Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - პიტერ სემნებმა არჩევნებთან დაკავშირებით “ეროვნულ საბჭოსთან” შეხვედრა გამართა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/semnebi-150x150.jpg ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა პიტერ სემნებთან არჩევნებსა და წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

 

 

თბილისი “მერიოტში” ევროკავშირის წარმომადგენელს სამხრეთ-კავკასიის ქვეყნებში, პიტერ სემნებს შეხვდნენ. შეხვედრა წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ საკითხებზე გაიმართა.

 

 

ძიძიგურის თქმით, საუბარი იყო საინფორმაციო სივრცეში ოპოზიციონერების იგნორირებაზე. მისი თქმით, “რუსთავი 2”-ზე ქრონომეტრაჟის დიდი ნაწილი გიგი უგულავას ეთმობა, რაც მერობის დანარჩენი კანდიდატების დისკრედიტაციაა. ძიძიგურმა ჟურნალისტების მიერ დასმულ სხვა კითხვებზე კომენტარი არ გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ეს საკითხი ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

 

“საუბრის დროს განსაკუთრებული კონცენტრაცია გავაკეთეთ ე.წ. სპეცუბნებზე, სადაც საარჩევნო აგიტაცია კანონით არის შეზღუდული, აქ მცხოვრები სამხედროებისა თუ პოლიციელების უმეტესობა არ არის ადგილზე რეგისტრირებული თუმცა, მათი საშუალებით, ხელისუფლება 10%-იანი ფორის გაკეთებას ცდილობს; – განაცხადა “ეროვნული საბჭოს” თბილისის საკრებულოს კანდიდატმა კობა დავითაშვილმა.

 

 

“ეროვნულმა საბჭომ” ყურადღება გაამხავილა ოპოზიციურ სტამბებზეც, რომლებიც შეფერხებით მუშაობენ. საუბრის ერთ-ერთი თემა “ნაციონალური მოძრაობის” დიდუბის კანდიდატიც გახლდათ, რომელიც, დავითაშვილის განცხადებით, საარჩევნო კომისიის წევრებისა და ამომრჩევლების მოსყიდვას ახორციელებს.

 

 

“ჩვენი მთავარი მოთხოვნაა, გაიცხრილოს სპეცუბნები არარეალური ამომრჩევლებისაგან და ცესკომ განიხილოს კონკრეტული საჩივრები; – განაცხადა დავითაშვილმა.

 

 

შეხვედრაზე რამდენიმე წუთის წინ მოვიდა “ალიანსის” წარმომადგენელი თინა ხიდაშელი. ის სემნებთან სამ საკითხზე: პირველ მაისს, “ალიანსის” მონიტორინგის შედეგად გადმოცემულ სიებზე, რაიონებში ზეწოლის ფაქტებსა და მედიის მდგომარეობაზე აპირებს ყურადრების გამახვილებას.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...