planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/bishkek21-150x150.jpgბიშკეკში 7 აპრილს არეულობების შედეგად დაღუპულთა 80-მდე ნათესავმა ბელორუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გამართა.ისინი ბაკიევის ყირგიზეთში ჩასვლის მოითხოვენ.დროებითი მთავრობის მხარდამჭერები ბაკიევს მასობრივ მკვლელობებში ადანაშაულებენ. თუმცა, ბელორუსიის პრეზიდენტმა არა ერთხელ განაცხადა, რომ ბაკიევს ყირგიზეთს არ გადასცემს.აქციის მსვლელობისას, ბელორუსიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა, ანდრეი სავინიხმა ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ ყირგიზეთში აკრედიტირებულმა ბელორუსიის დიპლომატებმა “უსაფრთხოების დაცვის მიზნით” ბიშკეკი დატოვეს.მისივე თქმით, “საფრთხე ექსტრემისტული ელემენტებიდან მომდინარეობს” და სიტუაციის ნორმალიზების შემდეგ, ყველა დიპლომატი ყირგიზეთში დაბრუნდება.ბელორუსიის საელჩოსთან მყოფი პოლიციელების თქმით, აქციის დროს საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულა. პროტესტის აქცია ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგადაც პიკეტის მონაწილეები დაიშალნენ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts