planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 დღეს, სასატუმრო “თბილისი მერიოტში” ირაკლი ალასანია ევროკავშირის სპეციალურ წამომადგენელს, პიტერ სემნების შეხვდა. „ალიასნის“ თბილისის მერობის კანდიდატის ირაკლი ალასანია განცხადებით, პიტერ სემნებისთან წინასაარჩევნო გარემოს შესახებ ისაუბრა; თუ როგორ ხდება ზეწოლა ამომრჩეველზე, კანიდატებზე არჩევნებამდე დარჩენილ პერიოდში. “საერთაშორისო ორგანიზაციებმა აქტიურად უნდა მიიღონ მონაწილეობა, როგორც წინასაარჩევნო პროცესში, ისე საკუთრივ არჩევნების დღეს, რათა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს გაუჩნდეს განცდა, რომ მათი არჩევანი იქნება კონფიდენციალური, ექნებათ არჩევანის თავისუფლება და ამ არჩევნებში შეუძლიათ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რასაც საკუთარი გული და გონება კარნახობთ. დღეს სწორედ ამის შესახებ ვისაუბრეთ”, – განაცხადა ირაკლი ალასანიამ. მისივე თქმით, პიტერ სემნების გადაეცა გარკვეული დოკუმენტაცია წინასაარჩევნო სიებთან დაკავშირებით, ასევე – ინფორმაცია ქართულ მედიაში პოლიტიკური პროცესების გაშუქების შესახებ, საუბარი შეეხო პოლიციისა და ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან ზეწოლის ფაქტებს, რომელიც ხორციელდება ოპოზიციის მომხრეებზე. ნახეთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts