planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kirgizia-150x150.gifკონტროლის აღდგენასთან დაკავშირებით, ყირგიზეთის დროებითი მთავრობის დღევანდელი განცხადებების მიუხედავათ, ოშის ოლქში საპროტესტო აქციების ტალღა უკვე დაიწყო. ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაიევის რამდენიმე ათასმა მხარდამჭერმა დღეს ოშის საოლქო ადმინისტრაციის შენობა დაარბია. მათ ოშში კონტროლი საკუთარ თავზე აიღეს და და ოლქის ყოფილი გუბერნატორი, მამასადიკი ბაკიროვი თანამდებობაზე დააბრუნეს. ყირგიზეთის ჟურნალისტის, ალმაზ კალეტის განცხადებით, შენობის შტურმის დროს ძალა გამოყენებული არ იყო. “მომიტინგეებმა, რომელთა უმეტესობაც ქალები არიან, უბრალოდ შევარდნენ შენობაში და გუბერნატორს შენობის დატოვება აიძულეს,”-აცხადებს კალეტი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის თანამშრომლები საკუთარ ადგილებზე დარჩნენ და მარადიორობას ადგილი არ ჰქონია. სამართალდამცავები კი მომხდარში არ ჩარეულან. ჟურნალისტის განცხადებით, ოშის მცხოვრებნი განვითარებულ მოვლენებს უარყოფითად აფასებენ და მიიჩნევენ, რომ დროებითი მთავრობის ადმინისტრაცია სათანადოდ არ რეაგირებს და ვითარებას არ აკონტროლებს. აქციის მონაწილეები ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტის, ყურმანბექ ბაკიევის თანამდებობაზე დაბრუნებას ითხოვენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია, რომ მომიტინგეებმა ოშის, ჯალალ-აბადის და ბატკენის ოლქების ადმინისტრაციული შენობები კონტროლის ქვეშ აიღეს და ჯალალ-აბადის აეროპორტის ასაფრენი ბილიკი დაიკავეს. ოშში საგანგებოდ, ყირგიზეთის თავდაცვის დროებითი მინისტრი, ისმაილ ისაკოვი გაემგზავრა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts