planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/xetaguri-150x1404.jpgენერგეტიკის მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური დღეს ზუგდიდის რაიონის სოფელ ინგირში “ენერგო-პრო ჯორჯია”-ს მიერ წარმოებულ ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროცესის დაწყებას დაესწრება. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ინდივიდუალური გამრიცხველიანება არ გულისხმობს აბონენტებისთვის მხოლოდ მრიცხველის მონტაჟს; ეს პროცესი მოიცავს ქსელის მასშტაბურ რეაბილიტაციას, რომლის ფარგლებშიც მთლიანად იცვლება ამორტიზირებული კაბელები ახალი სადენებით, ძველი ხის ბოძები – ახალი რკინაბეტონის ბოძებით, რემონტდება სატრანსფორმატორო პუნქტები და მნიშვნელოვნად უმჯობესდება ქსელის ინფრასტრუქტურა. სამინისტროს ინფორმაციით, ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები დაუმონტაჟდება 1 600 აბონენტს. პროექტის ღირებულება კი 480 000 ლარს შეადგენს. ამ დროისთვის “ენერგო–პრო ჯორჯიას” მიერ გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობა შეადგენს 360 000 აბონენტზე მეტს. მხოლოდ დისტრიბუციის კუთხით კომპანიამ უკვე განახორციელა 94 000 000 ლარის ინვესტიცია. კომპანია განაგრძობს ინვესტიციების დაბანდებას ამ კუთხით; მხოლოდ ინდივიდუალური მრიცხველებისთვის იგეგმება კიდევ 150 000 000 ლარის ინვესტიცია; სამ წელიწადში კი მთლიანად დასრულდება რეგიონების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts