Jump to content
Planeta.Ge

Recommended Posts

babuagiorgi

პოლიტიკური ელიტის მასიური სეცლის ერთადერთი გზა არის რევოლუცია და ისიც ძალისმიერი.

აი ეს კი 110%-იანი სიმართლეა, როგორც ის რომ რევოლუციისთვის ქართული საზოგადოება მზად არ არის.

არც არასდროს იქნება ვგონებ..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

  • Replies 125
  • Created
  • Last Reply

Top Posters In This Topic

Nukriko

 

არანაირად, ძალადობრივი რევოლუცია მიგვიყვანს 90-იან წლებამდე

ანუ რუსეთი ორივე მხარეს შეაიარღებს, თავის აგენტებით ორივეს დაგეშს, ჩაახოცინებს

და ჩვენ კვლავ ჩვენ ქვეყანას ჩვენ თვითონ გავანადგურებთ რუსეთის სასარგებლოდ

აქ ინტელექტით უნდა ვაჯობიოთ ელიტას.

 

რუსეთი არ აუცხოპლანეტელები კიდე... რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს ამერიკის ღლე იხმარს თუ რუსეთის ღლე... ზოგი რუსეთისკენ გარბის და ზოგი ამერიკისკენ... ქართული და ქართველი ხალხის ინტერესები არავის აინტერესებს!

 

Nukriko

და შედეგი ამ იდეოლოგიის? სამოქალაქო ომში გახვეული საქართველო, ქართველები ერთმანეთს ხოცავდნენ და ანადგურებდნენ რუსების სასარგებლოდ..

 

და შენ გინდა თქვა რომ სამოქალაქო ომის მიზეზი ქართულ-ეროვნული იდეოლოგია იყო??? შენ მაგ დროს რამდენი წლისა იყავი??? :givi:

 

აი ეს კი 110%-იანი სიმართლეა, როგორც ის რომ რევოლუციისთვის ქართული საზოგადოება მზად არ არის.

არც არასდროს იქნება ვგონებ..

მეც ვეთანხმები! სხვა გზა არ არსებობს... სამწუხაროდ შესაბამისი ლიდერი და პროგრამა არ არსებობს!

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

 

რევოლუციით ქართველები ვმარცხდებით, ანუ ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს რევოლუცია

ხელისუფლება და ეს ელიტა რომ დარჩეს, კვლავ ჩვენს საწინააღმდეგოდ მუშაობს ეს სიტუაცია.

 

აშკარად მესამე გზაა საპოვნელი

 

ეს გზა უნდა იყოის აუცილებლად მშვიდობიანი

ხოლო სხვა დანარჩენისთვის საჭიროა დიალოგი საზოგადოებაში, რადგან ჯერ არ არის საერთოდ იმის წარმოსახვა როგორ უნდა ვიცხოვროთ ჩვენ ყველამ ერთად მომაავალ საქარტველოში ისე რომ ყველამ ღირსეულად ვიგრძნოთ თავი..

 

ბატონოჩემო მე ნუ მიხსნი ამას რომ რევოლუცია არ ვარგათქო. ეს ვიცი, უკვე გამოვცადე საკუთარ ტყავზე ის თუ რა არის ძალისმიერი მეთოდი.

 

დამიჯერე მესამე გზა აშკარად არ არის.

პოლიტიკური ელიტის (ოპ და პო) ერთობლივი წასვლა არის მხოლოდ ორი ვარიანტით:

1. ძალისმიერი;

2 ზღაპრული.

 

გამიგე რა რისი თქმა მინდა ტექნიკურად დანარჩენი შეუძლებელია.

თუ ამისი არ გჯერა, მაშინ კი ბატონო გავგრძელოთ ფანტასტიკურ მოვლენებზე ოცნება.

 

პ.ს. ხო არ გამოდგება არც ის ვარდებისა თუ კიტრების რევოლუცია, იმიტომ რომ ასეთი კიტრების რევოლუციაც ელიტის მიერ არის მოწყობილი. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

მეც ვეთანხმები! სხვა გზა არ არსებობს... სამწუხაროდ შესაბამისი ლიდერი და პროგრამა არ არსებობს!

იმიტომაც ვამბობ საქართველო ხელოვნური სახელმწიფოა და საზოგადოება/სამოქალაქო საზოგადოება ჩანასახის დონეზეც კი არ არსებობს თქვა ამ ხელოვნურ სივრცეში. ალბათ ვერც იარსებებს და ამას ობიექტური მიზეზებიც მრავლად ახლავს. ვინმე აღიარებულ ბრძენს ექნება შრომები ამ თემაზე და თავს აღარ შევიწუხებ დამატებითი არგუმენტების მოყვანით : ))

 

მგონი განწირულია საქართველო გარედან სამართავად და ზუსტად იმდენს ხანს იარსებებს როგორც სახელმწიფო რამდენსაც ეს გარე ძალები ჩათვლიან საჭიროდ.

 

ეს ჩვენ 3 000-წლოვანი ისტორია გვაქვს და ჩვენ ის და ჩვენ ეს, ისტორიულ/ფანტასტიური ბელიტრისტიკაა და მეტი არაფერი. ხალხის/გადამჭრელი უმრავლესობის ცნობიერებაში სახელმწიფო წაშლილია. წაშლილია სიყვარული, პატივისცემა, კეთილშობილება, ღირსება და ბევრი სხვა რამ, რაც საბოლოო ჯამში ბრბოს სამოქალაქო საზოგადოებად აყალიბებს.

 

ვიდრე ეს ასეა, წაშლილია საქართველოს როგორც სახელმწიფოს მომავალიც..

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

პ.ს. ხო არ გამოდგება არც ის ვარდებისა თუ კიტრების რევოლუცია, იმიტომ რომ ასეთი კიტრების რევოლუციაც ელიტის მიერ არის მოწყობილი.

და რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია ვისი მოწყობილი იყო? მეფემ და ელიტამ მოუწყო თავის თავს?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Nukriko

შენის აზრით გამოდება ეს ხუთი მცნება :

თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, შემწყნარებლობა ანუ ტოლერანტობა, ადამიანობა ანუ ჰუმანურობა.

 

ამ მოძრაობის საძირგვლად,რაც შენ ჩაიფიქრე?

 

გამიგე რა რისი თქმა მინდა ტექნიკურად დანარჩენი შეუძლებელია.

თუ ამისი არ გჯერა, მაშინ კი ბატონო გავგრძელოთ ფანტასტიკურ მოვლენებზე ოცნება.

რევოლუცია არ მომხდარა, ის იყო შოუ და ეხლაც შოუ გვექნება.

 

არსებობს საზოგადოების ზრდის საშუალებით არის სესაძლებელი ცვლილებების განხორციელება.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

და რუსეთში ოქტომბრის რევოლუცია ვისი მოწყობილი იყო?

პრუსიელი ძმების, ფინელი იეგერებისა და კრიმინალ/ანარქისტ/რევოლუციონერების მიერ. :givi:

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

asds

ეს ჩვენ 3 000-წლოვანი ისტორია გვაქვს და ჩვენ ის და ჩვენ ეს, ისტორიულ/ფანტასტიური ბელიტრისტიკაა და მეტი არაფერი. ხალხის/გადამჭრელი უმრავლესობის ცნობიერებაში სახელმწიფო წაშლილია. წაშლილია სიყვარული, პატივისცემა, კეთილშობილება, ღირსება და ბევრი სხვა რამ, რაც საბოლოო ჯამში ბრბოს სამოქალაქო საზოგადოებად აყალიბებს.

და გინდა თქვა რომ საქართველო თავის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასეთი ხელოვნური სახელმწიფო იყო??? ანუ ბუნებრივი სახელმწიფო რომელიღა იყო მაშინ?

 

პრუსიელი ძმების, ფინელი იეგერებისა და კრიმინალ/ანარქისტ/რევოლუციონერების მიერ.

ვახ შენ გენაცვალე... და მაგალითად საფრანგეთის რევოლუცია ვიღასი მოწყობილი იყო? უცხოპლანეტელების?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

და გინდა თქვა რომ საქართველო თავის ისტორიის მანძილზე ყოველთვის ასეთი ხელოვნური სახელმწიფო იყო??? ანუ ბუნებრივი სახელმწიფო რომელიღა იყო მაშინ?

რათქმაუნდა არ ვთვლი რომ საქართველო მთელი ისტორიის მანძილზე ხელოვნური სახელმწიფო იყო. საერთოდ არ ვთვლი რომ საქართველო სახელმწიფო იყო არსებობის 90% დროის მანძილზე, თუმცა სახელმწიფო იყო, და იყო ძლიერი სახელმწიფოც პრედიოდულად. იმ ძლიერების დროს ჩაყრილ საფუძველზე დგას დღესაც, მაგრამ ვაგლახ რომ ამ მრავალსაუკუნოვანი საფუძვლის ვერაფრით გამყარებას ვერ ახერხებს და თვალსა და ხელს შუა იშლება.

 

ასე არ არის?

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

უცხო_პლანეტელი

თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა, შემწყნარებლობა ანუ ტოლერანტობა, ადამიანობა ანუ ჰუმანურობა.

პრაკტიკაში ეგ აბსურდია...

მაგალითად ლევან რამიშვილი და ვთქვათ ნოღაიდელი ანდაც მალხაზ გულაშვილი რომ არასოდეს დაძმობილდებიან ეს ხომ ფაქტია... შესაბამისად არასოდეს რომ არ იქნებიან ერთმანეთის მიმართ ჰუმანურები და შემწყნარებლები ესეც ხომ ლოგიკურია... მათ შორის სისხლიანი ბრძოლის დროს რომ ჰუმანურობა გამორიცხულია ესეც ხომ ფაქტია...

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

ვეფხვი

ვახ შენ გენაცვალე... და მაგალითად საფრანგეთის რევოლუცია ვიღასი მოწყობილი იყო?

ფრანგული რევოლუცია/რევოლუციები კი მართლა რევოლუციები იყო მე რომ მკითხო და ყველა შემთხვევაში გარე ძალების აქტიური ჩარევის მიუხედავად მეტ წილად ფრანგული საზგადოების დამსახურება. აქვე ვიტყვი რომა მიუხედავად საფრანგეთის სამივე რევოლუციის პირსისხლიანობისა, დღევანდელი მეხუთე რესპუბლიკა და საფრანგეთის როგორც თავისუფლების სიმბოლოდ ფორმირება სწორედ ამ რევოლუციების დამსახურებაა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

დღეს ერთადერთ ნორმალურ და რეალურ გზად მიმაჩნი ისეთი პარტიის დაარსება, რომელიც მაქსიმალურად გამორიცხავს ამ გაბრეჟნევებულ ელიტას. ესეც ფანტასტიკა იქნება, თუ ვიოცნებეთ აბსოლუტურ გამორიცხვას. არ გამოვა უბრალოდ.

ასეთი პარტიის შექმნის ტექნიკა.

ხალხი ვისაც აქვს თანხა, აქვს სურვილი ხელისუფლებაში მოსვლისა, მაგრამ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება. თანახმანი არიან ყოველგავრი "დოვნანა" გარეშე შექმნა პარტიული პროგრამ, რომელიც იმ დონეზე დახვეწილი, რომ სადღაც 60%-ი მაინც შესრულებადი იქნება.

ასეთ პარტიაში უნდა გაერთიანდნენ ხალხი, ვისაც გააზრებული აქვს დღევანდელკი მდგომარეობა და ხედავენ იმას თუ რა კრახისკენ მიდის ქვეყანა.

არ არის გამორიცხული დღეს მოქმედი პარტიებიდან იმ საღი აზროვნების ხალხის შემოერთებაც. ეს ხალი დღეს იძულებულია არასწორ პოლიტიკას გატარებას პარტიული დიქტატის გამო.

 

არ არის სწორი ის აზრი, რომ საქართველოში მომენტალურად მოქმედ პარტიებში ყველა არანორმალურია, ან უტვინო, ან კიდევ მხოლოდ საკუთარზე ფიქრობს. უბრალოდ გარემოა ისეთი და იმ გარემოში დაცურავენ.

 

მოკლედ ასეთ პარტიას დროთა განმავლობაში შანსი ექნება ამ მოჰაერე "დოვნანა" პოლიტიკოსებისაგან განსხვავებით.

 

ალბათ აკვირდებით აქ ჩემს "ანტიპატიას" ალასანიას მიმართ. ეს არ არის გამოწვეული მხოლოდ იმით, რომ მასზე არის ანცების "მეორედ მოსვლა" დავალებლი. სადღაც მაქვს სტატია, რომელიც ამ ადამიანზე დავწერე, თავიდან. მომწონდა იმ სიდინჯისა და ქარიზმის გამო რაც აქვს. ნუ ამდენი გიჟის შემდეგ ძალიან ნორმალურად გამოიყურებოდა. :givi:

ალასანიას არ დაჯერება სხვა რამემაც მოიტანა. ადამიანი იგივე მეთოდებით მოდის როგორც მიშამ გამოიყენა.

სთავაზობს ხლახს პროგრამას, რომელიც ჭკუასთან არაა ახლოს, რელობაზე ხომ საუბარიც ზედმეტია.

ამ შემთხვევაში კი სტოვებს ისეთ წარმოდგენას, რომ ეს მხოლოდ ფარსია, რომელმაც ანცების მეორედ მოსვლა აქვს მიზნად, ან ამ საქმის აბსოლუტურად უცოდნიარია.

ნუ ორივე შემთხვევაში მიუღებელი გამოდის.

 

არა და თავიდანვე მეგონა, რომ უფრო რეალურ გზას აირჩევდა. თან ალასანიას მიტმასვნის პოლიტიკა, აბსოლუტურად მიუღებელია. სხვა თუ არაფერი გამოდის ის, რომ ხვალ საკუთარის მისაღწევად ვისავ გინდა იმას მიეკრობა.

 

მოკლედ არ აღმოჩნდა ის ადამიანი, ვინც გარისკავდა რამის შექმნას. როგორიც უცნობი იყო და არავის არ ახსოვს მის გაკლეთებული რამ, ისეთივი უცნობი რჩება ეხლაც.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

საერთოდ არ ვთვლი რომ საქართველო სახელმწიფო იყო არსებობის 90% დროის მანძილზე, თუმცა სახელმწიფო იყო, და იყო ძლიერი სახელმწიფოც პრედიოდულად.

მასე ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდა თავისი ჩავარდნები... აგერ ისრაელი სულაც 1946 წელს შეიქმნა და ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ!

 

იმ ძლიერების დროს ჩაყრილ საფუძველზე დგას დღესაც, მაგრამ ვაგლახ რომ ამ მრავალსაუკუნოვანი საფუძვლის ვერაფრით გამყარებას ვერ ახერხებს და თვალსა და ხელს შუა იშლება.

და რა იყო ის მყარი საფუძვლები ხომ ვერ ჩამომიყალიბებ? ,,ადამიანის უფლებები'' რომ არ იყო ეს შენც კარგად იცი ალბათ...

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

babuagiorgi

პარტიული პროგრამ, რომელიც იმ დონეზე დახვეწილი, რომ სადღაც 60%-ი მაინც შესრულებადი იქნება.

რ აარის ეს დახვეწილი პარტიული პროგრამა??? ხომ იცი რომ დღეს საქართველოში 105 პარტია არსებობს და თეორიულად ყველას მათი გაგებით მაგარი პროგრამა აქვს შედგენილი...

 

მე მაგალითად არ გავყვები პარტიას თუ მას საშინაო პოლიტიკად ეროვნული ინტერესები ანუ ენა, მამული და სარწმუნოება არ ექნა და საგარეო პოლიტიკად ნეიტრალიტეტი არ ექნება არჩეული...

 

asds

და რა იყო ის მყარი საფუძვლები ხომ ვერ ჩამომიყალიბებ? ,,ადამიანის უფლებები'' რომ არ იყო ეს შენც კარგად იცი ალბათ...

 

 

მასე ნებისმიერ ქვეყანას ჰქონდა თავისი ჩავარდნები... აგერ ისრაელი სულაც 1946 წელს შეიქმნა და ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ!

Edited by ვეფხვი
ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...

×
×
  • შექმენი...