FIORENTINO Posted August 11, 2008 დარეპორტება გაზიარება Posted August 11, 2008 საქართველოში არსებული რელიგიური კონფესიები შექმნილი ვითარების გამო ქვეყანას სოლიდარობას უცხადებს საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები შექმნილი ვითარების გამო ქვეყანას სოლიდარობას უცხადებენ. ისინი საკუთარი ინიციატივით რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ელენე თევდორაძეს შეხვდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა, სრული თანადგომა გამოუცხადეს საქართველოს. სასულიერო პირებმა საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გააკეთეს. "ქვეყანაში შექმნილი ვითარება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ საქართველოს განვითარებას, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიას. ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმ ადამიანური მსხვერპლისა და მატერიალური ზარალის გამო, რომელსაც ადგილი აქვს სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში. ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ცნობები გარდაცვლილი ბავშვებისა და სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის შესახებ. ჩვენ ვლოცულობთ გარდაცვლილთა სულების გადასარჩენად და შევთხოვთ უფალს, რათა შეწყდეს სიკვდილის მანქანის მოქმედება ჩვენს სამშობლოში. მიგვაჩნია, რომ ყველა ვალდებულია პატივი სცეს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მივმართავთ თხოვნით დაპირისპირებულ მხარეებს, რათა ყოველთვის ახსოვდეთ უფლის მცნებანი და ხელმძღვანელობდნენ მათი სულისკვეთებით, ვევედრებით უფალს, რათა მისი წყალობით დასრულდეს ჩვენს სამშობლოში მიმდინარე ნეგატიური პროცესები", - ნათქვამია განცხადებაში. შეხვედრის შემდეგ სასულიერო პირები სისხლის გასაღებად სისხლის გადასხმის ცენტრში გაემგზავრნენ. http://itnexclusive.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts
შეუერთდი განხილვას
თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.