planetanews Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/sheratni1-150x150.jpg სასტუმრო ‘შერატონ მეტეხი პალასში’ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა მეოთხე საერთაშორისო ოლიმპიადა გაიხსნა. სამდღიან ოლიმპიადაში მსოფლიოს 25 ქვეყნის ნორჩი გამომგონებლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან ბანგლადეშიდან, ბულგარეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ეგვიპტიდან, გერმანიიდან, ინდონეზიიდან, ყაზახეთიდან, ტაჯიკეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, აშშ-დან, უკრაინიდან და სხვა ქვეყნებიდან. ოლიმპიადის გახსნის საზეიმო ღონისძიების მონაწილეები ეროვნული სამოსითა და დროშებით გამოვიდნენ. სამდღიანი ოლიმპიადის ორგანიზატორია ჩაღლარის საგანმანათლებლო დაწესებულებები, მხარდამჭერები არიან: განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი და ევროკავშირი. ოლიმპიადის სპონსორია კომპანია ‘ჯეოსელი’. ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის განაცხადი 29 ქვეყანამ გააკეთა, მაგრამ ავიამიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, მხოლოდ 25 ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს. ადემ უნალის განცხადებით, საქართველოში ასევე, ცალკე ჩატარდა რესპუბლიკური შესარჩევი ტური, რომელშიც საქართველოს საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მათგან 13 საუკეთესო პროექტი შეირჩა, რომლებიც დღეს ოლიმპიადის გამოფენაში იღებენ მონაწილეობას. გამოფენაზე წარმოდგენილია საუკეთესო პროექტები მათემატიკაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიაში, ინფორმატიკაში, აგრეთვე, სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის გარკვეული მიღწევები. წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო 15 მაისს გამოვლინდება და გამარჯვებული ფინალისტები ფასიანი საჩუქრებითYდაჯილდოვდებიან იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 საინტერესო იქნება და გაქვთ რამე ინფო ამასთან დაკავშირებით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 დიმიტრი შაშკინმა ნორჩ მეცნიერთა და გამომგონებელთა საერთაშორისო ოლიმპიადა გახსნა18:53 - 13.05.2010 - განათლება საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 40-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მოსწავლეების მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ორდღიანი ოლიმპიადა სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში’’ 13 მაისს გაიხსნა და 15 მაისს ფინალისტთა დაჯილდოებით დაიხურება. ოლიმპიადის მიზანია: განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით; ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით ახსნა და გადმოცემა; მოსწავლეებში საკუთარი თანატოლებისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაცნობიერებისა და გადაჭრის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; მოსწავლეთათვის ყოფითი ცხოვრებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კავშირის ახსნა.; მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.და სხვ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი” --------------------------------------------------------------- http://www.mes.gov.ge/uploads/News/olimpiadis%20gaxcna2.jpg საერთაშორისო კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ორდღიანი ოლიმპიადა სასტუმრო ”შერატონ მეტეხი პალასში” 13 მაისს გაიხსნა და 15 მაისს ფინალისტთა დაჯილდოებით დაიხურება. ოლიმპიადის მიზანია: * განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით; * ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით ახსნა და გადმოცემა; * მოსწავლეებში საკუთარი თანატოლებისა და ზოგადად, საზოგადოებისათვის აქტუალური პრობლემების გაცნობიერებისა და გადაჭრის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; * მოსწავლეთათვის ყოფითი ცხოვრებისა და მეცნიერების სხვადასხვა სფეროს კავშირის ახსნა.; * მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში.და სხვ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”. http://www.mes.gov.ge/content.php?id=855&lang=geo -------------------------------- არსად არ წერია მოწალიეობის პირობებზე, არაფერს ვამბობ ცალკე ვებ გვერდზე :nekro: Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 მაგ პროექტში შარშანწინ საქართველოს მასშტაბით II ადგილი დავიკავეთ, მე და ჩემმა კამანდამ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 Private Nodari რა გამოიგონეთ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Private Nodari Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 არა შემეშალა, სხვა პროექტში ავიღეთ II ადგილი.მანდ მარტო მე ვიღებდი მონაწილეობას, რობო-მექანიზმი მქონდა რაღაც გაკეთებული, სლაიდშოუ და ვებ გვერდი.ვერ გავედი, პროსტა სიგელი მომცეს მონაწილეობისთვის. :| Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 მანდ ჩემმა ძმაკაცმა გაიმარჯვა შარშან ლაზერული სიგნალიზაციის პროექტი ქონდა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 Private Nodari gendolf იქნება მონაწილეობის წესებზე დაწეროთ რამე, ვინ და როგორ და ა.შ. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 უცხო_პლანეტელი ამ ლინკზე შედი და გაიგებ უფრო ვრცლად linki Private Nodari რომელ სკოლაში სწავლობ(დი)? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 14, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 14, 2010 ამ ლინკზე შედი და გაიგებ უფრო ვრცლადმადლობა ისე ქართველი მონაწილეების მოწვევა არ იქნება ურიგო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
gendolf Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ისე ქართველი მონაწილეების მოწვევა არ იქნება ურიგოფორუმზე მოწვევას გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 15, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 15, 2010 ფორუმზე მოწვევას გულისხმობ? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.