planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/vashadze7-150x150.jpgამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანაშემწე აღმოსავლეთ ევროპასა და აზიაში თინა კეინაუ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თბილისისა და ადგილობრივი თვითთმართველობის მომავალ არჩევნებზე ისაუბრეს. შეხვედრის შემდეგ, თინა კეინაუ ჟურნალისტებსაც შეხვდა. “საქართველოში დემოკრატიის განვითრების დადებითი მაჩვენებლებია. იმედს ვიტოვებ, რომ მსგავსი შემართებით გააგრძელებთ განვითარებას და მომავალ არჩევნებს დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩაატარებთ,” განაცხადა კეინაუმ. შეგახსენებთ, რომ საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრამდე თინა კეინაუ არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებს ლევან გაჩეჩილაძესა და სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობა მან დადებითად შეაფასა. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts