planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/chepatiti-150x150.jpg19 მაისს ჩ ჰეპატიტის მსოფლიო დღის აღსანიშნავად „ბრიტანულ-ქართული პროფესიული ქსელი“ (UGPN) და ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო“ პრესკონფერენციას გამართავს. ღონისძიების მიზანია შეუერთდეს ამ ვირუსთან დაკავშირებულ საერთაშორისო კამპანიას და ამასთან, ხელი შეუწყოს ჩ ჰეპატიტის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას საქართველოში. პრესკონფერენცია ფონდ „ღია საზოგადოება-საქართველოს“ ოფისში გაიმართება. კამპანიაში „ეს ჰეპატიტია“ წელს მსოფლიოს მასშტაბით 64 ქვეყანა და 280 ორგანიზაციაა ჩართული. კამპანიის მთავარი გზავნილია საზოგადოების დაფიქრება კითხვაზე „ვარ მე 12-ე?“, რაც იმ შემაძრწუნებელ სტატისტიკას ასახავს, რომლის მიხედვითაც ყოველი მე-12 ადამიანი მსოფლიოში ქრონიკული B ან ჩ ჰეპატიტითაა დაავადებული. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 180 მლნ. ადამიანია ჩ ჰეპატიტის ვირუსით ინფიცირებული, რაც დედამიწის მოსახლეობის 3%-ს შეადგენს; B ან ჩ ჰეპატიტით მსოფლიოში ყოველ წლიურად 1.5 მილიონი ადამიანი იღუპება. ჰეპატიტით ინფიცირებულთა რაოდენობა 10-ჯერ მეტია შიდსით დაავადებულებზე, ხოლო მათმა უმრავლესობამ არ იცის დაავადების შესახებ. ჩ ჰეპატიტის გავრცელების მხრივ საქართველოს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს. დღესდღეობით ჩ ჰეპატიტის ვირუსით დაახლოებით 200 000 ადამიანი ანუ საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 6.7%-ია ინფიცირებული. საქართველოში პაციენტთა უმრავლესობას მედიკამენტების სიძვირის გამო დაავადების მკურნალობის ხარჯების დაფარვა არ შეუძლია. ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ტაქტიკის შერჩევისა და მართვისათვის აუცილებელ გამოკვლევათა საშუალო ღირებულება 1600 ლარია, ხოლო 24 კვირიანი მკურნალობის კურსი პეგილირებული ინტერფერონისა და რიბავირინის კომბინაციით 9000 ევროს უტოლდება. მკურნალობის ასეთი მაღალი ფასი იმითაა განპირობებული, რომ საჭირო მედიკამენტებს მსოფლიოში მხოლოდ 2 კომპანია აწარმოებს და ეს მედიკამენტები დაპატენტებულია. ამასთან, სახელმწიფო და სადაზღვევო კომპანიები, მკურნალობის მაღალი ფასის გამო, ჩ ჰეპატიტის წინასამკურნალო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევებისა და მკურნალობის ხარჯების დაფარვაში მონაწილეობას არ ღებულობენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაავადება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არ არსებობს ჩ ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამა და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები; დაბალია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა და დაავადებულთა ინფორმირებულობის დონე. სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩ ჰეპატიტის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისათვის წელს შეიქმნა, 10 არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს. მათი მიზანია ხელი შეუწყონ ჩ ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაიზარდას, რათა მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება ჩაიტაროს თანამედროვე, მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი მკურნალობა. სამუშაო ჯგუფში გაწევრიანება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირსა და ორგანიზაციას. ჩ ჰეპატიტის შესახებ შექმნილია ქართულენოვანი ბლოგი ჩჰეპატიტის-გეორგია.ბლოგსპოტ.ცომ, სადაც დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ მოიძიონ ვირუსთან დაკავშირებული საინტერესო ინფორმაცია. მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ ფორუმის მუშაობაშიც. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts