planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/javelize-150x150.jpg სახალხო მართლმადიდებლური მოძრაობა პერმანენტული აქციებით იმუქრება. ამის შესახებ მათ დღეს გამრთულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათი თქმით, ხელისუფლება მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ახორციელებს პარტიის მიმართ და უკანონოდ დაპატიმრებულ 8 აქტივისტზე ზეწოლა ხორციელდება. სმმ-ს ერთ-ერთი ლიდერის, ელიზბარ ჯაველიძის თქმით, საგამოძიებო სამსახურს მათი ორი ოფისის გასაღები აქვს და დიდი შანსია რაიმე პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი. ,,ისინი შეიძლება ნებისმიერ დროს, თუნდაც ღამით შემოვიდნენ ჩვენს ოფისში და რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალა დადონ, შემდეგ კი კამერების თანდასწრებით აღმოაჩინონ. ახლავე ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას არ ავიღებთ”,- აღნიშნა ჯაველიძემ. მოძრაობის წევრების თქმით, თუ ხელისუფლება ზეწოლას არ შეწყვეტს და არ გაათავისუფლებს დაკავებულ პატიმრებს, მასობრივ საპროტესტო აქციებს დაიწყებენ. ,,სახალხო მართმადიდებლური მოძრაობის” ინფორმაციით, მათი ლიდერი, მალხაზ გულაშვილი ამ რეჟიმს ცხინვალში გაექცა, თავი მოძმე ოსებს შეაფარა და იქ ,,სახალხო მართმადიდებლური მოძრაობა” ჩამოაყალიბა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts