Nukriko Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ყველა პოლიტიკოსის, განსაკუთრებით კი პოლიტიკური ლიდერების (მნიშვნელობა არ აქვს ზვიადისტები, შევარდნაძისტები, მიშისტები, ოპოზიცონრები, კომუნსტები და ა.შ ყველას აბოსლიტურად) პლაკატები რომლებიც მოღვაწეობდნენ 1990-2010 წლებში ერთად უნდა გამოიკრას და დაეწეროს "ძირს ელიტა" ან "ამათ დაანგრიეს ქვეყანა" ან "ამათ გაძარცვეს საქართველო" მილიარდობით ფული მათ ჯიბეში იდება, რამოდენიმე გვარი უკვე 100-ი თაობით გამდიდრდა, მათ შორის სააკაშვილების, შევარდნაძეების, ნოღაიდელების, ოქრუაშვილების, ბურჯანაძეების და ა.შ გვარებია. ჩემი აზრით სანამ საზოგადოება ამ ელიტის მარგინალიზაციას არ მოვახდენთ და სანამ ისინი პოლიტიკურ ასპარესზე იქნებიან, ჩვენ როგორც საზოგადოება ვიქნებით დაჩმორებული საზოგადოება. მე გული მწყდება რომ საზოგადოებაში იმდენი სამოქალაქო შეგნება არ არსებობს, რომ პირველი კონსოლიდაცია ვერ ხდება, ერთმანეთის გასაჭირის, პრობლემების გაგება ვერ ხდება, არ ვუსმენთ ერთმანეთს და მეორე ის რომ ჩვენ როგორც საზოგადოება ვმუშაობთ ელიტის სასარგებლოდ და საკუთარი თავის საწინააღმდეგოთ. არჩევნებზე მისული მოქალაქე, რომელიც რომელიმე პოლიტიკურ ძალას აძლევს ხმას, ის პირველ რიგში საკუტარ თავს აზარალებს და მერე უკვე სხვა დანარჩენსაზოგადოებას. უნდა მოვიდეს ის დრო რომ საზოგადოებამ თქვას უარი საკუთარ თავთან ბრძოლაზე ელიტის სასარგებლოდ და მოვიცილოთ ის ნაგავი რასაც დღევანდელი ქართული პოლიტიკური ელიტა ჰქვია, ეს ოპოზიცია იქნება თუ ხელისუფლებლება. ჯიპების მონათა მთელი თაობა გაჩნდა ქათულ რეალობაში, ჯიპების გამო მზად არიან საკუთარ მორალურ ღირებულებებზე უარი თქვან. მე დღევანდელ ქართულ საზოგადოებას ჯიპების მონებს ვუწოდებ და ეს საზოგადოება ორად იყოფა 1) ის ვისაც აქვს ჯიპი და ცდილობს სისაძაგლით ცხოვრების ბოლომდე კიდე რამოდენიმე ჯიპი ჰყავდეს და 2) ის ვინც ოცნებობს ჯიპზე და ყველანაირ სისაძაგლეს აკეთებს იმისთვის რომ ჯიპი დაითრიოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 თერგდალეული 2 საჭირო, ხალხი თავისით ვერ აახელს თვალს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 უნდა მოვიდესმაგრამ არ მოვა, იმიტომ, რომ სულ იქნება1) ის ვისაც აქვს ჯიპი და ცდილობს სისაძაგლით ცხოვრების ბოლომდე კიდე რამოდენიმე ჯიპი ჰყავდეს და 2) ის ვინც ოცნებობს ჯიპზე და ყველანაირ სისაძაგლეს აკეთებს იმისთვის რომ ჯიპი დაითრიოს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 თერგდალეული 2 საჭირო, ხალხი თავისით ვერ აახელს თვალს.თერგდალეულები კი არაა საჭირო, არამედ საჭიროა საკუთარ თავში ძალის გამონახვა. ძალა კი იმაშია რომ ყველამ რაღაც დავდოთ, ვნებები გადავდოთ და დავიწყოთ ერთმანეთან საუბარი. ვირტუალურ სივრცეშიც კი იმდენად მიუღებელი პოზიციებისდა მიუხედავად, ჩემი აზრით შესაძლებელია საუბარი და ერთი საქმის, საერთო საქმის კეთება. მე მზად ვარ დავთმო ბევრი ვნებები, მათ შორის ჩემტვის ღირებული ფასეულობებიც, იმისთვის რომ წინ წავიწიოთ, ოღონდ ჩემ დათმობას უნდა მოყვეს ყველა მხრის დათმობაც. ურთიერთდათმობის შედეგად მივიღებთ იმ ერთ გზას რისი კეთებაც მერე შეგვეძლება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 უცხო_პლანეტელი თერგდალეული 2 საჭირო, ხალხი თავისით ვერ აახელს თვალს.თერგდალეულები ეს ჩვენ ვართ...მართლა ასე ვფიქრობ.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ძალა კი იმაშია რომ ყველამ რაღაც დავდოთ, ვნებები გადავდოთ და დავიწყოთ ერთმანეთან საუბარი.რის შესახებ საუბარი? მე მზად ვარ დავთმო ბევრი ვნებები,ეს მეტ-ნაკლებად შესაძლებლია კი არა და საჭიროცამათ შორის ჩემტვის ღირებული ფასეულობებიცმაგრამ ეს ვერ გავიგე მთლად, ფასეულობების დათმობაში რას გულისხმობ? ურთიერთდათმობის შედეგად მივიღებთ იმ ერთ გზას რისი კეთებაც მერე შეგვეძლება.დათმობამდე კეთების სურვლია, გვინდა კი რაიმეს გაკეთება რეალურად? და ამას მოყვება რისი გაკეთება შეგვიძლია თითოეულს? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 Nukriko მესამე კატეგორიაცაა, რომელიც არაფერს/ვერაფერს აკეთებს, არც ოცნებობს და არც არასდროს არ უფიქრია ჯიპზე, მაგრამ ერთი რეალური შანსი და ეგრევე გაავსებს გარაჟს. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ნეტარი ავგუსტინე იტყოდა: მთავარში - ერთობა, საკამათოში - თავისუფლება, ყველაფერში - სიყვარული”.კარგი ფორმულა, მაგრამ ... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 რის შესახებ საუბარი?გამოსავლის. სანამდე ერთმანეთის კინკლაობაში ვართ, ელიტა მდიდრდება და ძლიერდება. მაგრამ ეს ვერ გავიგე მთლად, ფასეულობების დათმობაში რას გულისხმობ?საჭიროა გავითვალისწინოთ სხვისი ღირებულებები, მათ შორის ჩემთვს არასასურველიც, ანუ ნაციონალისტური ფასეულობებიც რადგან დღეს ბევრს ჯერა ნაციონალიზმის სიკეთის, ჩვენ უნდა შევძლოთ ნაციონალისტების რაღაც იდეების მიღება ან პატივისცემა რათა მათ შეძლონ ჩვენი ფასეულობების ნაწილის მიღება თუ არა პატივისცემა მაინც.დათმობამდე კეთების სურვლია, გვინდა კი რაიმეს გაკეთება რეალურად?ბოლოს სხვა გზა აღარ დაგვჩება. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
newstudio Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 Nukriko ბოლოს სხვა გზა აღარ დაგვჩება.ერთი მომენტიცაა...კუთხეში მომწყვდეული რომ რაღაცას აკეთებ, ეგ ყოვეთვის სწორი არაა! Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 გამოსავლის.შენ რაში ხედავ გამოსავალს? მოდი აქედან დავიწყოთ მე მაგალითად საზოგადოებრივი კულტურის და ზოგადად განათლების(მათ შორის პოლიტიკური) ამაღლებაში ვხედავ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
maka Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ერთმაენთის მოსმენა უნდა ვისწავლოთ Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 ბოლოს სხვა გზა აღარ დაგვჩება.უღელი ჩვენ უნდა შევძლოთ ნაციონალისტების რაღაც იდეების მიღება ან პატივისცემა რათა მათ შეძლონ ჩვენი ფასეულობების ნაწილის მიღება თუ არა პატივისცემა მაინც.ანუ პოლიტიკური ვაჭრობა, ერთგვარი გაცვლა-გამოცვლია და აქ იწყება მთელი დავი-დარაბა,საჭიროა ნდობისმაგვარი რამც. ერთი მომენტიცაა...კუთხეში მომწყვდეული რომ რაღაცას აკეთებ, ეგ ყოვეთვის სწორი არაა!ისე მაგაზე პუტინს აქვს კარგი გამონათქვამი, უფრო სწორედ კუთხეში მოქცეულ ვირთხაზე. რა არის დიალოგი? რა არის მოსმენა? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
kisa Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 "ელიტას" რას ეძახით? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Nukriko Posted May 13, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 შენ რაში ხედავ გამოსავალს? მოდი აქედან დავიწყოთ1) ჯიპების მონობიდან განთავისუფლებას საერთოდ საზოგადოებაში სამარცხვინო რომ გახდეს ჯიპის ყოლა, ძალიან წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. დღეს გავლენიან და ფულიან ადამიანის სიმბოლო საქართველოში შავი ჯიპებია.. 2) რადიკალიზმზე უარის თქმა, რადიკალიზმი ეს არის სწორედ ანტიადმიანური. რადიკალიზმი არ ითვალისწინებს უამრავ ინდივიდის ბუნებრივ და ინტელექტუალურ მოთხოვნილებებს და უარყოფ მათ. 3) საუბარი იმის შესახებ თუ რა საერთო მორალურ და ზნეობრივ ღირებულებებზე უნდა დავდგეთ. უფრო სწორედ რეალბაში როგორ ავსახოთ ჩვენი მორალური და ზნეობრივი ღირებულებები. 4) საერთო ქვეყნის შენება მოგვიწევს, ლიბერალებს, ნაციონალისტებს, სოციალისტებს და ა.შ საერთო ქვეყანა კი იმას ნიშნავს რომ როგორც მინიმუმ, ჩვენი ბუნებრივი და ინტელექტურალური მოთხოვნილებები ჩვენს ქვეყანაში დაკმაყოფილებული და უზრუნველყოფილი იყოს, ამიტომ ამ საერთო ქვეყნის შენებისთვის მოგვიწევს კომპრომიოსების გზით სიარული. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.