Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/vasha8-150x131.jpg ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე ანტე ტურუნენი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა.

 

 

როგორც მოლაპარაკების დასრულების შემდეგ ანტე ტურუნენმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი თემა განიხილეს. მათ შორის ისაუბრეს თავდაცვის ასპექტებსა და ტყვეების გათავისუფლებაზე.

 

 

“ჟენევის მოლაპარაკებებზე პირველ რიგში მოსახლეობის უსაფრთხოების საკითხები განიხილება. მნიშვნელოვანია ასევე მათი ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაც.” განაცხადა ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარემ.

 

 

ანტე ტურუნენის განცხადებით, შეხვედრაზე ასევე დევნილთა სახლებში დაბრუნების საკითხიც განიხილეს.

 

 

“მოლაპარაკებები ორივე მხარესთან წინ მიიწევს და განხილვის პროცესშია. მართალია შედეგის მიღებამდე ბევრი გვიკლია, მაგრამ საწყისი ეტაპისათვის ეს ნორმალური შედეგია.” განაცხადა ანტე ტურუნენმა.

 

 

დღეს ანტე ტურუნენი გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს, გიგა ბოკერიასაც შეხვდა.

 

 

ჟენევის საერთაშორისო კონსულტაციების მომდევნო მე_11 რაუნდი 8 ივნისს გაიმართება, სადაც დღის წესრიგში აღნიშნულ საკითხები უფრო ვრცლად განიხილება.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...