planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/radison-150x150.jpg “საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი” სოციალურად დაუცველი ბავშვების მშობლებს პროფესიული განვითარებისა და დასაქმების პროგრამას სთავაზობს. პროგრამის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში” შედგა. პროგრამა საქართველოს “შOშ ბავშვთა სოფელის” ეროვნულმა დირექტორმა, ზვიად ბერძენიშვილმა წარადგინა. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას პროგრამის დასაქმების კონსულტანტმა, გელა მაისურაძემ განუცხადა, ეს პროგრამა უკვე 10 თვეზე მეტია, მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში 18 ადამიანი დასაქმდა, 65 მშობელი კი, გადამზადებას გადის. მისივე თქმით, პროგრამაში ჩართვისთვის მშობლები მიმართავენ განცხადებით, სოციალური მუშაკი შეისწავლის თითოეულ ამ განაცხადს და ამის შედეგად ხდება მშობლების შერჩევა. დღეისთვის აღრიცხვაზე სულ 120 მშობელი იმყოფება. არასამთავრობო ორგანიზაცია “საქართველოს შOშ ბავშვთა სოფელი”, მზრუნველობას მოკლებული ბავშვების გარდა, აქტიურად მუშაობს მიტოვებულ, რისკის წინაშე მყოფ ბავშვებზე. სწორედ ამ მიზნობრივ ჯგუფთან დაკავშირებით შემუშავდა ოჯახების გაძლიერების აღნიშნული პროგრამა. პროგრამის პრეზენტაციაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო გადამზადებული მშობლების მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები – თექა, მინანქარი, საკონდიდტრო ნაწარმი. როგორც აღნიშნულ ორგანიზაციაში აცხადებენ, მათ გადაამზადეს სამედიცინო განათლების მქონე პირებიც და აფთიაქებში დაასაქმეს. პროგრამა თავად “საქართველოს SOS ბავშვთა სოფლის” მიერ ფინანსდება. ამ პროგრამის ხელშემწყობნი, განათლების სამინისტრო და კერძო სტრუქტურები არიან. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts