planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili12-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს ეროვნულ სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები დააჯილდოვა. პრეზიდენტმა ბავშვებს ასევე ფულადი პრემიები, კომპიუტერები და დიპლომები გადასცა. მისი თქმით, ჯამში, თითქმის 180 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. “ძალიან ვამაყობ იმით, რომ ეს ოლიმპიადები რამდენიმე წლის წინ ჩემი ინიციატივით აღდგა. წელს ოლიმპიადაში მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა და იყო ნაჩვენები ძალიან კარგი შედეგები. საერთო ჯამში, თითქმის 180 ათასმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. ამ ოლიმპიადებში მთავარი სტრატეგია ჩვენი ქვეყნის ხართ თქვენ, ბავშვები, რომლებიც ქმნიან და შეაქვთ წვლილი ახალი საქართველოს შექმნაში”,- განაცხადა სააკაშვილმა. სააკაშვილის განცხადებით, უახლოეს დღეებში საქართველოში ბათუმიდან და ზუგდიდიდან დაიწყება პროგრამა, რომელიც ყველა პირველკლასელისათვის უსასყიდლოდ კომპიუტერის გადაცემას გულისხმობს. პრეზიდენტმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში მცხოვრებ ეროვნულ უმცირესობებზე. მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს აქვთ გამარტივებულად გამოცდების ჩაბარების საშუალება. “საქართველო მხოლოდ ქართველების ქვეყანა არ არის, საქართველო არის ქართველი სომხების, ქართველი აზერბაიჯანელების, ქართველი ოსების, ქართველი აფხაზების, ქართველი ებრაელების ქვეყანა. საქართველო არის ყველა აღმსარებლობის ადამიანის ქვეყანა”, – განაცხადა სააკაშვილმა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts