Jump to content
Planeta.Ge

pirveli.com.ge: ძლიერი წვიმის შედეგად გორის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა


Recommended Posts

ძლიერი წვიმის შედეგად გორის მუნიციპალიტეტს მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ბეჭდვა ელფოსტა

15:28 - 13.05.2010

gori113.jpgძლიერი წვიმის შედეგად ღამით გორში, გელდიაშვილის ქუჩაზე მდებარე სამსართულიანი სახლის ჭერი ჩამოიშალა. როგორც "პირWელს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს, ძლიერი წვიმის შედეგად გორის რაიონის ოთხ სოფელში - ბნავისში, წედისში, ოლოზში და ხიდისთავში მოსავალი დაისეტყვა, გორში, სადგურის დასახლებაში კი ეზოები და სახლები დაიტბორა. დაზარალებულ უბნებში შიდა ქართლის საგანგებო სიტუაციების მართვისა და გორის მუნიციპალიტეტის სახანძრო სამსახურის თანამშრომლები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ. დაზარალებული ოჯახები შიდა ქართლის გუბერნატორმა ლადო ვარძელაშვილმა და გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით ხმიადაშვილმა მოინახულეს. "მას შემდეგ, რაც დაზიანებული სახლის კედლები გაშრება, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით სახლს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდება, ხოლო ძლიერი წვიმის შედეგად მთიდან ჩამოსული ლამისაგან გზების გაწმენდა გორში, სადგურის დასახლებაში, ასევე ბნავისში, ორთაშენში და ხიდისთავში ეტაპობრივად განხორციელდება", - განაცხადა ხმიადაშვილმა.

ლინკი
სოციალურ ქსელებში გაზიარება

Guest
ამ თემაში პასუხის გაცემა

×   Pasted as rich text.   Paste as plain text instead

  Only 75 emoji are allowed.

×   Your link has been automatically embedded.   Display as a link instead

×   Your previous content has been restored.   Clear editor

×   You cannot paste images directly. Upload or insert images from URL.

Loading...
×
×
  • შექმენი...