FIORENTINO Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 გაეროს უშიშროების საბჭომ საქართველოში რუსულ აგრესიაზე მსჯელობა გადადო გაეროს უშიშროების საბჭომ სხდომაზე საქართველოში რუსულ აგრესიაზე მსჯელობა გარკვეული დროით გადადო. საქართველოს მუდმივწარმომადგენელმა გაეროში ირაკლი ალასანიამ რუსეთი სამხედრო დანაშაულისთვის გააკრიტიკა, საერთაშორისო საზოგადოებისაგან კი დაუყოვნებლივი რეაგირება მოითხოვა. საპასუხოდ რუსეთის წარმომადგენელმა თავის მართლება სცადა. საკმაოდ კატეგორიული იყო გაეროში ამერიკის წარმომადგენელი. მან რუსეთის ქმედება არაადეკვატურად შეაფასა და ფედერაცია უფლებამოსილების გადაჭარბებაში საერთაშორისო ნორმების უგულვებელყობაში დაადანაშაულა. სხდომაზე დოკუმენტი მომზადდება, რომელიც საბოლოოდ ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტის თაობაზე გაეროს რეზოლუციის საფუძველი უნდა გახდეს. საფრანგეთის პრეზიდენტმა უკვე წარადგინა კრიზისიდან გამოსვლის მარტივი გეგმა, როელიც სამ ელემენტზეა დაფუძნებული, ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტა, საქარტველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სრული პატივისცემა და სტატუს კვოს აღდგენა, რომელიც ქართული და რუსი სამხედრო ძალების ცხინვალიდან გამოსვლას და ძველ პოზიციებზე დაბრუნება გულისხმობს. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.