planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/natelashvili33-150x150.jpg “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებამ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების მასშტაბური გაყალბებისათვის მზადება უკვე დაიწყო. ამის შესახებ, შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის წარმომადგენელთან, პიტერ სემნებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. “ყველა ვარიანტში არჩევნებზე გაიმარჯებს ხელისუფლება და რომც გაამარჯვებინონ ოპოზიციას, ეს შესძენს დამაჯერებლობას მომავალ საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას, რომელსაც უკვე ძალიან დიდი მასშტაბებით ამზადებენ”_ განაცხადა ნათელაშვილმა. მისი თქმით, თვითმართველობის არჩევნები მოცემულ მომენტში მხოლოდ ზედმეტი ტვინის ჭ####ტაა და არა გამოსავალი. “ქვეყნისთვის ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნებია, რათა ევროპის სირცხვილი სააკაშვილის სახით მოცილებული იქნეს მსოფლიო პოლიტიკური რუკიდან”_ აცხადებს “ლეიბორისტული პარტიის” თავმჯდომარე. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts