Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - საგამოძიებო სამსახურმა ნავთობის უკანონო მომპოვებლები დააკავა


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/dakaveba3-334x5006-150x150.jpg

საგამოძიებო სამსახურმა ნავთობის უკანონო მომპოვებლები დააკავა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ნედლი ნავთობის უკანონოდ მოპოვების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ფაქტზე დაკავებულია ორგანიზებულ-დანაშაულებრივი ჯგუფის 6 წევრი: მიხეილ უსტიაშვილი, გიორგი ელიზბარაშვილი, თამაზ ცხვარიაშვილი, მამუკა ჩიტია, მალხაზ და გიორგი პაპავები.

 

 

სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა გაარკვიეს, რომ საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულში მცხოვრები მ. უსტიაშვილი უკანონოდ და მალულად მოიპოვებდა ნედლ ნავთობს ამავე სოფლის ტერიტორიაზე არსებულ ქართულ-ინგლისურ შპს „კანარგო-ჯორჯიას“ კუთვნილი ჭაბურღილიდან.

ეჭვმიტანილთა ჯგუფის სხვა წევრებს – მ. ჩიტიას, გ. ელიზბარაშვილს, მ. და გ. პაპავებს, თიანეთის რაიონის სოფელ ვეძათხევის ტერირტორიაზე არსებულ ერთ-ერთი აგარაკის ეზოში დაამონტაჟებული ჰქონდათ ნედლი ნავთობის გამოსახდელი მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც პატარძეულში ნავთობს კუსტარულად გადაამუშავებდნენ და 1ლარსა და 30 თეთრად ყიდდნენ. გამოძიების მონაცემებით მათ მიერ უკანასკნელი სამი თვის მანძილზე უკანონოდ მოპოვებული და რეალიზებული იქნა 30 ტონამდე ნედლი ნავთობი, რითაც სახელმწიფო ბიუჯეტმა და შპს „კანარგო-ჯორჯიამ“ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიიღო.

 

 

მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე, 177-ე და 186-ე მუხლებით, რაც შესაბამისად სამიდან ხუთ წლამდე, ოთხიდან შვიდ წლამდე და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...