოფი, მონა, პუტინის მიმდევარი, და ა.შ.). – სასჯელი: ბანი 6 საათი.

11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.).

12. უცენზურო გამონათქვამები. *

13. ფლუდი. *

14. ტროლინგი. *

15. ოვერქვოთინგი. *

16. ნებისმიერი სახის რეკლამა. *

17. ნებისმიერი სხვა წესი, რომელიც გათვალისწინებულია ფორუმის ზოგადი წესებით. *

 

* – ამ ნიშნით აღნიშნულ დარღვევებზე მოდერატორი ვალდებულია:

 

- პირველად გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს სთხოვოს აღარ დაარღვიოს ეს წესი.

- განმეორებით გამოვლენის შემთხვევაში მომხმარებელს მისცეს სიტყვიერი გაფრთხილება.

- ყოველ მომდევნო განმეორებაზე მომხმარებელი დაისაჯოს 20% ვორნის დამატებით. (ჯერ 20%, შემდეგ 40% და ასე 100%-მდე)

 

დამატება:

 

- 100% ვორნის შემთხვევაში მომხმარებელი დაისაჯოს ბანით 3 საათი.

- ნებისმიერი ბანის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს ყველა გაფრთხილება გაუნულდება.

 

 

თავი IV

 

მოდერატორი ვალდებულია:

 

1. დაიცვას და გამოავლინოს ფორუმის ზოგადი წესის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე.

2. დაიცვას და გამოავლინოს ამ კოდექსის დამრღვევი მომხმარებლები და ამ კოდექსის შესაბამისად მოახდინოს რეაგირება აღნიშნულ დარღვევებზე.

3. წესები გაავრცელოს ყველა მომხმარებელზე ერთნაირად და თანაბრად.

4. გააერთიანოს ერთი და იმავე საკითხზე გახსნილი თემები.

5. თემები, რომლებიც არ ეხება პოლიტიკას და საზოგადოებას დახუროს ან გადაიტანოს შესაბამის განყოფილებაში.

6. ჩაასწოროს თემის სათაური თუ ის შეიცავს უცენზურო ან ვისიმე შეურაცხმყოფელ სიტყვებს.

7. ავტორთა თანხმობის გარეშე არ დახუროს, წაშალოს ან გადაამისამართოს თემები, გარდა მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8. არ ჩაასწოროს თემის სათაური, გარდა მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

9. არ წაშალოს მომხმარებელთა პოსტები, გარდა ამ კოდექსის III თავის მე-4, მე-6, მე-7, მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოდერატორი დაისჯება:

 

1. ფორუმის ზოგადი ან ამ კოდექსის III თავით გათვალისწინებული წესების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს, მიეცემა წევრის (member) სტატუსი და დაისჯება ბანით 24 საათი.

2. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტების დარღვევის შემთხვევაში მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.

3. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან მე-3 პუნქტის დარღვევაზე საჩივრის შემთხვევაში (შესაბამის თემაში პრეტენზიების განყოფილებაში), ადმინისტრაცია გახსნის გამოკითხვას პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში, სადაც თუ გამოკითხულთა ხმების 30% +1 ხმა ჩათვლის, რომ საჩივარი საფუძვლიანი იყო მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.

4. ამ კოდექსში აღნიშნული მოდერატორის ვალდებულებებიდან 1, მე-2, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების შემთხვევაში მოდერატორს ადმინისტრაციის მხრიდან ორჯერ მიეცეს სიტყვიერი გაფრთხილება. მესამედ დარღვევის შემთხვევაში კი მოდერატორი დაკარგავს სტატუსს და მიეცემა წევრის (member) სტატუსი.

თავი V

 

ჩატი (chat)

 

> პოლიტიკის და საზოგადოების განყოფილებაში ჩატზე სასჯელი არ არის. მისი თავიდან აცილება დამოკიდებულია მომხმარებელთა სურვილსა და კეთილ ნებაზე.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

მიშისტის , ოპოს დაძახილი არ მგონია პრობლემა იყოს .

აი ჟოპოს ან მიშმაკაკასი კი .

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

lasha_alo

 

კაცო!

ჟოპო და მიშმაკაკა არის შეურაცხყოფა და ისედაც ისჯება. ვაჰ!

ტყუილა მაქ დაღეჭილი ეს? -

 

11.1. შეურაცხყოფად არ ჩაითვლება მომხმარებლის მიჩნევა რომელიმე პოლიტიკური პარტიის, პოლიტიკოსის თუ იდოლოგიის მიმდევრად იმ შემთხვევაში თუ საუბარი არ ეხება უცხო სახელმწიფოს სუბიექტებს (მაგ: ნაციონალი, ფაშისტი, კომუნისტი, გრეჩიხისტი, მიშისტი და ა.შ.).

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ბოლოჯერ ვშლი ოფტოპებს!

უცხო_პლანეტელის პოსტი არანაირად არ იყო ოფტოპიკი. ადმინისტრაციას ვთხოვ აღადგინოს მისი პოსტი ნაგავიდან.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...