planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/semnebi01.jpgევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები დღეს სასტუმრო “თბილისი მარიოტში” ოპოზიციასთან შეხვედრებს მართავს. ამ წუთებში სემნები “ეროვნული საბჭოს” მერობის კანდიდატს ზვიად ძიძიგურს ხვდება. შეხვედრა მედიისთვის დახურულია. როგორც შეხვედრის დაწყების წინ ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, იგი წინასაარჩევნო დარღვევებზე ისაუბრებს. მათ შორის ტელევიზიებში დროის გადანაწილების საკითხზეც. ძიძიგურთან შეხვდრის შემდეგ სემნები, “ალიანსის” ლიდერს ირაკლი ალასანიას შეხვდება. სემნები პირველებს “ქრისტიან-დემოკრატების” მერობის კანდიდატ გია ჭანტურიას და პარტიის წევრ ნიკა ლალიაშვილს შეხვდა. გია ჭანტურიას განცხადებით, პიტერ სემნებთან შეხვედრისას მათ თვითმმართველობის არჩევნებზე და ასევე იმ დაპირებების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ისინი მოსახლეობას აძლევენ. “შეხვედრისას ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, რომ ეს არჩევნები ნამდვილად უნდა იყოს საქართველოსთვის შანსი, განვითარების სხვა საფეხურზე გადავიდეს. ასევე ვისაუბრეთ ყველა იმ დაპირებაზე, რომელსაც ვაძლევთ საზოგადოებას. თავად პიტერ სემნები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებს არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას”,- განაცხადა ჭანტურიამ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts