უცხო_პლანეტელი Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 გრიგორი პერელმანამა ერთი მილიონი დოლარის (666 000ფუნტი-სტერლინგი) აღებაზე უარი განაცხადა. პრემია ურთულესიEმათემატიკური ამოცანის ამოხსნისთვის მიანიჭეს. 44 წლის დოქტორი, გრიგორი პერელმანი, რომელიც მსოფლიოში უჭკვიანეს ადამიანადაა აღიარებული, სანკტ-პეტერბურგში, ცარიელ ბინაში ტარაკნებთან ერთად ცხოვრობს. “მე მაქვს ყველაფერი, რაც მჭირდება,” - განუცხადა მან ჟურნალისტებსDდაკეტილი კარიდან. პრემია პერელმანს ამერიკის კლეას მათემატიკურმა ინსტიტუტმა პუანკარეს ჰიპოტეზის ამოხსნისთვის მიანიჭა, რომლის ამოხსნაზეც, ერთი საუკუნის განმავლობაში, მსოფლიოს ყველა წამყვანი მათემატიკოსი მუშაობდა. პერელმანმა ჰოპოტეზის ამოხსნის საკუთარი ვარიანტი ინტერნეტით გაავრცელა. ოთხი წლის წინ, მადრიდში გამართულ საერთაშორისო მათემატიკური კავშირის ცერემონიაზე, პერელმანს ფილდსის პრესტიჟული ჯილდო მიანიჭეს, ცერემონიას პერელმანი არ დასწრებია. მაშინ მან განაცხადა: “ფული და სახელი არ მაინტერესებს. არ მსურს, ზოოპარკის ცხოველის მსგავსად, სანახაობაზე მიხილონ. არ ვარ მათემატიკის გმირი და არც - წარმატებული, ამიტომ არ მინდა, ყელა მეYმიყურებდეს.” პერელმანის მეზობელი ამბობს: “ერთხელ აღმოვჩნდი მის ბინაში და შოკში ვიყავი: ოთახში ყოფილი ალკოჰოლიკი მეპატრონის მიერ დატოვებული მაგიდა, სკამი და ბინძურ-ლეიბიანი საწოლი დგას. ჩვენს სახლში ვცდილობთ ტარაკნების მოშორებას, მაგრამ ისინი პერელმანის ბინაში იმალებიან”. 2003 წელს პერელმანმა სანკტ-პეტერბურგის სტეკლოვის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტში მეცნიერ-მუშაკად მუშაობის დროს, ინტერნეტში მასალების დადება დაიწყო, რითიც ამტკიცებდა, რომ პუანკარეს ჰიპოტეზის შვიდი ამოცანიდან ერთ-ერთი - მთავარი ამოცანის ამოხსნა შეძლო. თითოეული ამოცანის ამოხსნისთვის მათემატიკის კლეას ინსტიტუტს ერთი მილიონი დოლარის ჯილდო აქვს დაწესებული. მასალების გულდასმით შესწავლამ აჩვენა, რომ პერელმანი მართალი იყო. ამ ტოპოლოგიური ამოცანის შინაარსი შემდეგშია: ნებისმიერი სამგანზომილებიანი სამყარო, ხვრელის გარეშე, გაჭიმული სფეროს ექივალენტურია. ამოცანას 100 წელი შეუსრულდა, როცა პერელმანმა მისი ამოხსნა შესძლო და დიდი წვლილი შეიტანა სამყაროს ფორმის განსაზღრაში. 2003 წლიდან პერელმანმა დატოვა სტეკლოვის სახელობის მათემატიკური ინსტიტუტი. მეგობრები ამბობენ, რომ იგი აღარ არის მათემატიკით დაკავაებული და ამ თემაზე საუბარი აღარ სურს. მოამზადა ინგა ღვინერიამ http://www.factnews.ge/undefined/index.php...6733&act=nshttp://www.spiegel.de/img/0,1020,687609,00.jpg Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
fashisti Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 ვაა მაგარია მაგრამ ამოცანა რაში მდგომარეობდა და პერელმანმა რა ამოხსნა ეგ მაინც ვერ გავიგე... დავგუგლავ მერე... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 უცხო_პლანეტელი ძალიან საინტერესოა და ამ დროს ძალიან ტრაგიკული მეტისმეტი მათემატიკური ნიჭი... ჩემმა ნათესავმა, ახალგაზრდა ბიჭმა, სტუდენტმა მოიკლა თავი რამდენიმე წლის უკან... ბოლო დროს მასაც აღარ აინტერესებდა მათემატიკა, არადა ოლიმპიადები, ისა, ესა, მოვლილი ჰქონდა ყველაფერი პატარაობისას ოქროს მედლებით.... Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 asesino_141 ჩხაიძე ხომ არ იყო გვარად? ძალიან საინტერესოა და ამ დროს ძალიან ტრაგიკული მეტისმეტი მათემატიკური ნიჭი... motskena.gifერთგვარი აცკეტები მეცნიერებაშიც ხშირადა Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 უცხო_პლანეტელი ჰო დათო ჩხაიძე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 უცხო_პლანეტელიჰო motskena.gif დათო ჩხაიძევაა, ნათესავები ვყოფილვართ მე და შენ დათოს ისე რა ვიცნობდი, ნიკოს კი ძალიან კარგად.ძალიან მძიმე შემთხვევა იყო Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 უცხო_პლანეტელი ე.ი. თუ არ ვცდები, დათო იყო დედაჩემის მამიდაშვილის შვილი. ბავშვობის მერე მე არ მქონია ახლო და აქტიური ურთიერთობა, უბრალოდ ბავშვობაში ერთად ვისვენებდით ხოლმე სიონში და იქ ვხვდებოდი. იქ მაკითხებდა ხოლმე საკუთარ მოთხრობებს თუ სტრაშილებს - ღამე მესიზმრებოდა ხოლმე Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 ე.ი. თუ არ ვცდები, დათო იყო დედაჩემის მამიდაშვილის შვილი. ბავშვობის მერე მე არ მქონია ახლო და აქტიური ურთიერთობა, უბრალოდ ბავშვობაში ერთად ვისვენებდით ხოლმე სიონში და იქ ვხვდებოდი. იქ მაკითხებდა ხოლმე საკუთარ მოთხრობებს თუ სტრაშილებს - ღამე მესიზმრებოდა ხოლმე smile.gifძალიან პერსპექტიული პიროვნება დაიკარგა, თუ არ ვცდები ერთადერთი ქართველი მათემატიკოსი იყო სამივე სინჯის ოლიმპიური მედლებით, თან მე-9-ე კლასელმა მოიპოვე პირველი(ბრინჯაოს) მედალი.მოთხორბები მე არ წმაიკითხვას, ვიცი რომ ფანტასიტიკის სფეროში წერდა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Anima Libera Posted May 18, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 ძალიან პერსპექტიული პიროვნება დაიკარგა, თუ არ ვცდები ერთადერთი ქართველი მათემატიკოსი იყო სამივე სინჯის ოლიმპიური მედლებით, თან მე-9-ე კლასელმა მოიპოვე პირველი(ბრინჯაოს) მედალი.როგორც მახსოვს ბოლოს მათემატიკაზე საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი. ერთი პერიოდი თითქოს მიუბრუნდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიატოვა. მოთხორბები მე არ წმაიკითხვას, ვიცი რომ ფანტასიტიკის სფეროში წერდა. ჰო, ფანტასტიკა-საშინელება-მისტიკა. Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
უცხო_პლანეტელი Posted May 18, 2010 Author დარეპორტება გაზიარება Posted May 18, 2010 როგორც მახსოვს ბოლოს მათემატიკაზე საერთოდ უარი ჰქონდა ნათქვამი. ერთი პერიოდი თითქოს მიუბრუნდა, მაგრამ ბოლოს მაინც მიატოვა.ბოლო 2 წელი არ ვიცი, ზუსტად რა მოხდა მის ცხოვრებაში, მანამდე ხან ისე იყო ხანაც ასე, ბევრს ცდილობდნენ მშობლები, სამწუხაროდ ვერაფერი უშველეს Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
zidana Posted November 6, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted November 6, 2010 ძალიან გთხოვ, ხომ არ იცით ვინმემ დათო ჩხაიძემ თავი რატო მოიკლა ?? Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.