planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/olimpiadis-gaxcna2-150x150.jpg კონკურსში, რომელიც საქართველოში ტარდება 30-მდე ქვეყნის VII-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობენ. მათ მიერ წარმოდგენილ მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, ბიოლოგიის, ინფორმატიკის, ეკოლოგიის, აგრეთვე სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ტექნიკის სფეროებში მომზადებულ პროექტებს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს და გამარჯვებულებს გამოავლენს. ოლიმპიადის მიზანია: განსაკუთრებული ნიჭიერებით გამორჩეული მოსწავლეების გამოვლენა, მათი დაინტერესება კვლევითი და გამომგონებლობითი საქმიანობით,ნიჭიერ მოსწავლეთა მხარდაჭერა, რათა შეძლონ მეცნიერული იდეების პრაქტიკულად, თვალსაჩინო ნაშრომის (ხელსაწყოს ან პროექტის) სახით ახსნა და გადმოცემა, მოსწავლეთა ცოდნის დონის ამაღლება მეცნიერების სხვადასხვა დარგში და სხვ. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, “ჩაღლარის” სასწავლო დაწესებულებები, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი “საქპატენტი”, ევროკავშირი-ევროკომისიის წარმომადგენლობა საქართველოში და კომპანია ”ჯეოსელი”. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts