planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/gza2-150x150.jpgმარტვილის მუნიციპალიტეტის ნაფოსტარი-სალხინო-დიდი ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იან მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობას. ასევე, გზის საფუძვლის, ხელოვნური ნაგებობების, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, სანიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს. ამჟამად, ერთ-ერთ სახიდე გადასასვლელზე ხელოვნური ნაგებობებისა და კიუვეტების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. ნაფოსტარი-სალხინო-დიდი-ჭყონის საავტომობილო გზის 7 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული საგზაო-სამშენებლო კომპანია შპს “არალი” ასრულებს. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 3,196 მლნ. ლარს შეადგენს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts