planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/biujeti-150x150.jpg ფონდ, “ღია საზოგადოება საქართველომ”, საზოგადოებას 2009 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგები გააცნო. პროექტზე “ღია საზოგადოება საქართველოსთან “ერთად ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი” მუშაობდა. პროექტის ერთ-ერთი მონაწილის დავით ნარიმანიას განცხადებით, “პროექტი ითვალისწინებდა ბიუჯეტის მონიტორინგსა და რეკომენდაციების შემუშავებას შემდეგი მიმართულებებით: საქართველოს მაკროეკონომიკური მდგომარეობა და ძირითადი მიმართულებები,2009 და 2010 წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზი, სახელმწიფო საგარეო ვალი და საბიუჯეტო კოდექსი” როგორც ფონდის წარმომადგენელმა მარინა ავალიშვილმა პრეზენტაციაზე განაცხადა, 2008 წლის ბრიუსელის დონორთა კონფერენციის მიერ საქართველოსთვის ომის შედეგების კომპენსაციისათვის გამოყოფილი სახსრები რომ არა, ეკონომიკა მინიმუმ 10%-ით შემცირდებოდა. “ ეს ფაქტი და მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის ანალიზი არ გვაძლევს იმის გარანტიას, რომ 2010 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი არ გაიზიარებს 2009 წლის ბიუჯეტის ბედს”,- განაცხადა მარინა ავალისვილმა. პროექტის პრეზენტაციის დასრულების შემდეგ მონაწილეებმა აღნიშნლი პრობლემების მოგვარების თაობაზე დისკუსია გამართეს. ეკონომიკის პრობლემების კვლევის ცენტრი 2008 წლიდან ფუნქციონირებს და მის უმთავრეს ამოცანას საქართველოში მიმდინარე ეკონომიკური პროცესების ანალიზსა და კვლევითი ორგანიზაციების ხელშეწყობას ისახავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts