planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/garemos-dacvis-saministro-150x150.jpgგარემოს დაცისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გოგა ხაჩიძე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფიალიალის სტუდენტებს შეხვდა. გოგა ხაჩიძე სტუდენტებს რეგიონში არსებულ სოცილურ პრობლემებზე ესაუბრა და ეკოლოგიის საკითხებზე მათთვის საინტერესო კითხვებს უპასუხა. მინისტრმა და სტუდენტებმა სამომავლოდ დასაქმების პერსპექტივებზეც ისაუბრეს. შეხვედრაზე გადაწყდა, რომ ახალციხის უნივერსიტეტის ეკოლოგიის ფაკულტეტის წარმატებული კურსდამთავრებულები გარემოს დაცვის სამინისტროს სხვადასხვა საქვეუწყებო დაწესებულებაში დასაქმდებიან. „კარგად ვიცნობ ამ რეგიონის პრობლემებს, 5 წლის განმავლობაში სამცხე-ჯავახეთში ვმუშაობდი. ახალციხის უნივერსიტეტის სტუდენტებისგან პირადად მოვისმინე მათი სოციალური პრობლემების შესახებ და ჩვენ ერთად დავსახეთ გეგმები, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ეს პრობლემები. წარმატებული კურსდამთავრებულების დასაქმებისთვის სამინისტრო ყველაფერს გააკეთებს,“ – განაცხადა გოგა ხაჩიძემ. სამცხე-ჯავახეთის რეგიონს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს, რეგიონში ბორჯომ-ხარაგაულის დაცული ტერიტორიების გარდა, ახალი გეგმარებითი „ჯავახეთის დაცული ტერიტორიები“ იქმნება. ჯავახეთის ეკოსისტემა მთის სტეპებით, სუბალპური მაღალბალახეულობითა და ტბებით უნიკალურია კავკასიის რეგიონში და სწორედ ამიტომ მოხდა მისი შერჩევა პრიორიტეტულ საკონსერვაციო ტერიტორიად. ჯავახეთის ეკოსისტემა აღიარებულია, როგორც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საარსებო ადგილი გადამფრენი ფრინველებისათვის, რომელთა უმეტესობა IUჩN–ის “წითელ ნუსხაშია” შეტანილი. გოგა ხაჩიძე უახლოეს მომავალში სხვა რეგიონის უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან შეხვედრებს გეგმავს. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts