Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანი გრიშაშვილის, ვეზიროვის და საბანაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა


Recommended Posts

კრწანისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, დღეს კარდაკარის პრინციპით გრიშაშვილის, ვეზიროვის და საბანაძის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა და მათ პრობლემებს გაეცნო:

 

გრიშაშვილის ქუჩაზე ასფალტია დასაგები, თვეზე მეტია ქვიშა დაყარეს და შემდეგ აღარავინ გამოჩენილა. ქვიშა გაიფანტა, ქუჩა დაზიანებული და მტვრიანია. გარდა ამისა, ბორდიურების გამო, მანქანები მფლობელებს ეზოებში ვერ შეყავთ.

 

 

პრობლემა აქვს დაახლოებით 12 ოჯახს, ისინი სახლებამდე გაზის მილების მიყვანას ითხოვენ.

 

 

ვეზიროვის ქუჩის 3 ნომერში კანალიზაციის მილია გახეთქილი. მცხოვრებლები ხან მერიას და ხანაც გამგეობას ურეკავენ, თუმცა უშედეგოდ. ისინი დახმარებას მაჟორიტარობის კანდიდატს სთხოვენ.

 

 

სოფიო ხორგუანს მოსახლეობა ხშირად მიმართავს სოციალური მდგომარეობის გამო: საბანაძის ქუჩის 9 ნომერში ტატიანა სიდოროპოვას ოჯახი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. ქალბატონი ტატიანას ძმა მე-2 ჯგუფის ინვალიდია. ჰყავს 88 წლის დედა. თვითონ არ მუშაობს. ოჯახს სოციალურად დაუცველის კატეგორიაც არ აქვს, რადგან სოციალურმა აგენტმა, დის კუთვნილი სარეცხი მანქანის გამო, მაღალი ქულები მიანიჭა. მათი ერთადერთი შემოსავალი დედის პენსიაა.

 

 

საბანაძის 6 ნომერში, ყოფილი საბავშვო ბაღის შენობაში, ორი ოჯახი თვითნებურად არის შესახლებული. მიუხედავად იმისა, რომ ოთხ წელზე მეტია ცხოვრობენ, ფართის დაკანონებას ვერ ახერხებენ. გარდა ამისა, ბაღის შენობაზე წლების განმავლობაში დარიცხული ელექტროენერგიის თანხის, 80 000 ლარის გამო, შუქი არ აქვთ. პენსიონერ ცოლ-ქმარს თანხის დაფარვის არანაირი საშუალება არ გააჩნია. ასევე წინა წლების დავალიანების გამო (1600 ლარი), გაუთიშეს შუქი ნატო იბრაგიმოვას.

 

 

კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი ყველა ოჯახში შესვლას და მათი პრობლემების გათავისებას აპირებს.

 

 

ხარფუხი ისეთი აღარ არის, იოსებ გრიშაშვილი ლექსებს რომ უძღვნიდა. ძველი თბილისი ისე ინგრევა, რომ მალე აღსადგენიც აღარაფერი დარჩება.

 

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...