planetanews Posted May 13, 2010 დარეპორტება გაზიარება Posted May 13, 2010 http://www.epn.ge/wp-content/uploads/avaria-150x150.jpg კახეთის გზატკეცილზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ,,ნისანის” მარკის ავტომობილი მოულოდნელად საპირისპირო მხარეს გადავიდა და სააქციო საზოგადოება ,,ყაზბეგის” კუთვნილ ფურგონის ტიპის სატვირთო ავტომანქანას დაეჯახა. ადგილზევე დაიღუპა 40 წლამდე ასაკის ნისანის მძღოლი, რომლის ვინაობა ჯერ ჯერობით უცნობია. სააქციო საზოგადოება ,,ყაზბეგის” კუთვნილ ავტომანქანაში მყოფი სამი პიროვნება მსუბუქად დაშავდა. დაშავებულები სასწრაფო დახმარების სამსახურმა პირველ კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება მომხდარის ვერსიებზე მუშაობს. წინასწარი ინფორმაციით, ავარიის ერთ-ერთ მიზეზად ნისანის მარკის ავტომობილის მძღოლის ინფაქტი სახელდება. იხილეთ epn.ge Quote ლინკი სოციალურ ქსელებში გაზიარება More sharing options...
Recommended Posts