Jump to content
Planeta.Ge

რესპუბლიკელები: სოფიო ხორგუანი 13 მაისს ძველ ხარფუხში ამომრჩევლებს შეხვდა


Recommended Posts

შეღებილი და ფასადურად გალამაზებული ცენტრალური ქუჩების მიღმა ნამდვილი თბილისია, დანგრეული სახლებით და გზებით, ყოფითი პრობლემებით დაღლილი და იმედგაცრუებული ადამიანებით, რომლებსაც ძალიან უჭირთ და რწმუნდებიან, რომ ცვლილებები ნამდვილად საჭიროა.

 

 

ბექა ოპიზარის ქუჩის 7 ნომერში 18 ოჯახი ცხოვრობს და, როგორც ამბობენ, ღამით ქოლგებით სძინავთ. სახლის სახურავი ისეთი ძველია, რომ შინ და გარეთ ერთნაირად წვიმს. ამ სახლს უკანა მხრიდან დემირელის სახელობის სკოლა ესაზღვრება, საიდანაც მოსწავლეები ხშირად სახურავზე გადადიან და კიდევ უფრო აზიანებენ მას.

 

პრობლემებია ქუჩაზეც, სადაც წყალკანალის სამსახურის მიერ მილების გამოცვლამ გზა უფრო მეტად დაანგრია. მუშებმა ასფალტი აყრილი დატოვეს.

 

 

ცურტაველის ქუჩის 22 ნომერში კი ოთხი ოჯახი ბარაკული ტიპის ნახევრადსარდაფში გაუსაძლის პირობებში ცხოვრობს. საერთო, მოუწყობელი ტუალეტიდან საშინელი სუნი მთელ ქუჩაზე ვრცელდება. აქ მცხოვრები, ხელისუფლებისგან მიტოვებული ადამიანები, მხოლოდ ყოველდღიურ საკვებზე ფიქრობენ. ახალგაზრდები დაუსაქმებელი არიან, ასაკოვანი ადამიანები პენსიის სიმცირეს უჩივიან.

 

 

ქუჩაზე განათების ბოძები კი დგას, თუმცა მხოლოდ რამდენიმე ანათებს. დანგრეულ გზაზე არც საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს და ხანდაზმულებს გრიშაშვილის ქუჩამდე ფეხით უწევთ ჩასვლა.

 

 

მაჟორიტარობის კანდიდატი სოფიო ხორგუანი თითოეულ ადამიანს გაესაუბრა, მათი გასაჭირის გაზიარებას, ყურადღებას და დახმარებას დაპირდა.

 

 

 

 

 

View the full article

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...