planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/saakashvili-misha127-150x150.jpgსაქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, არჩევნებზე ყველა პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდოს თავის არჩევანს. ამის შესახებ სააკაშვილმა დღეს 55-ე სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილოს გახსნის შემდეგ განაცხადა. პრზეიდენტის თქმით, ის ყველაფერი რაც კეთდება ხელისუფლების ყველა დონის შეთანხმებული მუშაობის შედეგია. “ეს არის ჩვენი უკეთესი მომავლისკენ გადადგმული ნაბიჯი. მე მინდა ყველას გვესმოდეს, ეხლა არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. ქალაქის მერია, განათლების სამინისტრო და პრეზიდენტი რომ ერთმანეთს ჭამდნენ და გადაკიდებული იყვნენ, ღმერთმა გვაშოროს ეს, ეს არ გაკეთდებოდა. ეს ყველაფერი შესაძლებელია ყველა დონის ხელისუფლების შეთანხმებული მუშაობით, ამიტომ, როცა ხალხი გააკეთებს არჩევანს 30 მაისს, ისინი ნახავენ თავიანთი არჩევანის შედეგებს სკოლაში, ეზოში სამსახურში და ყველგან. პოლიტიკა ამ ყველაფერთან კავშირშია და ჩვენ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს არჩევანს”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. მიხეილ სააკაშვილმა დღეს #55-ე საჯარო სკოლაში თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილო გახსნა, კვების ბლოკი დაათვალიერა, სკოლის წარჩინებულ მოსწავლეებს გაესაუბრა და მათგან საჩუქარი მიიღო. #55-ე სკოლის სასადილო კომპანია “გოგლი-მოგლიმ” კეთილმოაწყო და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა. ახალი ინიციატივის მიხედვით სასადილოებში დაინერგება ახალი სისტემა, რომლის მიხედვითაც მოსწავლეებს და მათ მშობლებს “ტაოპრივატბანკმა” უსასყიდლოდ დაუმზადა პლასტიკური ბარათები, რომლიც მიხედვითაც მშობლებს საშუალება ექნებათ ბავშვებს ჩაურიცხონ ნებისმიეირ რაოდენობის თანხა და ასევე აკონტროლონ მისი ხარჯვა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts