Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ვახტანგ ყოლბაია: თუ ოპოზიცია არ შეწყვეტს ჩვენს კრიტიკას, საკადრის პასუხს გავცემთ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/NewsImg-150x150.jpg

“დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო” ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ მათი ლიდერის უსაფუძვლო კრიტიკისგან.

 

 

ამის შესახებ ”დემოკრატიული მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა ვახტანგ ყოლბაიამ დღეს, პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

 

 

“დემოკრატიული მოძრაობა” არ მონაწილეობს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რადგან მოძრაობაში მიიჩნევენ, რომ დღეს ქვეყნის უმთავრეს შიდა პოლიტიკურ პრობლემას არა ქალაქის მერი და რაიონის საკრებულოები, არამედ პრეზიდენტი და მისი გარემოცვა წარმოადგენენ.

 

 

როგორც მიმართვაშია აღნიშნული, ხელისუფლება არჩევნებს იყენებს ქვეყნის უმთავრესი პრობლემებიდან ყურადღების გადასატანად და ოპოზიციის წინასარჩევნო ურთიერთკამათისა და ურთიერთბრალდებების რეჟიმში გადასაყვანად.

 

 

როგორც ვახტანგ ყოლბაიამ განაცხადა, ხშირ შემთხვევაში ოპოზიციური პარტიები ურთიერთდაპირისპირებებით ხელს უწყობენ ოპოზიციის საერთო დისკრიმინაციას და საქართველოს მოსახლეობაში ნიჰილიზმის დათესვას, რის პროვოცირებას სამთავრობო მედიასაშუალებებიც აკეთებენ.

 

 

“დემოკრატიული მოძრაობა” ამ ხნის მანძილზე თავს ვიკავებდით ოპოზიციურ პარტიებთან დაპირისპირებისგან, ვცდილობდით პასუხი არ გაგვეცა იმ დაუსაბუთებელი ბრალდებებისა და ზოგჯერ შეურაცხყოფისთვის, რომელიც ოპოზიციური პარტიების მხრიდან ისმოდა ჩვენი მისამართით, ვინაიდან ვთვლით რომ პრინციპულად მნიშვნელოვანია სანამ ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილია, ოპოზიციამ საკუთარი ძალისხმევა მისი რეჟიმის წინაღმდეგ ბრძოლისკენ უნდა მიმართოს”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

ყოლბაიას თქმით, თუ კი ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლები კვლავ გააგრძელებენ “დემოკრატიული მოძრაობის” კრიტიკას მაშინ ისინი შესაბამის პასუხს გასცემენ მათ.

 

 

“იმ შემთხვევაში თუ კვლავ გაგარძელდება მსგავსი ქმედებები, ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ვიმოქმედოთ ჩვენი შეხედულებისამებრ – ჩვენი მხრიდან გაცემული პასუხი, რომელიც იქნება ადეკვატური და დასაბუტებული, მათ მნიშვნელოვნად დააზარალებს და შელახულ იმიჯს კიდევ უფრო შეულახავს. ნათელი გახდება, ვისი რა ნაბიჯი რით იყო განპირობებული და რეალურად რამდენად დაზარალდა საზოგადოება ოპოზიციის არასწორი ნაბიჯების გამო”, – განაცხადა ვახტანგ ყოლბაიამ.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...