planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/kaxa_kukava15-150x150.jpg “კონსერვატიული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი, კახა კუკავა აცხადებს, რომ რუსეთის განწყობა საქართველოს მიმართ უკიდურესად დაძაბულია. “კონსერვატორმა” კუკავამ დღეს “პრიმე-ტიმეს” პრესკლუბში დღეს ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. “ქვეყნების დაძაბულობის პირობებში პირდაპირი მოლაპარაკებები არის ყველანაირი დაპირისპირებისას გამოსავალი,” – განაცხადა კუკავამ. მისი თქმით, ნატოში საქართველოს შესვლის არანაირი შანსი არ არსებობს. “საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა სააკაშვილისთვის მხოლოდ პიარია და მიაჩნდა, რომ ამას მხოლოდ კლიპების გაკეთებით “აღადგენდა”. თუმცა, 2008 წლის შემდეგ კი, არც ეს კლიპები გაუკეთებია,” – განაცხადა კუკავამ. კუკავა ზურაბ ნოღაიდელის მიერ რადიო “ეხო მასკვისთვის” მიცემულ ინტერვიუსაც გამოეხმაურა. ჟურნალისტების კითხვაზე, ნიშნავდა თუ არა ინტერვიუ იმას, რომ ნოღაიდელი სამაჩაბლოსა და აფხაზეთის დაკარგვას შეურიგდა, კუკავამ განმარტა, რომ განცხადება კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. “კონსერვატორი” მიიჩნევს, რომ ნოღაიდელი ასეთ რამეს არ იტყოდა. შეგახსენებთ, რომ “სამართლიანი საქართველოსთვის” ლიდერმა ზურაბ ნოღაიდელმა რადიო “ეხო მასკვისთან” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უმჯობესია ტერმინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა დავივიწყოთ და დევნილების დაბურებაზე ვიფიქროთ. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts