Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - “ლეიბორისტები” ევროკავშირს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე რეკომენდაციის მიღებას სთხოვენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili6-150x150.jpgსაქართველოს “ლეიბორისტულმა პარტიამ” ევროკავშირის წარმომადგენლებს, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე საქართველოს ხელისუფლების მიმართ სპეციალური რეკომენდაციის მიღება სთხოვეს.

 

 

ამის შესახებ დღეს პარტიის ოფისში “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარისა და სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენლის პიტერ სემნების შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.

 

 

ნათელაშვილის განცხადებით, “ლეიბორისტებმა” მაღალი რანგის ევროპელ სტუმრებს კიდევ ერთხელ დაუდასტურეს საკუთარი გადაწყვეტილების სისწორე არჩევნების ბოიკოტირებასთან დაკავშირებით.

 

 

“როცა ქვეყანას მართავს ჰალსტუხიანი ბინ ლადენი სააკაშვილის სახით, ხოლო მართველი ძალა კავკასიური თალიბანის ნაირსახეობას წარმოადგენს, არჩევნებზე საუბარი აზრს კარგავს”_ განაცხადა ნათელაშვილმა.

 

 

ნათელაშვილის განცხადებით, მათ არგუმენტად ბოლო კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები გააცნეს და სპეციალური დოკუმენტაცია წარუდგინეს.

 

 

მისი თქმით, დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ “ლეიბორისტულ პარტიას” ყრილობის ჩატარების უფლებას არ აძლევდნენ.

 

 

“ყველა დარბაზმა უარი განაცხადა გამოეყო ჩვენთვის დრო და ფართი ყრილობის ჩატარებისათვის. თბილისში მოქმედი 1000 ობით ნოტარიუსიდან ყრილობაზე მოსვლა ვერავინ გაბედა, რათა კანონით აუცილებელი პროცედურა შეესრულებინათ და დაედასტურებინათ ამ პროცედურის ჩატარება”_ აცხადებს ნათელაშვილი.

 

 

ნათელაშვილი ტელევიზიების მხრიდან პარტიის ღონისძიებების გაშუქებასაც შეეხო. მისი განცხადებით ბოლო 5 წელია არცერთი ტელევიზია “რუსთავი 2”, “პირველი არხი”, “იმედი” არ აშუქებს მათ მიერ ჩატარებულ არცერთ ღონისძიებას, 6 საათის შემდეგ.

 

 

“ასეთ სიტუაციაში არჩევნებზე საუბარიც კი სირცხვილია. დღეს ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია”_ აცხადებს შალვა ნათელაშვილი.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...