planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 დავით ბერძენიშვილი და მერაბ ქათამაძე 13 მაისს ახმეტასა და გურჯაანში იმყოფებოდნენ და ამომრჩევლებს ხვდებოდნენ. ახმეტაში გაიმართა შეხვედრა ახმეტის მუნიციპალიტეტში „ალიანსი საქართველოსთვის“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან. რესპუბლიკური პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზაქრო ქინქლაძემ ისაუბრა მიმდინარე საარჩევნო კამპანიაზე. დავით ბერძენიშვილმა მიმოიხილა საარჩევნო პროგრამა და უპასუხა შეკითხვებს. შეხვედრები გაიმართა ქალაქ გურჯაანში, სოფლებში - ვაჩნაძიანში, ჩუმლაყსა და კარდენახში. „ალიანსი საქართველოსთვის“გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ზვიად ყვირალაშვილმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა იმ მუშაობის შესახებ, რაც გურჯაანის საკრებულოში ფრაქცია „რესპუბლიკელებმა“ გასწია. მათი ინიციატივით რამდენიმე სოციალური პროგრამა ამოქმედდა - დახმარება მრავალშილიან ოჯახებს, მშობიარეებს, ერთჯერადი დახმარება სოციალურად დაუცველ პირებს, ონკოლოგიურ ავადმყოფთა მკურნალობის თანადაფინანსება. მოსახლეობა უჩივის უმუშევრობას, უწყლობას, უგზოობას...მოსახლეობამ არ იცის ე. წ. სოფლის პროგრამის შესახებ. პროექტები მათთან შეუთანხმებლად ხორციელდება; მოსახლეობა იმედგაცრუებულია... დავით ბერძენიშვილმა მიმოიხილა ზოგადი ვითარება, დაწვრილებით ისაუბრა ალიანსის პროგრამების თაობაზე. დავით ბერძენიშვილმა განაცხადა, რომ ცვლილებები მხოლოდ აჩევნების გზით უნდა მოხდეს და სთხოვა მათ, 30 მაისს აუცილებლად მივიდნენ საარჩევნო უბნებში და არჩევანი გააკეთონ. View the full article Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts