Jump to content
Planeta.Ge

epn.ge - ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეები აფხაზეთის წარმომადგენლებს შეხვდნენ


Recommended Posts

http://www.epn.ge/wp-content/uploads/jeneva1-150x150.jpg

ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა პიერი მორელიმ, ანტი ტურურენიმ და ბულატ ნურგალიევმა ჟენევის დისკუსიების 11-ე რაუნდის დაწყებამდე ერთი თვით ადრე, აფხაზურ მხარესთან წინასწარი კონსულტაციები გამართეს.

 

 

ორმხრივი შეხვედრა სოხუმში 12 მაისს, ჟურნალისტების დასწრების გარეშე ჩატარდა.

 

 

დელეგატებმა შეხვედრა აფხაზეთის საგარეო საქნეთა მინისტრ მაქსიმ ღვინჯიასთან, საერთაშორისო საკითხებში პრეზიდენტის მრჩეულთან ვიაჩესლავ ჩირიკბასთან და ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო განყოფილების თავჯდომარესთან ლანა აგრბასთან გამართეს.

 

 

აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მაქსიმ ღვინჯიას განცხადებით, აფხაზეთი ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე ჟენევის მომავალ დისკუსიების რაუნდში მონაწილეობის მიღებისთვის მზად არის.

 

 

“ჩვენ გამოვთქვით ჩვენი წინადადებები და შენიშვნები საერთაშორისო დისკუსიებში გამოყენებული დოკუმენტებთან დაკავშირებით. კერძოდ ისეთებს, რომლებიც ეხება ტერმინოლოგიებს,”- განაცხადა ღვანჯიამ.

 

 

მისი განმარტებით, აფხაზეთის დელეგაციას მოლაპარაკებზე ე.წ. პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელი, ვიაჩესლავ ჩირიკბა უხელმძღვანელებს.

 

 

ღვინჯია ამბობს, რომ დისკუსიების მსვლელობისას განხილული იქნება როგორც უშიშროების, აგრეთვე ჰუმანიტარული საკითხებიც.

 

 

“აუცილებლად განიხილება საქართველო-აფხაზეთსა და საქართველო-სამხრეთ ოსეთთან სამხედრო მოქმედედების განუახლებლობის შეთანხმების საკითხი,” – განაცხადა ღვიჯიამ.

 

 

ჟენევის დისკუსიბის თანათავმჯდომარეები ხვალ, 14 მაისს თბილისს ეწვევიან.

 

 

 

 

იხილეთ epn.ge

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...