Jump to content
Planeta.Ge

კახა კალაძის საგანგებო პრესკონფერენცია


Recommended Posts

კახა კალაძემ მილანში საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, საგანგებო პრეს-კონფერენცია გამართა

 

"თქვენ ყველას მოგეხსენებათ ჩემს ქვეყანაში, საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. რუსეთი ახორციელებს ფართომასშტაბიან საოიმარ მოქმედებებს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. და მე, როგორც ჩემი ქვეყნის შვილსა და გულშემატკივარს არ შემეძლო არ გამოვხმაურებოდი აღნიშნულ მოვლენებს. მინდა აქედან, მილანიდან, მივაწვდინო ხმა საერთაშორისო საზოგადოებას. 1991 წელს, როიცა საქართველომ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ქვეყანას მასინვე დაუდგა ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნების პრობლემა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, რაშიც რუსეთმა მაშინაც უდიდესი წვლილი შეიტანა. მაგრამ დღეს აგრესია გაცდა სამხრეთ ოსეთის რეგიონს და რუსული ავიაგამანადგურებლები ბომბავენ საქართველოს ქალაქებს. ჭურვებს უშენენ დასახლებულ პუნქტებს, რომლებიც 200-300 კილომეტრით არის მოშორებული კონფლიქტის ზონას. იბომბება სტრატეგიული ინფრასტრუქტურული ობიექტები... და რაც ყველაზე უფრო აღმაშფოთებელია, საცხოვრებელი სახლები. იბომბება საზღვაო ნავსადგურები, აეროპორტები, რკინიგზა, სკოლები და სასწრაფო დახმარების პუნქტები. მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობას შორის...

 

დაღუპულია 50-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე... განადგურებულია ქალაქები. ჭუხელ ღამის განმავლობაში ავია-გამანადგურებლებმა იერიში მიიტანეს ქვეყნის დედაქალქზე – თბილისზე. მინდა ვთხოვო საერთაშორისო საზოგადოებას, მთელ მსოფლიოს, რომ ხმა აიმაღლონ რუსული აგრესიის წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ ერთად შევძლოთ იმ სისხლისღვრისა და უსამართლოიბის შეჩერება, რაც დღეს ჩემს ქვეყანაში მიმდინარეობს. მერწმუნეთ, რომ საქართველოს ერთადერთი დანაშაული მისი თავისუფლებისაკენ დ აიმ ღირებულებისაკენ სწრაფვაა (დემოკრატია, თავისუფლება) რასაც ცივილიზებული საზოგადოება იზიარებს. და თუ დღეს ამ აგრესიას პასუხი არ გაეცა, მერწმუნეთ, ხვალ ჩემი ქვეყნის ბედი შესაძლებელია ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებმა და ევროპის სახელმწიფოებმაც გაიზიაროს. ამიტომ, ჩემი ხალხის სახელით, გთხოვთ, ნუ დატოვებთ ჩემს პატარა, მაგრამ ამაყ ქვეყანას პირისპირ რუსეთის აგრესიული მანქანის წინააღმდეგ. ეს ომი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს და ის ჩვენ ყველამ ერთად უნდა შევაჩეროთ... შევაჩეროთ, სანამ მისი შეჩერება შესაძლებელია.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

შეუერთდი განხილვას

თქვენ შეგიძლიათ შექმნათ პოსტი ახლა და დარეგისტრირდეთ მოგვიანებით. თუ თქვენ გაქვთ ანგარიში, გაიარეთ ავტორიზაცია რათა დაპოსტოთ თქვენი ანგარიშით.

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...