Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პეპსი მუშაობის სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/Pepsi_330mL_dry_can_ang-150x150.jpgსს „იბერია რეფრეშმენტსი” პეპსიკოს ბოთლერი საქართველოში მუშაობის სტრატეგიაში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. როგორც პეპსის მენეჯმენტმა განაცხადა, ყოველგვარი გაუგებრობებისა და მცდარი ცნობების თავიდან აცილების მიზნით, კომპანიამ გადაწყვიტა ახსნას და დაასაბუთოს რა მიზეზების გამო შეიზღუდა ამერიკაში, კანადაში და ზოგიერთ სხვა ქვეყანაში პეპსის მოხმარება და როგორი იქნება საქართველოს ბაზარზე მისი მუშაობის პოლიტიკა.

 

 

სტატისტიკური მონაცემებით, აშშ-ში ერთ სულზე გამაგრილებელი ტკბილი სასმელების მოხმარება კრიტიკულად მაღალია. მთლიან მოსახლეობაზე გათვლით, ერთი ადამიანი წელიწადში 216 ლიტრ გამაგრილებელ ტკბილ სასმელს მოიხმარს, იგივე სურათია კანადაში, სადაც ერთ სულზე 120 ლიტრი მოდის, ხოლო ირლანდიაში 126 ლიტრს შეადგენს და ასე შემდეგ. (იხილეთ ცხრილი). ასევე ამერიკაში მოსახლეობა იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში, რომელთა პროდუქციაც ცნობილია დიდი რაოდენობით ქოლესტერინის შემცველობით. შაქრისა და ქოლესტერინის მიღებამ სიმსუქნის განვითარების პრობლემა წარმოშვა. სწორედ ამიტომ პეპსის სათაო ოფისმა, როგორც პროექტის ერთერთმა მოხალისემ, და ასევე ამ სფეროში არსებულმა სხვა კონკურენტებმა მიიღეს გადაწყვეტილება უახლოესი რამდენიმე წლის განმავლობაში სკოლებში ნაწილობრივ და ეტაპობრივად ჩაანაცვლოს პეპსი ნაკლები შაქრის შემცვლელი სასმელებით.

 

 

საქართველოში ერთ მოსახლეზე ტკბილი გაზიანი სასმელის მოხმარების მაჩვენებელია საკმაოდ დაბალია და შეადგენს მხოლოდ 17 ლიტრს. ექსპერტების შეფასებით, ასეთი მონაცემების ფონზე საქართველოში, ამერიკასთან შედარებით, ბავშვებში სიმსუქნის პრობლემის მასშტაბები რადიკალურად განსხვავებულია, რის გამოც პეპსის სათაო ოფისის მიერ საქართველოსთვის რამენაირი შეზღუდვა დაწესებული არ არის. თუმცა კომპანიის პოლიტიკა სამომავლოდ ორიენტირებულია ნაკლები შაქრის შემცვლელი სასმელების წარმოებაზე. კომპანიის უკვე ახორციელებს ლიპტონის ცივი ჩაის დისტრიბუციას, რომელიც 100%-ით ნატურალურია, არ შეიცავს კონსერვანტებს და ამასთან ერთად შაქრის შემცველობა 50%-ით ნაკლებია. ოთხი წლის მანძილზე კომპანია გეგმავს ბიზნესის გაფართოებას წვენების და წ####ბის წარმოებით.

 

 

„ხაზგასმით გვსურს ავღნიშნოთ, რომ პეპსი შეესაბამება ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს. პეპსი ხარისხით ბევრად ჯობია მსგავსი ტიპის სასმელებს, ლიმონათი იქნება ეს თუ სხვა, რომლებიც ასევე შეიცავენ შაქარს, ან ხშირ შემთხვევაში სახარინს, რომელიც მავნეა ჯანმრთელობისთვის და აკრძალულია ევროკავშირის სტანდარტებით. პეპსის ხარისხის კონტროლი უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ხორციელდება. კომპანიის სათაო ოფისი მისი ფილიალების ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. კომპანია მოქმედებს მკაცრი ინსტრუქციებით წარმოების, შემოწმებისა და დისტრიბუციის თითოეული ეტაპზე. ამასთან, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან შემთხვევითი წესით აღებული “პეპსიკოს” გამაგრილებელი სასმელების ნიმუშები, რომლებსაც კომპანიის სათაო ოფისის წარმომადგენლები აგროვებენ, ყოველთვიურად იგზავნება ირლანდიაში, ქალაქ კორკში, სადაც, სპეციალური კოდის მინიჭების შემდეგ, ხდება მათი დეტალური შემოწმება სამი ძირითადი პარამეტრის – ფიზიკური, მიკრობიოლოგიური და სენსორული (გემო) – მიხედვით. უალკოჰოლო სასმელების დასამზადებლად საჭირო ნედლეულს კომპანია მხოლოდ პეპსის ცენტრალური ოფისის მიერ ლიცენზირებული მომწოდებლებისაგან ყიდულობს.

აღსანიშნავია, რომ “პეპსიკოს” ნიუ-ორკის სათაო ოფისის მიერ ქართული პეპსი უმაღლესი ხარისხის პროდუქციის წარმოებისთვის, რეგიონის 68 ქარხანას შორის „ხარისხის ოქროს სტანდარტით“ არის დაჯილდოვებული.” – განაცხადა პეპსის მარკეტინგის მენეჯერმა ლევან კასრაძემ.

 

 

რაც შეეხება კომპანიის განვითარების სხვა მიმართულებებს, როგორც კომპანიის დირექტორმა დავით ლომჯარიამ განაცხადა, გლობალური სტრატეგიის ფარგლებში, წელს პეპსი საქართველოშიც რებრენდინგს განახორციელებს. შეიცვლება კომპანიის ლოგო და ამას მიეძღვნება სხვადასხვა აქცია. პარალელურად, დაგეგმილია სრულიად ახალი პროდუქტის ჩამოსხმა და ბაზარზე გამოტანა.

 

 

პეპსის კომპანია საქართველოში რვა სახეობის უალკოჰოლო სასმელს უშვებს და ადგილობრივი ბაზრის გარდა პროდუქციის რეალიზაციას ექსკლუზიური წარმომადგენლის უფლებით სომხეთშიც ახორციელებს.

საქართველოს ბაზარზე კომპანიის წილი 30 პროცენტს შეადგენს. 2008 წელი პეპსიმ 40 %–იანი ზრდით დახურა. გასულ წელს პეპსის გაყიდვები 15 %–ით გაუარესდა, თუმცა წელს პირველ კვარტალში 5 %–იანი ზრდა შეინიშნება. პეპსის ქარხანაში 200 ადამიანია დასაქმებული.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...